Paჯები

Wednesday, February 23, 2011

03.12


რამდენს ვწერ არა? ხან იქ ვარ, ხან აქ. ყოველთვის ვცდილობთ თავისუფალი დრო შედეგიანად გავატაროთ.
atala beach (Greece) 
Irland
18 წლამდე უცხოეთში არ ვიყავი ნამყოფი, მერე უცებ მიეწყო: გერმანია, ინგლისი. უნივერსიტეტიდან დიდი ბრიტანეთის ქვეყნებში ტურებზე დავდიოდით ხოლმე, უელსშიც ვარ ნამყოფი, ირლანდიაშიც, ედინბურგში, ინგლისის მთიანეთში. მერე რომ გავთხოვდი, თაფლობის თვე საბერძნეთში გავატარეთ. ამერიკაშიც ვარ ნამყოფი, ერთხელ რუსეთშიც მოვხვდი შემთხვევით, უამონდობის გამო  თვითმფრინავი ერთი დღე-ღამით ჩარჩა მოსკოვში, ჩვენც ვისარგებლეთ და ქალაქი დაგავთავლიერებინა ნუცამ. ძალიან მაგარი მოგონენი დამიტოვა იმ ერთმა დღემ,  ნუცა უფრო კარგად აღწერს იმ ამბებს, ვიცი.
wheaton (USA)
wales 
ჩემი ოჯახის და ახლობლების შემდეგ ფოტოები ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრეა, აუარება მაქვს დისკებზე ჩაწერილიც და დაბეჭდილიც.
25 წლის ვარ და უკვე ძალიან ბევრი რამე მოხდა ჩემს ცხოვრებაში... ეხლა შედარებით ნეიტრალური სიტუაცია მაქვს ვიდრე წინა წლებში და მინდა რარაც ახალი, შგრძნება, მოვლენა.. სულ ერთია, მთავარია ახალი იყოს, და კიდევ ღმერთს ვთხოვ ეს ‘მინდა’ ნუ მომიშალოს.
London
ეხლა შვებულებაში ვარ, თუმცა ორი კვირა უკვე იწურება და უილიამი ისევ ნუცას მფლობელობაში გადავა. ეხლა იძახის მეც მინდა სამსახურის დაწყებაო, ხო არ გაგიჟდა?! ბავშვბეს ვიღა მოუვლის?!=]]
Edinburg
მორჩა ეს იყო ჩემს Travel-Tour-ებზე გადახვევები. ეხლა ნიუსები:
ძალიან მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობ. სამი დეკემბერია და უკვე -9 გრადუსი სიცივეა, თან რას თოვს ვერ წარმოიდგენთ. გუნდაობა მოვასწარი, ტან ბევრჯერ. უილიამიც მივახვედრე თოვლის რაობას. გავა თუ არა გარეთ-ანგელოზი, ანგელოზიო ყვირის და თოვლში ხტება. თეკლე გაწაფულია უკვე, ვინმე ძირს რომ დაეცემა ეს მირბის და თავზე აყრის თოვლს. გაბისთვის პირველი თოვლია. რა ბედნიერებაა შენი შვილისთვის რაღაც პირველად რომ ხდება ცხოვრებაში, მე დღეების უილიამი გავიყვანე გარეთ თოვაში, ღოგორ მახსოვს, ფიფქები სახეზე რომ ეცემოდა იცინოდა, ისე კისკისებდა ვარდისფერი თოთო ღრძილები მოუჩანდა. როგორ შემომეზარდა ჩემი კულულა, ჯერჯერობით ჩემსავით რიჟაა და თვალებიც თაფლისფერი აქვს, დანარჩენი ყველაფრით რიჩია. ლაპარაკი ისწავლა უკვე, დივანზე ამოძვრება, მეფერება და მკოცნის „ნემი, ნამაზი დედიკოო“. კონკურენციაა მამა-შვილს შორის, რიჩი ეჭვიანობს - უილიამი შენს თავს მართმევსო.
ქალაქი უკვე მორთეს, ძალიან მაგარია. ბედნიერი დავდივარ ღამით ქუჩაში. დღეს კაცები შოპინგზე გავუშვით. ახალი ნაძვის ხე იყიდეს და პროდუქტები STORE-ს შესავსებად, რიჩმა იხვი მოათრია, თან რამხელა რომ დავინახე ლამის გული გამისკდა. მე იმისი შემწველი არ ვარ. დღეს მე და ნუცას უქმე გვაქვს. კაცები სამზარეულოში, ქალები-დივანზე.
moscow
ჩემს ოთახში ვარ, უილიმი როგორც იყო დავაძინე, ეხლა ვისვენებ (თუმცა ეს დღეები სულ დასვენებული არ ვარ?!)
ლონდონში სამი თვეა არ ვყოფილვარ, ჩვენი საწყალი სახლი, მოწყენილია. ალბათ, ყველგან მტვერი დევს. ორი შობა არ გამიტარებია იქ. რიჩის შებმას ვაპირებ წელს იქ წავიდეთ. თან მაგარი იდეა მაქვს. ბაჩოს დეკემბრის ბოლო კვირას აქ აგზავნიან-მივლინებით. ჩვენტან იცხოვრებს რა თქმა უნდა. მინდა შობას ისიც წავიყვანოთ ინგლისში. ხო მაგარია?!