რაღაც აღდგა ჩემში. შეერთდა. გუშინ ჩამოვიდა. ჩემი ხუნხულა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, მეშვიდე ცაზე ვიყავი, თვითონაც არანაკლები, სულ უკან დამდევდა. საღამოს პარკში ვიყავით. ქარი უბერავდა და ციოდა. ჩვენ არა, სიყვარული გვათბობდა. ისეთი ლამაზი იყო ყველაფერი. ხეების ფერთა გამა: სრულიად ყვითელი ალვის ხეები, წითელი ნეკერჩხლები და ჯერ ისევ მწვანე სოჭები. ქვემოთ: დამსხვრეული გუბეები, თქორში ჩამოცვენილი ფოთლები და ჩვენ ჩახუტებულები სკამზე. ადრეზე ვლაპარაკობდით. ხშირად ვიხსენებთ ამ ადრეს თითქოს ბებერბი ვიყოთ და ყველაფერი წინ არ გვქონდეს, თითქოს ისევ ისეთი გადარეულები არ ვიყოთ....
ჩაის დასალევად პატარა კაფეში ვიყავით, მივხვდი გარეთ რომ ციოდა თურმე, იქიდან გამსოვლა აღარ მინდოდა.
ღამით ბავშვებმა რომ დაიძინეს, ოჯახური კინოთეატრი მოვაწყვეთ, რაღაც სასაცილო ფილმებს ვუყურეთ. პირველი ფილმის მერე რიჩმა თავი კალთაში ჩამიდო და დაიძინა. ნუცამ ბევრი იბორგა, ვერ მოეწყო, მთელი დივანი უნდოდა. მერე თავის ქმარს მიეხუტა და უი რა კარგი ყოფილაო, ძილის წინ ცოტა გავიხანგრძლივეთ სიცოცხლე, ბევრი ვიცინეთ.
დღეიდან რიჩი ალბათ თავით გადაეშვება ჰელუინის სამზადისში... რაღა გააჩერებს... მისი საყვარელი დღესასწაულია.
ჯერ დილის ათი საათია ძინავთ რიჩსაც და უილიამსაც. უილს გაეღვიძა, მერე მამიკოს მივუწვინე და ისევ დაიძინა...
მე გუშინ პარკში თხელი ტანსაცმლით ვიყავი წასული, რიჩმა გამაფრთხილა შეგცივდებაო, მე არ დავუჯერე. ეხლა ყოველ დახველებაზე რიჩი ან ფეხს მომკრავს ან ბალიშს მირტყავს თავში. გავასწრო ეხლა. ცხელი რძე მაინც დავლიო...

No comments:
Post a Comment