Paჯები

Wednesday, October 27, 2010

my friends

ადრე ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა, ბაღელები,მერე კლასელები, სკოლელები, ბანაკელები, ჯგუფელები, მოკლედ უამრავნი იყვნენ და სულ მეგონა ამდენივე დარჩებოდნენ, მიუხედავად იმისა რომ სულ მეუბნეოდნენ დრო გავა და 1-2 მეგობარი შეგრჩებაო.

მართლები ყოფილან არადა. იმათგან ვინც ნამდვილი მეგობრები მეგონენ მხოლოდ გამორჩეულები დარჩნენ. მიხარია რომ მყავს რამოდენიმე უახლოესი მეგობარი და არა ძალიან ბევრი...

ეს პოსტი მათ ეძღვნება.

ნუცა: სულ ერთად ვართ რაც თავი მახსოვს, აი ესაა ბაღი, სკოლა, უბანი, არდადეგები, სოფელი, ხაშური-თბილისი-ლონდონი-გერმანია... რა ვიცი რა დავარქვა ამ ურთიერთობას, 'ტრუსიკის მეგობრობა'? 'ბავშვობის მეგობრობა'? რა ვიცი რა?! არ აქვს ჩვენს მეგობრობას ასაკი, არა უფრო სწორად აქვს, ის ჩვენთან ერთად დაიბადა, მხარში მედგა გასაჭირში და ჩემთან ერთად მხიარულობდა ლხინში. გვიკამათია, გვიჩხუბია, გვიკაიფია ერთმანეთზე, მაგრამ ერთმანეთი არ მოგვწყენია არც ხაშურში, არც თბილისში, არც ბერლინში. ბევრი რამე გადავიტანეთ, გამოვიარეთ და აწი რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ერთმანეთს დაგვაშოროს, ალბათ სიკვდილი. ხო თავის დროზე ეგეც იქნება.. ოღონდ ჯერ არა!


eko 
ეკო: 16 წლის რომ ვიყავი(რომ წავედი 15 წლის ვიყავი რომ ჩამოვედი 16-ის:)) ბაანკში მოვხვდი, პირველ დღეს ჩემი 'team'-ი საერთო ოთახში რომ დაგვსხეს იატაკზე წრიულად, ერთმანეთი გაგვაცნეს, ზუსტად ჩემს მოპირდაპირე მხარეს იჯდა ერთი ბიჭი, ჯინსი ეცვა, შავი კედები და ცისფერი მაისური

-მე ვარ ერეკლე გიორგაძე 15 წლის, ცაცია-პირველმა მან დაიწყო. მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება და მთელი ნახევარი საათი არც მომიშორებია თვალი.
თურმე თავიდან მას არ მოვწონებივარ, ნაწნავები მეკეთა ორი და კომბინიზონი მეცვა ჯისნის-პატარა ბავშვს გავდიო-ამიტომ. მერე არ მახსოვს როგორ დავუახლოვდი, სულ მასთან მინდოდა, ღამე ყველა რომ დაიძინებდა ჩვენ ოთახებიდან ვიპარებოდით და აივანზე ჩურჩულით ვლაპარაკობდით.
ეს სულ სამი კვირა გრძელდებოდა, მერე ორი წელი ვეღარც ვანხე მარტო ინტერნეტით ვეკონტაკტებოდი, თუმცა ისე შემიპყრო სულ ეკოს გავიძახოდი. მას მერე, აი უკვე რვა თუ ცხრა წელია მეგობრები ვართ, საქართველოში კია, მაგრამ სულ ვეკონტაკტები, ყოველ საღამოს ვებ-კამით ჩემს ამბებს ვუყვები. ეკო პირველი მეგობარი იყო ვინც მშობიარობის მერე ჩემს მოსანახულებლად საქართველოდან ჩამოვიდა და პირადპირ პალატაში დამადგა თავზე უზარმაზარი თაიგულით ხელში:)) იმიტომაცაა უილიამის ნათლიუკა:)

bach '
ბაჩო:ბაჩუკი! ჩემი მეგობარი. უფრო მეტიც... ბავშვობიდან ვიცნობ, მეშვიდე კლასიდან, გაცნობის მერე რამოდენიმე დღე თუ ერთი კვირა მეგონა რაღაც სხვანაირად მომწონდა, თუმცა ეს გრძნობა მალე გაქრა და დარჩა ბაჩო-საინტერესო, მხიარული და ჩემს სულში მჯდომი ადამიანის ტიტულით, მასაც შვიათად ვნახულობ, ისიც საქართველოშია, მუშაობს, მპირდება მანდ მალე ჩამოგაკითხავო, სამსახურიდან გზავნიან. მიხარია გვერდით რომ მეყოლება, ნამდვილად მაკლია მისი მოფერება და ჩახუტება, კიდე ჩქმეტები, სილურჯეს რომ მიტოვებს ხოლმე სხეულზე.

ნიანუ, სოფი, ლანა:სულ პატარაობიდან მე,ნუცი და სოფო მოვდივართ, მერე ლანჩუკა და ნიანუ შემოგვიერთდნენ... ხუთი წელი ვიყავით ძალიან მაგარი მეგობრები, მაგრამ მერე რაღაცნაირად ეს ძალიან მაგრად შეკრული გუნდი დაიშალა, მე და ნუცა ცალკე დავრჩით, ისინი ცალკე, თუმცა ერთმაენთი არ დაგვიკარგავს, ძალიან ბევრი კარგი გვაქვს პატარაობიდან შემორჩეილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მარტო წარსულით ვცხოვრობთ, გიჟები ვართ, გადარეულები, ყაყანა და ხმაურიანი, ჩვენ ყველას დიდი, თბილი გულები გვაქვს, მართლა გვიყვარს ერთმანეთი და სულ მხარში ვუდგავართ ერთმანეთს,ერთად კარგი დრო გვაქვს გატარებული. ბევრჯერ გვიტირია, გვიცინია ერთად, ისინი ჩემი საყვარელი მეგობრები არიან და ასეთებად დარჩებიან სულ. მიყვარს ისინი და ვიცი მათაც უყვაღთ ჩემი ოჯახი-რიჩი და უილი.

No comments:

Post a Comment