Paჯები

Wednesday, November 17, 2010

17.11

ხანდახან მეც ვბრაზდები  რიჩზე.
დღეს მაგალითად.
ჩემი ხუნწი...
ვეატონში ჩამოვედით. უილი ჩაგვეწება, საწყალი, მოენატრა დედა, მგონი ჩაწვდა ჩემს არსს.  ისეთი შეცვლილი მომეჩვენა-გაზრდილი, მეგონა ოთხი თვეა არ მინახავს მეთქი.
ქეითმა-ჩემი რძალი ჩამოსულაო;
რობერტმა-ჩემი მარუო;
ბობმა-როგორც იქნაო.
საღამოს რიჩის მეგობრართან, სარასთან დაგვპატიჟეს, რიჩს ვუთხარი შენ წადი მე უილს დავაძინებ და მოვალ მეთქი.
ეხლა წავიტრიპაჩო და გითხრა რა მეცვა.
კედები, ზოლიანი კოლგოტი, მოკლე ჯინსის შორტი და განიერი თეთრი სვიტერი, მიკი-მაუსი ახატია ზედ, თმები წესიერად არც დამივარცხნია, სახლიდან გავიპარე, დედამთილი რომ არ გამეგიჟებინა.
კიდე ერთი პრობლემა, გზა არ მახსოვდა წესიერად, გზაში ვიღაც ბიჭი შემხვდა, იმას ვკითხე, თურმე ისიც სარასთან მიდიოდა, ფრედი ქვია.
ხოდა, მასთან ერთად მივედი.
ბევრნი იყვნენ შეკრებილები, ბევრს არც ვიცნობდი. რიჩი გოგოებთან იჯდა, დღეს გავიცანი ისინი კლოი და ლორენი, მე  ფრედისთან ერთად ვიჯექი, ცოტა მოშორებით.
მერე რაღაც სასწაული ხდებოდა, ის გოგო, ლორენი  რიჩს გველივით ეხვეოდა, წარამარა კოცნიდა (ლოყაზე) და თვალს სულ ჩემსკენ აპარებდა, თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, მერე საერთოდ გაუტია, რიჩიც ხმას არ იღებდა. ტვინში ამასხა სისხლმა, რიჩი სამზარეულოში გავიყვანე, იცით რა ქნა? ისევ მე გამომიყვანა ეჭვიანი, ძალიან გავბრაზდი, დაუმშვიდობებლად წამოვედი სახლლში.
ქეითს რომ მოვუყევი, მითხრა თურმე ლორენი რიჩის სკოლის შეყვარებული ყოფილა და არც ისე კარგი რეპუტაციით სარგებლობდა ქალაქში.
ასეც ვიფიქრე.
იმ დღის მსოაგონრად... 
ეტყობა მაეჭვიანა.
მოვა სახლში.
უილიამს ძინავს.
სხვებსაც.
ბობი ჩალიჩობს რაღაცას კომპიუტერში.
მე რიჩს ველოდები, არც ვურეკავ სად ხარ მეთქი, მაინტერესებს სინდისი სადამდე გაუძლებს.
დედამთილისგან "დაბრო" მაქვს ჩხუბის.
მაგარი ამბავი იქნება.
უნდა ვაწუწუნო.
მიკვირს, რიჩი რამ გადარია
მოგიყვები კიდე...

No comments:

Post a Comment