Paჯები

Tuesday, November 9, 2010

უსახელო

 ძალიან ადვილია წერო იმაზე რაც არ მომხდარა და ძალიან რთულია იმაზე წერა რაც მოხდა. მე ილიო გზა ავირჩიე.
I.
გაშტეერბული მიუყვებოდა ლონდონის, ძველებური სახლებით დახუნძლულ ქუჩას. ერთი შეხედვით არაფერზე არ ფიქრობდა, მხოლოდ ის უხაროდა ამ ყველაფერს საკუთარი თვალით რომ ხედავდა და გრძნობდა. მალე ეს ნაცრისფერი ქუჩა დამთავრდა და სხვაგან, მზით გამთბარ მოედანზე აღმოჩნდა, სულ სხვა გარემოში მოხვდა, იცოდა ეს ადგილი, ზუსტად წინა დღეს ნახა ინტერნეტში, ნოემბერში აქ უნდა გამართულიყო შოუ რომელზე დასწრებასაც დიდი ხანი ოცნებობდა, მაგრამ აბა სად ბერლინი და სად მისი პატარა საქართველო.
უთავბოლო სიარულში გაატარა მთელი ღამე, იყო იქ და იყო აქ, იყო ‘far, far away’ და იყო თავისივე სახლშიც...“
ემოციებისგან დაცლილმა გაიღვიძა, ოთახში ჯერ ისევ ბნელოდა კუბოკრული ფარდების გამო. უკვალოდ გამქრალიყო ბერლინიც და ლონდონიც. ირგვლივ მხოლოდ პატარა საქართველო, მთელ ჰორიზონტზე გადაჭიმული.
დღეს პირველი დღე იყო უნივერსიტეტში, მაგრამ არსადაც არ უნდოდა წასვლა...
-ხუთი წუთიც რა -ჩაიბურტყუნა და კედლისკენ გადაბრუნდა
მაინცა და მაინც არ შეუწუხებია თავი ტანსაცმლის შერჩევით,რაც ხელში მოხვდა ის ჩაიცვა. სარკის გვერდით გაკრულ, მომღიმარი ბიჭის პლაკატს ღიმილითვე შეხედა
-მიხდება?-სერიოზულად შეეკითხა
რამოდენიმე წამის შემდეგ:-ისემც შენ რა გითხარი!-კოცნა გაუგზავნა და კარი გაიჯახუნა

ქუჩაში ნუცა უკვე ელოდებოდა, დასიებული თვალებით
-სად ხარ გოგო აქამდე?
-დამეძინა
-ბოთე
-ბოთე თავი გაბია
-ეე, მარ ხედავ?! კიდევ ერთი ახალი ეტაპი დაიწყო ჩვენს ცხოვრებაში და ისევ ერთად ვართ...
-აჰა, ეს ჰმ... მესამე მგონი და სხვა მრავალი
-დღეს რას ვშვებით?
-რას და უნი და მერე შევუქციოთ სადმე..
-ხოოო...
-დალევ?
-გაგიჟდი?-სასოწარკვეთილი სახე მიიღო, მერე გაიღიმა-აბა რა!
მზეს დედამიწა გულში ჩაეხუტებინა და ათბობდა. ქარისგან გალოკილ ქუჩებში უკვე იგრძნობოდა ქალაქის გამოღვიძება. მარის ემოციები სჭირდებოდა ამიტომ დაიწყო შუა ქუჩაში სიმღერა
Deep inside, you cry cry cry      
Don’t let your hopes,die die die
-გადაირიე?-პირზე მიაფარა ხელი ნუცამ
-მიდი უც შენც ამყევი ხედავ რა დღეა?! ხალხს ჭორაობის ხასიათზე აყენებს ჩვენც მივცეთ თემა-მთელი ხმით დაიყვირა მარიმ
-ვერ ხარ..-გაიცინა
-იცი წუხელ სიზმარი ვნახე, ლონდონი.. ბერლინიც... და ისინი-მრავალმნიშვნელოვნად თქვა ბოლო სიტყვა
-აუფ, მერამდენედ? მაგ სიზმრებსაც მობეზრდებათ ყოველ ღამე შენ გოენბაში ბოდიალი და დარჩები ისე
...................................

II.
შემოდგომა ეშხში შედიოდა, ყვითლდებოდა ფოთლები, უბერავდა ქარი, წვიმდა და ციოდა. ხასიათი ამინდის შესაფერისი ჰქონდა მარის. წინა დღით ინტერნეტში გამართულ ვიქტორინაში ორი  ბილეთი მოიგო US5-ის შოუზე დასასწრები, მაგრამ აბა საიდან მოხვდებოდა იქ...
-უც, მაპატიე რა მე დღეს ბოლოში დავჯდები საშინელ ხასიათზე ვარ, ლექციის თავი არ მაქვს
-მეც მაქეთ გადმოვჯდები გინდა?.... არა? კაი ხო, აქ მოვისმენ მაინც რამეს
45 წუთი ერთსა და იმავე სიმღერას უსმენდა, ფანჯრიდან უყურებდა თუ როგორ გამწარებით ეხეთქებოდა წვეთები გუბეებს, ფოთლებს, ფანჯერბს. როდის ჩაეძინა ვერ მიხვდა, მაგრამ ნუცა რომ ანჯღრევდა შეშფოთებულმა გაიღვიძა
-რა იყო რა მოხდა?
-დამთავრდა ლექცია ბოთე
-ოოხ ნი ამ ცხოვრების დედა გავღრღენი რა..
-კიდე გუშინდელზე ფიქრობ? დაივიწყო ჯობია, ფუჭ იმედებს რა აზრი აქვს...
-მინდა ეხლა მოვკვდე
-გოგო გაგიჟდი, რას ამბობ? ამ ერთი კონცერტის გულისთვის?
-გოგონებო თქვენ დარჩით-ფურცლებში ჩაფლულმა დაიძახა დეკანმა
-ვაიმე დამერხა -გამოსცარა მარიმ
-ჰმ, საიდან დავიწყო არ ვიცი.... ხო, მისმინეთ გახსოვთ ერთი თვის წინ ტესტები რომ წერეთ?
- კი მე რომ ვთქვი რა შუაშია სამართალი და ცხოვრებისეული სიტუაციები მეთქი
-კი ნუცა, ეგ ჩემი მოგონილი არ იყო. მას მერე მთელ ჯგუფს გაკვირდებოდნენ ლექტორები საუკეთესოების გამოსავლენად... ნოემბერში ბერლინში ტარდება დამწყებ იურისტთა სესია, მეც ყოველწლიურად დამყავს ხოლმე საუკეთესო სტუდენტები იქ... დაა, მინდა გითხრათ... ნუცა, მგონი დროა მოემზადო.-საზეიმო ხმით დააბოლოა დეკანმა
-რაა?-ვერ გაერკვა გოგონა-მე? სად? ბერლინში?... ვაიმე არ არსებობს.
მარტო ნუცა რომ თქვა გულზე მოხვდა მარის, თუ მარტო ის მიყავდათ მარი რისთვის დატოვეს? ახლა სულ არ ფიქრობდა იმაზე ბერლინი რომ თქვა ვახომ, არამედ იმაზე მარიც რომ არ აირჩიეს...
-მარი შენ ის მინდა გითხრა რომ დღეს საერთოდ არ მისმენდი... თუმცა ამის სათქმელად არ დამიტოვიხარ, შენ ნუცას ბაგის ჩალაგებაში უნდა მიეხმარო... და მერე შენც ჩაალაგო... მეორე სტუდენტი შენ ხარ
-ბატონო? მე მითხარით... მეც მოვდვარ ანუ?
-ხო აბა, შენ მითხარი ერთხელ ჩვენი დაშორება არ შეიძლებაო და სხვა გზა არ მქონდა. ან ორივე ან არცერთი...
-აჰა. მადლობთ
-ნუუუ, ეს ყველაფერი არაა, ალბათ პირდაპირ იქიდან მოგიწევთ წასვლა... ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტში...
-ლონდონში-დააბოლოვა მარიმ გაბადრული სახით
-დიახ, მთელი ოთხი აკადემიური წლით...
-არ არსებობს, სიზმარში ვარ...-ჩაიბურტუნა ნუცამ
-ალბათ. იქ თქვენთვის სახლიც დაქირავებულია უკვე და სამუშაო ადგილებიც დაჯავშნული-სამინისტრომ გისაჩუქრათ... აბა ჰე, დაიწყეთ გამზადება, პარასკევს მივდივართ..
-გასაგებია, მადლობა დიდი ვახო მასწ.

ჩუმად მიდიოდნენ სასწავლებლის ეზოში, ვერ გაეაზრებინათ მომხდარი
-პარასკევს... 15... ნოემბერი... პარასკევს.... 21-ში კონცერტი.... ბერლინი-ბუტბუტებდა მარი, მერე უცებ დაიყვირა-კონცერტზე მივდივართ ნუც!-და მთელი ძალით ჩაეხუტა მას

…………………………
III.
მთელი კვირა აზრზე მოსასვლელად არ ეცალათ, გადარბენაზე იყვნენ, ბოლოს და ბოლოს ფეხი რომ დაადგეს ტეგელის აეროპორტში, საშინლად მომაბეზრებელ ტურისტებს დაემსგავსნენ ფოტოაპარატების გაუთავებელი გაუთავებელი ჩხაკუნითა და აღტაცების გამომხატველი შეძახილებით.
მათი საერთო საცხოვრებელი შპანდაუს ჩრდილოეთით იყო, ტიპიური გერმაუნლი სახლი, ბაცი ნაცისფერი კედლებით და თეთრჩარჩოიანი ფანჯრებით.
ოთახის მეზობლები ჩეხი გოგონები ყავდათ, საოცრად თამამები, თამამები ყველანაირად. ჩვენს ქართველებს კი ცოტა გაუჭირდათ ახალ გარემოსთან შეგუება. აქ ლექციებზე მკაცრი გარემო იყო, სტუდენტებსაც ძალიან სადად ეცვათ და მშვიდები იყვნენ, საღამოობით ქალაქიდან მობრუნებულებს კი თამამად ეცვათ და თავაშვებულად იქცეოდენ. კლუბში მაინც, სადაც ასივე მოზარდი ერთად მიდიოდა. იქ იყო ბევრი სასმელი და მუსიკა. ერთ საღამოს მარიმაც დალია საკმაოდ და ვიღაც ირლანდიელ ბიჭთან კარაოკეც იმღერა, თავის ვნებებს და ნიჭს მისცა გზა ფართო... მეორე დღეს ნუცას გადაღებულ ვიდეოს რომ უყურა თავმტკივანმა სიცრხვილით ლამის მოკვდა, მიუხედავად იმისა რომ ბევრმა უთხრა კარგად იმღერეო.
მთელი კვირა სხვა და სხვა ქვეყნიდან ჩასული ლექტორები უკითხავდნენ ლექციებს, უტარებდნენ პრაქტიკულ გამოცდებს, ყველაზე შინაურულად თავისივე დეკანის ლექციაზე გრძნობდნენ თავს. საღამოობით ვახოსთან ერთად დადიოდნენ ქალაქის დასათვალიერებლად. აქ მათთვის ყველაფერი უცხო და აღმაფრთოვანებელი იყო, თვით კენჭიც კი-ის ხომ ბერლინის კენჭი იყო.
-დე, მე ეხლა იცი სად ვარ?! რაიხსტაგს წინ! იცი რა მაგარია?-ჩაყვიროდა ნუცა ტელეფონში
-მაგას რას ამბობ დე, ამ ქალაქის შემხედვარე ჭკუის ნატამალი შემრჩება თავში... იცი  აქ მიწაც კი მაგარია...
ლანჩზე ან საუზმისას მაგარი საშინელება იყო ხოლმე, გაუთავებელ ყაყანში თავი აგტკივდებოდა, ამიტომ უმეტესად ყურთსაცვამებით დადიოდნენ.
21 ნოემბერი ტრენინგების ბოლო დღე იყო და ყველაზე ძალიან დატვირთული. გაბრუებული მარი კიბეზე იჯდა, თავი რიკულებიზე მიედო და ალბათ დაძინებას ცდილობდა, რადგან თვალები დახუჭული ქონდა.
ნუცა-ისიც საკმაოდ დაღლილი სახით-ვახოს ეჩალიჩებოდა რაღაცაზე
-გთხოვთ რა ვახო მასწ, გევედრებით გაგვიშვით
-თქვენ სანდოები ხართ?
-მაწყენინეთ მასწ, როგორ არ ვართ. გთხოვთ. აი მარის გახედეთ, მაგისი სიცოცხლე ეხლა თქვენზეა დამოკიდებული, რომ არ წავიდეს იმ კონცერტზე ალბათ მოკვდება, ხომ გითხარით ხელმძღვანელისგან უკვე ავიღეთ ნებართვა
-აბა მე რაღაში გჭირდებით?!
-თქვეზნე ვართ ჩაბარებულები- წარბქვეშიდან გაუღიმა ნუცამ
-ოოხ, უარი როგორ უნდა გითხრათ, აწი უნდა დავშორდეთ... კარგი წადით ოღონდ დამთავრდება თუ არა, მაშინვე მოხვალთ აქ
-აბა რა... მადლობა დიდი ვახო მასწ... და იცოდეთ ჩვენ არ დაგივიწეყბთ....

საღამომდე მოასწრეს გამოძინება და ახალი შემართებით ავსება, მარის ბევრჯერ უფიქრია ამ წუთზე, მაგრამ ეხლა ყველაფერი რეალობაში რომ ხდებოდა არაფერსაც არ გრძნობდა, სულიად უემოციოდ გამოეწყო
-დაგიაცენკო? 9,3 ქულა მაგ ჩაცმულობაში. გუშინდელ 8 ქულასთან შედარებით მიღწევაა... ცოტა მაკიაჟი გაიკეთე რა მოგივა...
-უუფ, კაი რა, მაგითი დამძიმებაღა მაკლია.
-აბა რითი უნდა მოაწონო თავი, იმ ბავშვს?
-ვინაა ქალო ბავშვი
-ჰუჰ... კაი ხო, არ წავიდეთ სადაცაა რვა გახდება
მარიმ ღრმად ჩაისუნთქა
-იმედია ეს საღამო ნაყოფიერად ჩაივლის
-აბა რა, მე მჯერა მაგის

რვა საათზე  ფილარმონიის შესასვლელი უკვე ხალხით იყო გაჭედილი, გოგოები საათნახევრით ადრე მივიდნენ ამიტომ ყველაზე ახლოს შესასვლელთან ისინი იდგნენ. ცხრა საათზე გააღეს შესასვლელი და ხალხმაც დიდი ჭედვის ფასად დაიწყო შიგ შესვლა.
 უზარმაზარი დარბაზი  სკამებისაგან გაეთავისუფლებინათ, თეთრი ჭერის შუაგულში უზარმაზარი ჭაღი ეკიდა, სცენიდან ვიღაცა აკუსტიკას ამოწმებდა, სწრაფად გაივსო დარბაზი მაყურებლით და ყაყანის ხმებით. მერე უცებ გაჩუმდა ყველა, დარბაზში შუქი ჩაქრა, სამაგიეროდ სცენაზე აელვარდა უამრავი ფერადი რამპა და მუსიკა ჩაირთო. ხალხის გნიასმა იქაურობა გააყრუა. თითქმის სცენის კიდესთან იდგნენ კარგად ვერ ხედავდნენ მომღერლების სახეებს როცა ისინი სცენის სიღრმეში შედიოდნენ, მაგრამ ისიც საკმარისი იყო მათთვის მათი ხმა რომ ესმოდათ და სხეულებს ხედავდნენ. მარი თავიდან საერთოდ შოკში ჩავარდა, ხმა ვერ ამოიღო, ვერ გაინძრა, სამაგიეროდ ნუცა მთელი ხმით კიოდა და სიმღერებს ყვებოდა, თუმცა მარტო მისამღერები იცოდა ზეპირად. მერე, როგორც იყო მარიც გამოფხიზლდა და სურათების გადაღება დაიწყო, კივილი და ათასი უბედურება, ბოლოს ეს კივილი უსაშველო ტირილში გადაიზარდა და ერთ-ერთი მომღერალი კიდესთან ახლოს რომ მოვიდა მარის თვალი თვალში გაუყარა, მარიმ კი უარესად დაიწყო ღრიალი
-მის თქვენი კომენტარი-მიუშვირა ნუცამ კამერა
-It is AWESOME-ნამტირალევი ხმით დაიღრიალა მარიმ-best feeling forever

საათნახევრის მერე ტაიმ-აუტი გამოაცხადეს სცენის სიღრმიდან
-ჯეი იყო,- ჩაიბუტუნა მარიმ და სურათების თვალიერება დაიწყო
დარბაზში სიტუაცია ცოტა დაწყნარდა, აქა-იქ გაისმოდა მიკნავლებული კივილის ხმები, ნუცაც მარისგან მოშორებით ვიღაცას გამწარებით ელაპარაკებოდა
-hello!-შორიდან მოესმა უკვე ათასჯერ გაგონილი ხმა, მაგრამ იმდენად არარეალური მოეჩვენა ეს მიმართვა ყურადღება არც მიუქცევია
-ჰეი, სევდიანო ქალბატონო, ყურადღებას მომაქცევთ?-ამჯერად მკაფიო  და გამაძლიერებლებიდან გადმოღვრილი ხმა იყო. თავი ასწია.
მის წინ სცენის კიდეზე ზუსტად ის ჩაკუზულიყო-რიჩი. უღიმოდა და ჩვეული მომნუსხველი მზერით უყურებდა
-მე... მე მეუბენვით? -დაიბნა გოგონა, და უკან მიიხედა, მაგრამ მის უკან წერზე ვაკუუმი გაეჩინათ მცველებს
-აჰა.- უთხრა რიჩმა
-ვაუ.-მარტო ეს თქვა და ყბა ჩამოუვარდა
ბიჭმა ხელი გაუწოდა და სეცნაზე ასვლა უშველა
-შენ... შენ... ვაიმე რიჩი... ასე რა სხვანაირი ხარ-ჩაეხუტა, ისე რომ ლამის გაჭყლიტა
რიჩს უკან დანარჩენებიც ამოდგომოდნენ კრისი, ჯეი, იზი და ვინსი...
-ჰეე ბიჭებო, რა მაგარია... რა ბედნიერებაა... -იძახდა მარი და სათითაოდ ყველას ეხუტებოდა. ადრენალინის მომატება იგრძნო, გული გახეთქვას ქონდა, გამოუთქმელად ბედნიერი იყო...
-შენი სახელი-მიუშვირა მიკროფონი ჯეიმ
-მარუ-ლამის მოკვდა სანამ თქვა
-ჰეი, მარუ... საიდან ხარ
-მე და ნუცა.... ვაიმე ნუცა...- თვალებით დაუწყო ძებნა
-აქ ვარ მაარ-დაიწივლა გოგონამ -არ მიშვებს ეს დეგენერატი
მცველს გაეკავებინა, მაგრამ კამერამ მაინც თავაღერებული ეკავა და იღებდა
-ჰეი, გამოუშვით გოგონა- დაიძახა კრისმა და ნუცასაც მაშინვე შეუშვეს ხელი
ნუცა სცენაზე გამოქანდა და ვიღაცას ჩაეხუტა, თან ტირილი აუვარდა.
US5 არ იყო ის ვისთან შეხვედრაც ოცნებად ქონდა. ახლა რა დაემართა ვერ ხვდებოდა მთელი ძალით ჩაკვროდა ვიღაცის ცხელ სხეულს და ტიროდა პატარა ბავშვივით... მერე დაინახა... კრისი იყო და უღიმოდა.
ძლივს მოერია მარი თავს, მის სანუკვარს რომ დაშორებოდა, მაგრამ ასე სამუდამოდ ხომ არ იქნებოდა? ექვსი წელი დიდი დროა და მარის უკვე სხეულში ქონდა გამჯდარი ეს ხალხი, მისგან გათავსუფლებას არც კი ცდილობდა მოწონდა მისივე მიერ შექმნილი ირეალური სამყარო, სადაც მათთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა...
-სურათის გადაღება ხომ შეიძლება-ძლივს თქვა
-კი აბა რა, და მერე თუ წინააღმდეგები არ ხართ ჩვენ შოუს გავაგრძელებთ
ერთად დადგნენ ყველა მარის ხელი ხელებში ჩაებღუჯათ იზის და რიჩს. კამერამ გაიჩხაკუნა და....

IV.
თვალები რომ გაახილა პატარა ოთახში ტყავის სავარძელში იწვა და თავთით ნუცა ადგა.
-ეე, მარ გამოფხიზლდი? როგორ ხარ?
-თავი მტკივა. რა მოხდა?
-რა მოხდა კი არა, გენიოსის ტვინი გაქვს, ზუსტად მაშინ დაკარგე გოენბა როცა საჭირო იყო, და „პრინცებმა“ საგრიმიოროში დაგველოდეთო
ნუცას ხელში ნაცრისფერი მაისური ეჭირა და ეფერებოდა...
-ეგ რა არის?
-ჰმ, არ დამცინო ოღონდ.... კრისის მაისურია...
-ჰა ჰა, შენ რა იცი იმისი რომაა?
-აგე- სარკეზე მიანიშნა- იმ სარკეზე მისი სახელი წერია და იქ იდო ესეც
-რა იყო გულში ჩაგვარდა?
-კი მგონი
-ვაა... რამდენი ხანია ასე ვარ?
-კაი ხანია, თითქმის ერთი საათი
-ვაუ და შენ ...
-მე რაღაცეები დავათვალიერე ამ ოთახში
-მათ ნივთებში იფოთიალე?
-მასეც ნუ დაარქმევ, უბრალოდ ვნახე...
-ე ნუცა ნახეთ...
 დერეფნიდან დაგუდული ხმები შემოვიდა.
-ნუთუ... უკვე დამთავრდა?- ამოიკნავლა ნუცამ
-მე აქ ვეღარ გავჩერედები, მოვკვდები ალბათ კიდე რომ ვნახო
-სად მიდიხარ აბა?
მარიმ ოთახი მოათვალიერა,  წამოდგა და კარის გვერდით დადგა ისე რომ კარის გაღების მერე დაფარულიყვნენ
 და აი, ისინიც მოვიდნენ, ხმაურით, ყაყანით, სავარძლებში ჩასხდნენ და ისევ ლაპარაკი გააგრძელეს
-აუ, გავიოფლე, გამოვიცვალო მაისური მაინც-თქვა კრსიმა და ჩანთაში ჩაიჭყიტა-ე, სად წავიდა? აქ დავტოვე... - უცებ თვალი შეავლო კარებთან ატუზულ გოგოებს და ნუცას მკლავებში მოქცეულ მისსავე მაისურს
- გოგოებო... თქვნ სულ დაგვავიწყდით-მივიდა მათთან-ე, ჩემი მაისური...
-ბოდიში... ვითხოვე...-სულელურად გაიღიმა ნუცამ
-მოდით ჩვენთან-რიჩმა თქვა
გაუბედავად დასხდნენ პუფებში
-ასეე... რა გქვიათ გოგონებო?-იკითხა იზიმ და ნუცას კოკა-კოლის ქილა შესთავაზა
გოგონამ თავის გაქნევით უთხრა უარი
-მე ნუცა
-მარუ-ძლივს ამოიკნავლა
-სასიამოვნოა, ჩვენ იმედია იცით რა გვქვია
ყველამ გაიღიმა
-თავისუფლად იგრძენით თავი რა, დაძაბულები ნუ ხართ
-კრის აი, აიღე შენი მაისური -ნუცამ თქვა
-ჰმ... თუ გინდა..  დაიტოვე, გაჩუქებ.
-მადლობა-გაწითლდა
-აქაურები ხართ? არ მეცნობით
-არა. საქართველო... ო...ოღონდ ის არა, შტატი, საქართველო ქვეყანაა
-აა, ქეთი მელუა არა?-გაუხარდა ჯეის
-კი ქეთი მელუა-გაიღიმა მარიმაც
-და აქ საიდან?
-ჩვენ...-დაიწყო მარიმ, მაგრამ ნუცამ გააწყვეტინა
-სტუდენტები ვართ, რამოდენიმე ხნის წინ მარიმ ინტერნეტით ამ შოუს ბილეთები მოიგო ვიქტორინაში... ძალიან უნდოდა წამოსვლა, იმდენი ხანი ოცნებობდა... მერე ისე მოხდა, აქ აღმოვჩნდით, იურისტთა რაღაც სესიაზე და ასე..
-აჰა ესე იგი მარუმ ხო... იცი საიდანღაც მეცნობა ეს სახელი-თქვა რიჩმა
-კი როგორ არა-ჩაიღიმა-მარუ კილაძე 18 ხო?!
-კი ეგეც
-ჰეი, ეს მე ვარ.... -ისევ გაიღიმა, მორცხვობა სადღაც გამქრალიყო-ფეისბუქი, თვითერი და კიდე უამრავი საიტი აგიფეთქე მესიჯებით, უკვე ხუთი წელია და შენგან ერთი პასუხიც არ მიმიღია...
-უფს... მომეჭრა თავი... კი მახსოვს ამას წინათაც დამხვდა თვითერზე მალე გნახავო, ამას გულისხმობდი? მოკლე მესიჯები გაქვს...
-აჰა, „მხოლოდ სამი სიტყვა მინდა გითხრა-მე შენ მიყვარხარ“, ან რაიმე ასეთი
-ძალიან ბევრს არ ვპასუხობ, იცი რამდენი წერილები მხვდება? უმეტესობას არც კი ვხსნი
კიდევ ბევრს მიედ-მოედნენ, უკვე საკმაოდ გვიანი იყო ვიღაცამ კარი რომ შემოაღო და თქვა ის დროა წავიდეთო.  დაიწყო სენტიმენტალური დამშვიდობება.. მარის ისევ წასკდა ცრემლები, ნუცა კრისს ჩახუტებოდა და ქვითინებდა
-მე ეხლა გავიგე თქვენი გემო და უნდა დაგშორდეთ?!
მარიმ სათითაოდ ჩამოუარა ყველას
-მარუ იცი, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვე და ნუღა ტირი, ღიმილი უფრო გიხდება... ესე იგი მარუ კილაძე 18 ხო? აწი გიპასუხებ ხოლმე
-იმედია... რიჩ მე რაღაცას გაჩუქებ შეიძლება?
-კი როგორ არა..
მარიმ ხელიდან მოიხსნა ტყავის სამაჯური და რიჩს გაუკეთა
-ეს ჩემგან გქონდეს... ვიცი შეიძლება ვეღარასოდეს გნახო, მაგრამ ეს ერთი დღე სულ დარჩება ჩემში...
-კარგი გოგო ხარ მარუ-მოეფერა ბიჭი ლოყაზე
გარეთ წვიმდა. მთელი გზა ისე გალიეს ხმა არც ერთს ამოუღია, ერთმანეთისთვის არც შეუხედავთ. თითქმის არ ეძინა მარის, სულ ახსენდებოდა მათი გამოხედვები შეხებები და ეტირებოდა.
მეორე დილას სულ გამოფიტული იყო.
სადილმა მოაღონიერა.
ინტერნეტში დადებულ სურათებს უკვე უამრავი გამოხმაურება მოყოლოდა, ქართველი მეგობრები გაოცებულები იყვნენ-ოცნების ახდენაც ამას ქვიაო. ფაენბს შურდათ-იშვიათობა იყო მათ საგრიმიოროში მოხვედრა...
საღამოს ‘გამოსაშვები საღამო’ იყო. ოფიციალური მხარის დასრულების მერე(სერთიფიკატების დარიგება და ქუდების ჰაერში ასროლა) არაოფიციალური წვეულება იყო. მაინც და მაინც ვერ გაერთნენ ისევ US5-ს მიტიროდნენ.
მეორე დილით ისევ სენტიმენტალური გამომშვიდობება ბავშვებთან და  ლექტორთან. კოორდინატების გაცვლა, ერთმანეთის დაიმედება-მოგწერ უეჭველი და  ლ ო ნ დ ო ნ ი.
.....................................

V.
„2011  22 ნოემბერი
პირველ რიგში- სოფ გილოცავ დაბადების დღეს!
დღეს ლონდონში ჩამოვედით...
ისეთი მაგარია.... აქ სულ მარტო ვართ, მხოლოდ რუკები გვაქვს... ღმერთმა არ ქნას აქ დავიკარგოთ... ეხლა სასტუმროში ვართ... ხვალ მოგვაკითხავენ, სახლს სამსახურს და უნივერსიტეტს გვაჩვენებენ და მერე მარტოებმა უნდა გავიკვლიოთ გზა... რომ წარმოვიდგენ რომ ამ სასწაულ ქალაქში ოთხი წელი მარისთან ერთად უნდა ვიცხოვრო-გ ა ს ა გ ი ჟ ე ბ ე ლ ი ა ა ა ა ა ა....
დღეს განსაკუთრებული არაფერი გვინახავს, მაგრამ აქ ყველაფერი მაგარია... მარი მოწყენილი ავსებს აეროპორტში ნაყიდ postcard-ებს, მე უკვე მოვრჩი, ახლა ჩავალ და გავუგზავნი მეგობრებს საქართველოში, გაუხარდებათ...
გუშინ AFTER PARTY გვქონდა ბერლინში... თავიდან არაფერი განსაკუთრებული... მერე ლუდის გრადუსმა რომ შეგვაფუცხუნა მაგრად გავგიჟდით.... და გთხოვ ნუ მომაყოლებ რეები გავაკეთეთ.... ერთს ვიტყვი მე და მარუმ ვაგინეთ ერთმანეთს..დილით მარი მეუბნეოდა-სირცხვილით თვალებში ვეღარ გიყურებ-ო... გუშინ სულ გადარბენაზე ვიყავით და სულ არ გაგვხსენებია კონცერტის ამბები, ეხლა კი კომპიუტერი რომ ჩართო, მოიწყინა მარიმ... მეც ვერ გეტყვით რა მემართება, მათ გახსენებაზე სევდა შემომაწვება ხოლმე... მომენატრნენ... ძალიან ბევრი რამ შეცვალა იმ საათ ნახევარმა ჩვენს ცხოვრებაში... მაგრამ ეხლა მარი თუ დეპრესიაში ჩავარდა გავაფრენ ალბათ...
O.K. წავედი მე წვიმა დაიწყო და ძალიან მაგარია, მარიმ პარკში გავიდეთ სადმეო. ბოტები უკვე ჩაუცვია.სურათებით დავბრუნდებით მალე....... nuci

...................................................................

VI.
„2015 25 ნოემბერი
დღეს გიპოვე... მაპატიე დავიწყებისთვის... სულ ჩემი ბრალია. არც მაშინ გამხსენებიხარ ახალ სახლში რომ გადმოვედით, არც შობებზე, არც საქართველოში რომ ვიყავით მაშინ... არც მაშინ ჯგუფთან ერთად მთებში ყოფნის დროს, მოზღვავებული რომ მქონდა ემოციები. ასე იყო თუ ისე მესამე წელი მთავრდება აქ ყოფნისა...
სტუდენტობა ყველაზე მაგარი პერიოდია ჩემს ცხოვრებაში...
მარი სამზარეულოში ფუთფუთებს რაღაცას ჭამს ეტყობა... იცი ძალიან გამოვიცვალეთ ამ დროის განმავლობაში როგორც ბებიაჩემმა თქვა დაგვეტყო ინგლისის ხელი...
მე თავიდან ცოტა გამიჭირდა ინგლისურთან შეგუება, მაგრამ მარი სულ გვერდით მედგა და ახლა nothing difficoult...
ჩვენი სახლი. ზღაპარში ვცხოვრობთ. ეხლა აღგიწერ.
გარშემო ქვის ყორე აქვს ერთი დიდი ჭიშკარი მანქანისათვის სახლის უკან და ერთი პატარა და დაბალი... ეზო გვაქვს მწვანე, ზაფხულობით მოლზე სარწეველები და მაგიდა გვიდგას ხოლმე, ეხლა აცივდა და სახლში განისვენებენ. ფანჯარასთან ხის სკამი გვიდგას გრძელი. ღობესთან ახლახანს დავრგეთ ვარდები... სახლის შესასვლელის წინ კუნელის ბუჩქებია  რომლებსაც ყოველ კვირაში უნდათ გაკრეჭა, მაგრამ ძალიან ლამაზები არიან.
სახლი ქვითკირისაა ორსართულიანი, არც ძალიან დიდი და არც ძალიან პატარა. ფანჯრებზე ხის დარაბებია(ეს ყველაზე ძალიან მიყვარს) ზედ რაღაც ცხოველებია გამოსახული, ყოვლისმცოდნე მარის თუ დავუჯერებთ გრიფინები უნდა იყოს... ჭიშკრიდან სახლამდე ეზოს მოკირწყლული ბილიკი გასდევს. ეზოს კუთხეში პატარა ნეკერჩხალი დგას. სახლის წინა ფასადი ხითაა მოპირკეთებული და თეთრად შეღებილი, ზედ რა თქმა უნდა ყავისფერი ხისავე კანტები აქვს. გვერდით კედელზე უზარმაზარი ბუხარია ამოშენებული.
სამ საფეხურიან ქვის კიბეს რომ აივლი მინის სულ პაწაწინა „ბალკონში“აღმოჩნდები (ეს ჩვენ დავარქვით თორემ სულ არა ბალკონი, უბრალოდ ადგილია სადაც ფესაცმლის გახდა შეგიძლია მშვიდად: ))
მერე მუხის მასიური კარია. და ზარის ღილაკი.
შემოსასვლელში დგას კედელში ჩასმული კარადა სადაც ფეხსაცმელს, ქურთუკებს და სხვა ასეთ რაღაცეებს ვინახავთ. კედელზე დიდი სარკე კიდია და ცოტა მოშორებით რაღაც ნახატი. შემოსასვლელშივეა კიბე მეორე სართულზე ასასვლელი. კიბესთან ყვავილის ქოთნებია, კიბის ქვეშ საკუჭნაო.
შემოსასვლელი კარის მოპირდაპირე მინებიანი კარიდან სასტუმრო ოთახში მოხვდები. სულ ახლახანს შევცვალეთ ინტერიერი. უზარმაზარი ოთახია შუაზეა გაყოფილი, ერთსაფეხურიანი კიბით  მთელ ოთახს სიგრძეზე რომ გადევს. ხელმარცხნივ ტელევიზორი დგას, მთელი თავისი აუდიო სისტემით და კინოთეატრით, ეს უკანასკნელი მარუმ ოქტომბრის ხელფასით იყიდა. მარცხენა კედელზე ბუხარია ჩაშენებული... ყველაზე საყვარელი ადგილი მთელ სახლში. ტიპიური ინგლისური ბუხარია, წინ დასაკეცი ცხაურით. ბუხარში კარდალის ჩამოსაკიდი ჯაჭვიც გვაქვს, კარდალა კი საკუჭნაოშია, მას მერე რაც სახლს ცოტა მოდერნ ენგლიშ სტაილი მივეცით ასეთი საყვარლობა რაღაცეები მოვაშორეთ. ბუხრის თავზე სურათები აწყვია და მინის ბურთები, გერმანიიდან, ირლანდიიდან და თვით საქართველოდან ჩამოტანილი. ინგლისში ნაყიდიც ბევრია. ბუხრის წინ სამი პუფი „გდია“ ერთ-ერთში ეხლა მარი ჩამჯდარა და ინტერნეტში ფოთიალობს. ტელევიზორის წინ, დაახლოებით ოთახის ცენტრში დიდი ფუმფულა მდივანი უამრავი ბალიშით,  მის წინ „მოდიდო“ შავი მარმარილოს მაგიდა, უმეტესად იქ ვჭამთ ხოლმე ან სამზარეულოში, ძირს ღია ყავისფერი ფუმფულა ხალიჩა აგია. ბუხრის მოპირდაპირე კედელთან, იმ ადგილას სადაც ჩვენი ნაძვის ხე დგას ხოლმე... ნაძვის ხე, ლიმონის ხის ადგილს იკავებს საშობაოდ. გვერდით ძალიან დიდი ძველი ინგლისური საათი დგას გირებიანი, მარიმ იყიდა აქაურ „მშრალ ხიდზე“ და მისი საყვარელი ნივთია „ლითელ ბენს“ ეძახის.
ოთახის მეორე ნაწილში კარია სამზარეულოში გამავალი,  ორი დიდი ფანჯარა, ზედ ტილოს გამჭირვალე რძისფერი და მუქი ჭაობისფერი ხავერდის გრძელი ფარდები კიდია, მარცხენა კედელთან მუხის ძველებური ბუფეტი დგას,  ზედ სხვა და სხვა რაღაცეებია ამოტვიფრული, გუდასტვირები, წოწოლა ქუედბი, შეგვიძლია დავასკვნათ რომ შოტლანდიურია, ესეც ერთ-ერთ ნივთთაგანია მოსვლისას რომ დაგვხვდა. ფანჯრების შუაში დიდი ხის მაგიდა დგას(კედელთან არაა მიდგმული) და ოთახის ამ ნაწილში საკმაო სივრცეა თავისუფალი, როცა რამე ხდება (დაბადების დღე ან რამე დღესასწაული) აქ მე და მარი ვცეკვავთ ხოლმე, ჩვენი სტუმრებიც რა თქმა უნდა. ეს ოთახი ცოტა ბნელია და ამიტომ ძალიან მყუდრო.
მეორე სართულზე  სამი საძინებლი და ერთი აბაზანაა, პირველი ოთახი ჩემია. ყველაზე მაგარი საძინებელია მთელ სახლში. ორი ფანჯარა აქვს პატარა, ერთი წინა ეზოს გადაყურებს,მეორე მარცხენა მხარეს. ფანჯრები ჰორიზონტალურად იღება, ცოტა ბევრი კი მეჩვენება, მაგრამ ვერც ერთს ვერ ველევი. ეხლა ჩემი ოთახის მთელი ავლადიდება. დიდი ჩარდახებიანი საწოლი მაქვს, იცი როგორი ფუმფულა?! რომ ჩაწვები და ადგომა აღარ მოგინდება. ფანჯარასთან სარწეველა მიდგას აქ წიგნს ვკითხულობ ხოლმე. მეორე ფანჯარასთან მაგიდა, კომპიუტერი და ჩემი ნივთები აწყვია ზედ. დიდი კარადა მაქვს კიდევ ტანსაცმლით გამოტენილი, მართალი ვთქვა ბევრი რამე ისეთიც მაქვს სულ რომ არ ჩამიცვია. საწოლის ორივე მხრიდან პატარა კომოდები, კომოდებზე ლამპები. და უფუმფულესი ხალიჩა. სულ ესაა. ჩემი ოთახის გვერდით მარის ოთახია. მის ოთახს  მარტო ერთი ფანჯარა აქვს, მუქი ფარდები და ჟალუზები..მასაც უდგას ფუმფულა საწოლი, ოღონ მისას ჩარდახები არ აქვს. ფანჯრის ძირში კედელში ჩაშენებული ტახტი აქვს, ტახტს ქვემოთ თარო სადაც წიგნები უწყვია. პუფი ერთ კუთხეში, ტანსაცმლის კარადა, კომოდები , კედელზე დიდი სარკე უკიდია, და ძალიან ბევრი პლაკატი აქვს გაკრული კედელზე, ასევე თავისი მიჯღაბნილი რაღაცეები, ფრაზები და უბრალო ნახატები. კიდევ აქვს მაგიდა ყველაზე ბნელ კუთხეში, მაგიდაზე ლამპა, კომპიუტერი და უამრავი წიგნი, მაგიდა ისევე როგორც მთელი ოთახი სულ არეულია.
ესეც ჩვენი საყვარელი სახლი... ხელი დამეღალა, ბევრი ვწერე.
ამ ზაფხულში ტურისტულ ჯგუფთან ერთად ირლანდიაში ვიყავით.... ენით აუწერელი სილამაზე იყო. ირლანდიას არაჩვეულებრივი ბუნება აქვს ძალიან მრავალფეროვანი, მარუ გადამერია, არსად არ მოვდივარ აქ ვრჩებიო. განსაკუთრებით სოფლები მოეწონა, სადაც უფრო მეტი ბუნებრივობა იყო და სიმწვანე. სოფელაა სუფთა...
ბიჭებს რაც შეეხება... მარის ერთი-ორჯერ მიუგდო სიტყვა რიჩმა თვითერზე და ეგ იყო, ეს კიდე იმედს არ იწყვეტს სულ უგზავნის თავის საფირმო მესიჯებს „მინდა მხოლოდ სამი სიტყვა გითხრა - მე შენ მიყვარხარ“-ან რამე ასეთი. აი, ჩემთან საქმე უფრო სხვაგვარადაა- კრისი მწერს თან არც ისე იშვიათად, რაღაც გეგმები მაქვს მასთან დაკავშირებით, მაგრამ არ ვიცი გამომივა თუ არა. ჩუ! მარის კი არ უთხრა რომ მწერს, რომ გაიგოს გააფრენს ალბათ...
წავედი ეხლა, სასწავლი მაქვს რაღაც“

........................................................

VII.
2 დეკემბერს  ლონდონის ქუჩები ისე იყო მომშრალი, რომ ყველა თოვლს ელოდებოდა. ღრუბლებიდან თავგამოყოფილი, მთრთოლავი თეთრი მზე  უხვად აფრქვევდა სხივებს, მაგრამ ისე გაცრეცილებს რომ ადამიანებამდე ვერ აღწევდნენ. ჩაფუთნული ადამიანები მობუზულები ,ულაპარაკოდ მიუყვებოდნენ ტროტუარს.
ცხრა საათი ხდებოდა მარი სამუშაოს რომ მორჩა. გამოუმშვიდობებლად გამოვიდა კაფიდან და ვიტრინების თვალიერებით გაუყვა ქუჩას. ქუჩაში ჯერ კიდევ დადიოდა სამსახურიდან გვიან დაბრუნებული ხალხი.
თოვა დაწყილიყო. ალუბლისხელა ფიფქები ეხეთქებოდა მიწას, სახლებს, მანქანებს. მიიჩქაროდნენ ადამიანები, მარი კი ნელა მიდიოდა, სიამოვნებდა ცხელ სახეზე ფიფქები რომ ადნებოდა.
სახლში რომ მივიდა ნუცა უკვე შინ დახვდა
-ა, მარ მოხველ უკვე?
-მე მოველ რომ ეს გული გადაგიშალო...- საოცარი მხტვრულობით თქვა მარი
-მოხდა რამე? რაღაც კაი ხასიათზე ხარ
-თოვს! მეტი რაღა მიზეზი გინდა.
-ხო მაგარია, მე შენ გილოცავ პირველ თოვლს და საშობაო ფასდაკლებების დაწყებას
-მეც გილოცავ!

………………………….


VIII.
არასოდეს არ ენახა მარის  ლონდონი ასე ლამაზად გახვეული თეთრ საბურველში. ისევ ისე ალუბლისხელა ფიფქები ცვიოდა, ისევ ისე მიიჩქაროდა ხალხი სადღაც. ყველგან იდო თოვლი. ზამთარი იყო 20 დეკემბერი, მაგრამ არ ეძინა ქალაქს, ის უკვე გაელამაზებინათ ფერადი გირლიანდებით, ნაძვისხეებით და მრავლისმომცველი საშობაო გვირგვინებით.. საშობაო განწყობა ყველგან იგრძნობოდა; მაღაზიებში, დაწესებულებებში, სახლებში. გოგონები ახლა რთავდნენ სახლს და უზარმაზარ ცოცხალ ნაძვს.
-ეს შობა განსაკუთრებული იქნება მგონია-თქვა ნუცამ
-აბა, რა ეს სულ სხვაა... სახლში ვატარებთ პირველად შობას, თან თავს ფუფუნების უფლებას ვაძლევთ.
-ხო. თოვლის ბაბუისთვის რა სურვილები გაქვს? რიჩი?
-ეგ სურვილი სულ მაქვს. მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან გაბრაზებული ვარ მასზე. მაგარი იდიოტი ყოფილა თურმე, მატყუარა. ერთი წერილი ვერ გაიმეტა ჩემთვის
-ანუ შენ გულში მისი ეპოპეა დამთავრდა....
-ჰმ... არა ნუც... არ დამთავრებულა, ასე მგონია, რომც მინდოდეს ვეღარასოდეს დავაღწევ თავს...
-ნუც გახსოვს აარონი?-თქვა რამოდენიმე წამის მერე
-მე რა, ეგ შენ უნდა გახსოვდეს.
-ვაიმე, რა მომავალი დამინგრიე.
-ე, მე მაბრალებ?! შენი ბრალია სულელო, ვერ მოიაზრე რომ ტელეფონის ნომერი გამოგერთმია
-კაი, გვეყო...  ვაიმე,  გვირგვინის ყიდვა რომ დაგვავიწყდა.
-აუ რა სულელი ხარ, არ იყიდე. -საათს შეხედა-მგონი, ჯერ არ დაიკეტებოდა ბაზრობა, წავიდე?
-არა მე წავალ. მაგრამ ფული მომე.
-ჩემ ჩანთაშია, კარადაში.

X.
ბედნიერად იგრძნო თავი  გარეთ ყველაფერი ისევ ისე რომ დახვდა როგორც დატოვა, ისე თოვდა არაფერი არ ჩანდა. თავისი ქალაქი მოაგონდა, მინაზე ცხვირმიჭყლეტილი რომ უყურებდა ხოლმე ასეთ თოვას, მერე ბავშვები გიჟებივით რომ გავარდებოდნენ ხოლმე გარეთ და სანამ ტანსაცმელი ტანზე არ შეეყინებოდათ, სახლში არც შედიოდნენ. გაახსენდა ნუცა და თვითონ ცალ-ცალი თხილამურით შუა ქუჩაში რომ სრიალებდნენ, შუა ქალაქში ყველას დასანახად რომ გუნდაობდნენ და გაეღიმა. ახლა იგრძნო რომ ნამდვილი ბავშვობა უკვე კაი ხანია უკან მოეტოვებინათ,  ზრდასრული ადამიანები  იყვნენ ბავშვური გულებით. იგრძნო როგორ მოენატრა, თოვლის კაცის გაკეთება, სკოლის ეზოში კლასელებთან ერთად გუნდაობა, ყინულის სასახლის აშენება და „ყინულის დედოფლობანას“ თამაში სადაც მარი ყოველთვის შემოდგომის ფერია იყო,  ნუცა კი გერდა და დაჭერილ ყინულის დედოფალს თოვლში რომ მარხავდნენ. თავის მელანქოლიას თვითონვე გასცა პასუხი
-მე ბავშვობაში ყოველთვის დავბრუნდები, რადგან ჩემს გულში სულ ცხოვრობს ბავშვი, ბავშვი რომელიც არ მიმატოვებს.
საშობაო ბაზრობა შუქით იყო გაბრდღვიალებული. ხალხიც ისევ იყო ჯიხურებთან შემორჩენილი. სხვადასხვა ქვეყნის დროშები, უამრავი ფერადი გირლიანდა, ყურთასმენა აღარ იყო, სხვა და სხვა ენაზე მღეროდნენ Cristmas Carol-ებს. საიდანღაც ისმოდა ნაწყვეტი ფრაზები „ოცდახუთსა დეკემბერსა.... ღმერთმა ისე გაგამდიდროთ როგორც შიოს მარანიო...“ გუმანით მიყვა ხმას. ბაზრობის განაპირას გაიყვანა ხმამ და დაინახა კიდეც უზარმაზარი ორფეროვანი დროშა და გული აუკანკალდა. ამ უზარმაზარ, ქვის ჯუნგლებში სასწაულს უდრიდა ქართული სიმღერის გაგონება. მიუახლოვდა მათ. რკალზე დამდგარი ქართველები მთელი გულით გალობდნენ საშობაოს. მარი უცებ დაბრუნდა პატარაობაში. იქ პატარა საქართველოში, შობას ინგლისურ საგალობლებს მღეროდა, აქ კი უზარმაზარ Great Britan-ში  ეს ხალხი თავის საქართველოს უმღეროდა. მარი მათ ვიდეოს უღებდა. სიმღერას რომ მორჩნენ ტაში დაუკრა და თვითონ დაიწყო
-თეთრი ციდან ფიფქი ცვივა
გვირილების ხელაო...
ცოტა გაუკვირდათ. მარის ვიღაც აყვა, იმას კიდე ვიღაც, მარიმ თავისი კამერა გამყიდველს გადაულოცა,თვითონ მომღერლებს შეუერთდა და წრე შეკრეს.
იმ წუთას მართლა ბავშვი იყო. ნაძვის ხეს სხვებთან ხელჩაკიდებული უვლიდა გარს და მღეროდა.
 ჩიჩილაკი და ჩურჩხელები აჩუქეს ქართველებმა, ქართველ ემიგრანტს.
მარი სახლში აჟიტირებული და ხელდამშვენებული დაბრუნდა. ნუცას უკვე მოეთავებინა ნაძვის ხის მორთვა, სასადილო მაგიდაზე სანთლებიც აენთო, ბუხარზე თექის წინდებიც ჩამოეკიდა, და სახლიც მოერთო ატლასის ბანტებით და გირლიანდებით.
-ვაუ უც რა მაგარია... მასტერი ხარ რა. გაღიარებ
-გაიხარე შვილო ჩემო. როგორც იქნა მოეგე გონს არა?
-ხო ასე ჩანს. დღეს რაღაც მოხდა, რამაც შემაცვლევნა წარმოდგენა- გაიცინა მარიმ
-რა საყვარელი გვირგვინია, მარ, მოუხდება ჩვენს კარს. მაინც რა მოხდა ასეთი.
მარიმ ვიდეო აჩვენა
-აუ რა დამპალი ხარ, მე არ მინდოდა... ?
-ისეთ ამბავში ვიყავი შენ სულ არ გამხსენებიხარ. ისე გამიხარდა...
-ვინები იყვნენ გაიცანი?
-კი. უმეტესობა აქაური ქართველები იყვნენ, ჩიჩილაკი მაჩუქეს და ჩურჩხელები.
-ე, რა კაია, ხვალ მე წავალ იქ იცოდე,
-კაი წადი. იცი, რამოდენიმე ყუთი იგრუშკები და ბანტები ვიყიდე.
-ხოო მაგარია- ნუცამ პარკში დაიწყო ქექვა-ვაიმე რა საყვარლობაა-სხვა და სხვა ზღაპრის ფიგურები ეჭირა ხელში. მაკნატუნა, ჩაიდანი და ჭიქები, ირმები, გოჭები, პინოქიო, სამი დათვი და დიდი თეთრი ანგელოზი
-ვეცადე ისეთები ამერჩია როგორებიც არ გვქონდა
-მაგარია, ეს ანგელოზი ჩვენსაზე გაცილებით დიდია, ეს დავამაგროთ თავზე.
-ხო ასე ვქნათ.
 ……………………………………

IX.
„2013 24 დეკემბერი
ძალიან მაგარ ხასიათზე ვარ. ეხლა მოვრჩი სახლის დალაგებას. მარტო ვარ სახლში, მარი მარკეტშია რაღაცეების საყიდლად, ასე ბოლო წუთისთვის შემოვინახეთ საყიდლები. გუშინ საშობაო ბაზრობაზე ვიყავი, რაღაცეები ვიყიდე, ქართული რაღაცეები, გერმანული ტკბილეული, მარის ვუყიდე მინის ბურთები, ბუხარზე დასადმელად, კოლექციას აგროვებს მგონი:]]] გუშინ ასევე ვიყავით მაღაზიებში ტანსაცმელზე. კაბები ვიყიდეთ, მე ნებით, მარიმ ძალით. ჩემი შავია, კოჭებამდე, კისერზე რაღაცნაირად მოდებული, როგორ აღვწერო რა ვიცი...  მარისი იასამნისფერია, უფრო ზუსტად „კვასკვასა მელნისფერი“ ზემოთ კორსეთივითაა, ქვემოთ „ფუშფუშა“ მუხლამდეა, ძალიან ლამაზია მართლა-არა მგონია საღამოს ის ჩაიცვას, მერე თვითონაც იყიდა მაისურები, ჯინსები და კედები. მე შარფი ვაჩუქე ისამნისფერი, იმან ვარდისფერი კედები და ვარდისფერი უზარმაზარი დღიური(რა გაავსებს იმას). მისთვის კიდევ მაქვს ერთი ორი საჩუქარი ოღონდ ნაძვის ხის ქვეშ. ნუ, რა თქმა უნდა იმანაც გამიკეთა საჩუქრები. მაღაზიების მერე დარჩენილი დღე ქალაქში ვიბოდიალეთ. სურათები გადავიღეთ. რაღაც ქუჩის წარმოდგენებშიც მივიღეთ მონაწილეობა. 
ე.ი. გუშინდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.
 ამაღამ მარის დიდი სიურპრიზი ელის, ეს იქნება ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემგან, ისე, ამით მეც ვუკეთებ ჩემ თავს საჩუქარს. იმედია ყველაფერი არაჩვეულებრივად ჩაივლის, იმისიც მეშინია მარის გული არ გაუსკდეს სიხარულით.
ეხლა წავალ, ბუხარს შევუკეთო თორემ მარი გათოშლი მოვა, ვუთხარი კედებში გაგეყინბა ფეხები მეთქი და არ დამიჯერა... აუ იცი გარეთ რას თოვს... ზუსტად საშობაო ამინდია.
გილოცავ შობას!“
........................

X.
წერა ახალი დამთავრებული ქონდა მარიმ კარები რომ შემოგლიჯა პარკებით და ყუთებით დახუნძლულმა. პარკები შემოსასვლელში დაყარა, თვითონ კი სასტუმრო ოთახში შევარდა და ბუხარს მიუშვირა ფეხები
-მე ხომ გითხარი გაიყინები მეთქი.-გაიცინა ნუცამ
-მიდი პარკებს მიხედე გთხოვ.

ნუცამ  დივანთან დააწყო პარკები და თვარიელებას მოყვა
-აბა, აქ რა გვაქვს?! შამპანურები, კოკა-კოლა მთელი შეკვრა... ამდენი რათ გინდოდა?!
-მე დავლევ შენ რა გინდა?!
-კაი... კიდევ-ანანასის კომპოტი დააა.. ღვინო. ვა ქართული ღვინო. რა მაგარია. კიდევ, ბორჯომებიც გიყიდია.... ეს რა არის?.. ნატურალური წვენები.... ესენი რაღაში გინდოდა?
-ამდენი რამე რომ ვიყიდე საახალწლო აქცია იყო და ერთი შეკვრა მაჩუქეს
-ვაუ! ეხლა შემდეგი პარკი... ეს ხილისაა?! ანანასი... მარწყვი, ბანანი... ვაშლი, კომში, ფორთოხალი, კივი...  მაგრად გივაჭრია!
შემდეგ პარკში ჩაიჭყიტა
-ვაიმე, რამდენი შოკოლადი და კამფეტები. ჩვენ მარ ამ შობას მაგრად გავსუქდებით
-ხო, ძაან ხარ დასუსტებული და... მუსებიც არის მანდ
-კიდე რა გვაქვს?!.... თაფლიიი... ნაყინი, ფინათსი...
-ხო, კაკალი ვერ ვიშოვე და ეგ ვიყიდე
-ამითიც გემრიელი გამოდის გოზინაყი.... ჰმ.. ყველიც გიყიდია
-და ცომი. ხაჭაპური მომენატრა
-მეც... ისეეე, რა კარგია საჭმელები გუშინ რომ გავამზადეთ, დღეს მხოლოდ ტკბილეული და იხვი იქნება გასაკეთებელი.
-ხო ეგ კაია. სანთლებიც ვიყიდე, ცისფერი- წითელი არ იყო. ყუთებში, შოკოლადის ტორტი და ნამცხვრებია
-მარ.... გავმდიდრდით თუ რა? გეყო ფული?
-კი და დამჩა კიდევაც
-რა მაგარია... შევუდგეთ საქმეს დროა
-მიდი დაიწყე და მოვალ გამითბეს ფეხები
-კაი.

თერთმეტი საათი ხდებოდა კერძების მომზადებას რომ მორჩნენ.
-მე სუფრას გავშლი ხო?!-თქვა მარიმ
-კარგს იზავ,  მე უკვე აღარაფრის თავი არ მაქვს
გახარებული მარი ბუფეტს ეცა და გაშლა დაიწყო. მაგიდას თეთრი გადასაფარებელი გადააფარა, ზედ დააწყო ორი წყვილი ფაიფურის თეფში, ორი ხელსახოცი, ორი ჭიქა წვენისთვიის, ორი შამპანურისთვის, ორი მუცელგაბერილი ფეხიანი ბროლის ჭიქა ღვინისთვის...
-მარ, მარ რას აკეთებ?-თავზე დაადგა გოგონა
-მაგიდას ვშლი.
-მერე ასე ცოტა ჭურჭელი? მაგიდა არ გეცოდება? თან შენი სურვილების ასრულება რომ გინდა, იცი რომ მაგიდაზე შვიდ თეფშზე ნაკლები არ უნდა იდოს?
-ცრურწმენები?  არ მჯერა!
-მე მჯერა და დადე შვიდი თეფში რომ გეუბნევი!-მკაცრად თქვა და სამზარეულოში გავიდა
-ოოო, სურვილები არა ის კიდე, -აყვირდა მარი, მაგრამ მაინც გაშალა  მაგიდა შვიდ კაცზე.


No comments:

Post a Comment