მენატრება, თან როგორ. ერთი კვირა გავიდა რაც არ შევხებივარ და ლამს გავაფრინო.
ყველაზე ძალიან ამ დროს მინდა ხოლმე მასთან ყოფნა.
შემოდგომაა. თავისი ფერადი ხეებით, წვიმებით, ქარით, შემოდგომაა ხალხო შემოდგომა...
თქვენი არ ვიცი და მე იცით როგორ მიყვარს?! გარეთ რომ წვიმს და შენ ფანჯრიდან რომ უყურებ, გუბეებს სარკეები როგორ ემსხვრევა, როგორ ცვივიან თქორში ფოთლები, როგორ ატრიალებს ქარი ჰაერში ფერად-ფერად ფოთლებს. მიყვარს ღამ-ღამობით ბუნების ღრიალის მოსმენა, მაგრამ მარტო მაშინ როცა სხეულზე ძლიერ მკლავებს ვგრძნობ, ისე მეშინია.
იცით, როგორ მიკვირს, ფანჯრიდან ვიხედები და მთებს ვხედავ, არასოდეს დავკვირვებივარ, არც მეგონა ბერლინის რომელიმე ადგილიდან მთები თუ ჩანდა.
გამახსენდა რაღაც... სკოლაში ჩემი კლასის ფანჯრებიდან ჩანდა მთები-თრიალეთის ქედი... =]]] ძალიან ბევრი ლამაზი მომენტი მაქვს ნანახი გაზაფხულზე, ზაფხულში, შემოდგომაზე, ზამთარში...
რა აზრი აქვს შემოდგომას მის გარეშე?!, მე მინდა მასთან ერთად ვისეირნო პარკში ფოთლების ქარში ან უილიამი წავიყვანოთ სადმე ბუნებაში.მენატრება. მერე რა რომ მხოლოდ ოთხი დღეღა იქნება საწოლის მისი ნახევარი ცარიელი, მე ხომ ის მაშინაც მენატრება როცა ჩემს გვერდითაა...
შემომაღამდა. ნუცა ალბათ უკვე ილაჯგაწყვეტილია ბავშვების დევით. მე კიდევ სახლში წასვლა არ მინდა. რიჩი ჯერ ვერ შემოვა ინტერნეტში.... ვუტოვებ და ვუტოვებ პოსტებს....
I miss U...
I miss U....
I just want to tell U three words 'I love you'
One day we'll be together...
მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!
იცით როგორი გრძნობა მაქვს მის გარეშე რომ ვარ? თითქოს სულის რაღაც ნაწილი მომგლიჯეს და ჩაკეტესო სადღაც შორს, გახლეჩილი ნაწილები კი ილტვიან ერთმანეთისკენ....
რიჩიიი:I love U!

No comments:
Post a Comment