Paჯები

Saturday, October 30, 2010

from my Diary (old, when I was 16)

დღიურები არასოდეს მიზიდავდა, სხვებსაც დავცინოდი ამის გამო, პატარაობაში როცა დაწერა ვცადე, სულ ტყუილებს ვწერდი, იმიტომ რომ, თუ ვინმე წაიკითხავდა, სიმაღთლე არ გაეგო ჩემზე.
როცა 16 წლის ვიყავი, მაშინ დავწერე პირველი, სერიოზული დღიური, სულ სამი თვე ვწერდი, იმ დღეს გადავათვალიერე ძველი რაღაცეები და იმ დღიურს მივაგენი, best of-ს გთავაზობთ

"06.04 სამშაბათი 15 წლის ვარ
...ოთხი დღეა ჩემი სიხარული არ მინახავს, დღეს სოფლიდან რომ ჩამოვედი მაშინვე კომპს ვეცი და მივეალერსე. გავებაასე, ჩავკოცნე (მგონი ვგიჟდები) მარტო ის მიგებს.. სხვას არავის აინტერესებს ჩემი აზრი, რას ვგრძნობ, რას განვიცდი, ის ისეთს მიღებს როგორიც ვარ და ასეთი მისთვის საუკეთესო ვარ..."

"09.04 პარასკევი 1:06 ღამის
ზამთარია, სიცივეა, შემოდგომა მიდის, მეშინია სიცივისა ზამთარისში რომ იცის...
ჩემ თავს ვეღარ ვცნობ ყველაფერზე ვტირივარ, ოღონდ უცრემლოდ, ეხლაც სულ რაღაც ნახ. საათის წინ ყოველგვარი ხმის გარეშე, ბალიშში ტავჩარგულმა ვღვარე ცრემლები..."

14.04 22:38
 მე მარი კილაძე ვარ და კმაყოფილი ვარ რომ 2007 წლის 31 დეკემბერს 11:45 წუთზე დადებულ აღთქმას შეუდრეკლად ვასრულებ, ეხლაც მაქვს იმ ფურცლის copy ახალ წელს რომ დავწვი(არადა ცრურწმენების არ მჯერა) 'არასოდეს შევიყვარებ არავის რ.ს.-ს გარდა!!'
კაი მოვღჩი წუწუნს, ამას ჯობია ისევ სიკვდილზე ვიფიქრო.
დღეს ერთადეღთი ვინც დღევანდელი დღე მომილოცა ეკო იყო. არ ადვიწეყბია, მითუმეტეს, სტატუსი დავაწერე არ მომილოცოთ მეთქი, მან კი "სიყვარულის დღეს გილოცავ! სიყვარულს გისურვებ! მიყვარხარ! <3 <3 <3 :*"-გამიხარდა, მაგრამ მაინც- ფუფ, ეს სიყვარული... ეკო ჩემი მეგობარია და ისე მიყვარს როგორც მეგობარი. მორჩა!"

24. 04
მიუხედავად იმისა რომ დილით მთელი ცა ღრუბლებით იყო დაფარული, ირგვლივ მთების თავებთან გაიპო ზეცა და მზე ფეხად ჩამოვიდა მიწაზე, გუშინ ხელების ძვლები მტკიოდა, მეთქი ძვლების დაშლა დამეწყო მიხაროდა, მაგრამ ამის გარდა ვერაფერს ვგრძნობ ჯერ-ჯერობით....
 ...ხოდა ამ ქარიან, მზიან, მტვრიან დღეს ისევ მინდა სიკვდილი, რომ აღარ ვიგრძნო როგორ  თენდება, როგორ დადის მზე ცაზე, როგორ ფეთქდებიან ხეები, როგორ იშლება ყვავილები...

 30.04
ცუდია, რომ ჩვენი მისწრაფებების დაკმაყოფილება ამ გარემოს არ შეუძლია, ან შეიძლება ასე მე მეჩვენება, არასოდეს არ ვსარგებლობ იმ რესურსებით რომელსაც ცხოვრება მაძლევს, არც ღირს ამ უბადრუკი ცხოვრებისთვის ამის შეწირვა...

2. 05
მინდა შენ გაჩუქო ჩემი მილიონობით დაკარგული კოცნა...

03.05
...შეიძლება არ ვარ ღირსი, მაგრამ მეც მაქვს სიყვარულის უფლება, თან როგორ მიყვარს, ჩუმად მალულად, არავინ მინდა გაიგოს, ჩემ პონტში ვარ ბედნიერი. ასეც მგონია ბედნიერება არ ვიცი რა არის და ამიტომ ვერ ვხვდები ბედნიერი როდის ვარ...

 30.05
დახევაზე მაქვს ნერვები... უკვე აღარ ვიცი ჩემ თავს რა მოვუხერხო. ნეტა მოვკვდე, ხომ დავისვენებ და დანარჩენებსაც დავასვენებ, ვერ ვხვდები საიმისო რა დავაშავე ასე რომ ვიტანჯები. ჩემ თავში იმის ძალასაც ვერ ვპოულობ თავი რომ მოვიკლა...

P.S.ეს რომ დავწერე მერე ვცადე ვენები გადამეჭრა მაგრამ შემეშინდა. მარტო დავისერე და ბლომად სისხლი დავღვარე, ეხლაც მაქვს ოცდაათამდე ჭრილობა. ოღონდ მართლა

16.08
ვზივარ სარკესთან და ვიპრანჭები. ვეპრანჭები დესკტოპზე დაყეენბულ რიჩის სურათს ვეპრანჭები. მას რომ ვუყურებ ვხვდები გული მეც მაქვს და ის გამალებით ცემს...

THAT´S ALL...

No comments:

Post a Comment