გვიანი შემოდგომა ბერლინში.
ცოტას მოვყვები.
რიჩმა შემომირიგა... მეც მომწყინდა გაბუტვა, მიზეზს ველოდებოდი შერიგებისთვის.
გუშინ კრისმა წამოაყენა იდეა, ჰოზენაში წავიდეთო. ეს პატარა ქალაქია ბრანდერბურგში, იქ ადრეც ვართ ნამყოფი, ზაფხულში და ძალიან კარგი დრო გავატარეთ.
მთავარია ერთად ვიყოთ და ყველაზე ბანძ ადგილზეც მაგარ დროს ვატარებთ.
რომ წავედით წვიმდა. ჩაფუთნულები ვიყავით, ბავშვები განსაკუთრებით.
მერე სანამ გზაში ვიყავით გადაიღო და მზემაც გამოანათა.დაა ჩვენც მივაღწიეთ ქალაქს.
არაფერი განსაკუთერბული წყნარი უიქენდი იყო, მე და ნუცამ ბავშვები წავიყვანეთ ტბაზე სასეირნოდ, ბიჭები ბარში წავიდნენ სადღაც. იხვები ისევ იყვნენ შემორჩენილი ტბაზე და ნაძვები ისევ ისე მწვანედ ღაღადებდნენ. ძალიან კარგი იყო, სიწყნარეში მარტო უილიამის და თეკლეს ჭყლოპინი ისმოდა, გაბის ეძინა ეტლში. მე და ნუცა სკამზე ვისხედით და ჩუმად ვუყურებდით ბუნების არაჩვეულებრივ პეიზაჟებს. თითქოს დროსაც დავიწყნიაო სრბოლა-აი ეგ მომენტი იყო.ღრუბლებს ისევ მოეყარათ თავი, მაგრამ თბილოდა, არც ქარი ქროდა. დაღამებამდე ვიყავით იქ. კრისმა სადღაც კაფეში გელოდებით, მოდით ვივახშმოთო.
მაინც მესიმოვნა სითბო, კაფეში რომ ტრიალებდა.
მშიოდა აშკარად. ძეხვიც რაღაც უფრო ნატურალური გემოსი იყო ვიდრე ბერლინის სუპერმარკეტების. მერე ცხელი რძე დავლიე-გამათბო!
უცებ თეკლე ეუბნევა ნუცას
-დე, მე არ მინდა მანი ებუტებოდეს ძიას.რიჩს შევხედე, მე მიყურებდა და გამიღმა კიდეც
-ვინ გითხრა რომ გაბუტულია მარი?
-ჩემი თვითონ.
-თე, მე არ ვარ გაბუტული-ჩავერიე მე
-აბა რომ არ ეფერები ხოლმე?
-შენ ვერ ხედავ თორემ ვეფერები ხოლმე ჩუმად
-გეხეწები მანი აკოცე ძიას-ყელი გამოიღადრა
კრისმა ჩუმად ამოაძვრინა ფოტოაპარატი
-ამ ბედნიერ მომენტს ხელიდან ვერ გავუშვებ.
-აკოცე! ა-კო-ცე!- ტაში დაუკრა ნუცამ, თეკლეც აყვა
რიჩი ისევ მე მიყურებდა და მიღიმოდა.
-ხო, კარგით. გეყოთ, ვაკოცებ.
მერე რამოდენიმე წამიანი "French Kiss" დაააა... შევრიგდით.
ღამე რაღაც მშვიდად მეძინა, ალბათ იმიტომ რომ არ შემშინებია იმისა, უილი არ გამეჭყლიტა, რიჩსაც ხელი ჩემს მკლავზე ედო მშვიდად ვიყავი.
ათი წუთის წინ გამეღვიძა.
მივხვდი რატოც თბილოდა გუშინ.
პირველი თოვლი მოვიდა, ისე გამიხარდა ლამის ვიკივლე, მაგრამ კაცებს ძინავთ, ნუცას გავუგზავნე შეტყობინება ტელეფონზე და ვახარე.
სასტუმროში ვარ, მეოთხე სართულზე, დილის ათი საათია...
ყველაფერი რიგზეა...
/მარუ/


No comments:
Post a Comment