Paჯები

Wednesday, December 22, 2010

22.12


როგორ ხართ? მე საშობაო ციებ-ცხელებაში ვარ… არა მარტო მე, მთელი ოჯახი. გარეთ რა ხდება? გარეთ თოვს... უმოწყალოდ... გიჟათ ვარ ისე მიხარია.. თავი ისევ პატარა მგონია... დღეს მე და რიჩმა გავისეირნეთ ქალაქგარეთ, მე რიჩმა და ბაჩომ... უილიამი ცოტა გაცივებულია და სახლში დავუტოვე ნუციკას... კარგი იყო თოვლში სეირნობა... იმის გამო რომ დრო არ მაქვს, სამსახური, სახლი, ეს სამზადისიც... ვეღარ ვწერ ხოლმე ბლოგზე, თორემ ფურცელზე რაღაცის წაჯღაბნას ყოველთვის ვახერხებ, სამსახურის სხდომებზეც კი... დასაწერი ბევრი დამიგროვდა... მაგრამ ეხლა არ შემიძლია, ვერც იმას აგიღწერთ ქუჩები როგორაა მორთული, ვერც იმას ბაჩო რომ ჩამოვიდა რა დრო ვატარეთ მასთან ერთად, ვერც იმას უილიამმა გამართულად ლაპარაკი რომ ისწავლა... და ვერც იმას ბაჩომ ჩემი ძველი შეყვარებული რომ გამახსენა...

 ერთი სიტყვით__კარქა იყავით! ახალი წლების მერე შემოგივლით ალბათ...