Paჯები

Tuesday, November 16, 2010

უსახელო ნაწილი III

XII.
ნუცა თავისა და გვერდების ტკივლმა ერთად გააღვიძა. ბუხრის წინ გაშლილ სავარძელში იწვა პლედში გახვეულს. ცეცხლი ისევ ბჟუტავდა ბუხარში. თექის წინდები ტკბილეულით იყო გავსებული.
-ჰეე,, სანტა მოსულა -ჩაიბურტყუნა ნუცამ და გაიზმორა. ოთახს თვალი მოავლო.
მაგიდა აულაგებელი იყო, მთელ ოთახში ეყარა ბალიშები. ამ დროს გამოფრატუნდა მარი სამზარეულოდან, ნახევრად ეძინა
-მეგონა მოკვდი-გაუღიმა ნუცას
-მე მეგონა შენ მოკვდი
-ჰააა, გაგიცრუვდა იმედები?! მაინც ვერ დაეპატრონები ამ სახლს. გოგო გუშინ რამდენი დალიე?!
-მართლა? მართლა აღარ მახსოვს რაღაცეები, ჩავარდნები მაქვს
-მე მახსოვს ყველაფერი, თავიდან მეგონა სიზმარში ვნახე აქ რომ დარჩნენ მაგრამ ინფორმაცია გადამოწმებულია
-ესე იგი ეხლა აქ არიან?
-აჰა
-ნეტა რატო არ მიკვირს.
-მეც მასე ვარ, ადრე რომ წარმოვიდგენდი რაღაც ზებუნებრივი მოვლენა მეგონა და მაჟრიალებდა, ეხლა კი მარტო გული მიხტუნავს და რიჩი რომ დავინახე ლამის ჩავიკეცე
-რომელი საათია?
-თორმეტის ათი წუთია
-და მაგიდა ასალაგებელია ისევ? ვაიმე სირცხვილი
-ხო ეხლა გავიღვიძე მეც და მეთქი შენს გაღვიძებამდე მოვასწრებდი ალაგებას
-ბიჭების გაღვიძებამდე უნდა მოვასწროთ.
-ისე მიკვირს დარჩენას რომ დაგვთანხმდნენ
-პირდაპირ ახდენილი ოცნებაა მაარ-პლედი დაკეცა ნუცამ
-ნუუც ვიღაც ხო არ გვავიწყდება?
-ვინ?
-ჩემი ფისო
კატა ბუხრის წინ პუფში იწვა და თვლემდა
-გენცვალე შენ -მიეპარა ნუცა- რა ცხოვრებაა მარ, შენი შესაფერისია ზუსტად, სახელი დაარქვი?
-კი, თან რა სახელი?!- ჟაბლი
-ვაფშე არ გაქვს ფანტაზია რა
-ფანტაზია მშვენიერი მაქვს, აარონის გამო დავარქვი და ჩემი საყვარელი ფილმის გამოც. მისმინე, შენ რა გაჩუქეს?
-ჩემ  ოთახშია წამო გაჩვენო.
-სიამოვნებით, მაგრამ ძინავთ
-უიიი, სულ დამავიწყდა, ესე იგი ტანსაცმელსაც ვერ ჩავიცმევთ, ასე პიჟამოებით უნდა ვიყოთ
-ასე გამოდის.-ბოთლში ჩარჩენილი კოკა-კოლა მოსვა მარიმ-მგონი ნი ეს ნაძვის ხეზე ჩაფიქრებული სურვილები მართლა სრულდება
-მეც მაგას ვფიქრობდი, აბა მე სად წარმოვიდგენდი ბიჭებს თუ ჩვენთან სახლში ვნახავდი, ისიც შობის ღამეს.
-წუწე ხმა, შენი მოწყობილია ეს ყველაფერი, არა როგორ გაპატიო ამდენ ხანს რომ მიმალავდი შენსა და კრისის ურთიერთობას?
-კაი მაპატიე რა, აბა რომ მეთქვა, მერე ასეთი ეფექტი ხო აღარ ექნებოდა. აუ მარ გუშინ იზიმ ტვინი ბურღა რამდენი მელაპარაკა იცი
-კი ვხედავდი, და მე და რიჩმა რომ ვიცეკვეთ
-კი, დავდნი ლამის, სურათიც გადაგიღეთ
-შენ ჩემი იკითხე, ლამის ჩავიფსი
-აუ მარ შენ და რიჩი შეყვარებულები რომ იქნებით....-ნეტარებით თქვა ნუცამ
-კაი რა მე ბიჭებში ბედი არ მაქვს ხო იცი?
-კაი მაგას რას იძახი, აგე ზევით თვით შენი ბედი წევს და შენ რას ამბობ?
-დილა მშვიდობისა გოგოებო!
-დილა მშვიდობისა!-ორივემ ერთად გაფაციცებულ ლაპარაკში წამოიძახეს მერე რომ მიხვდნენ ეს სიტყვები ვინც თქვა სკამებიდან წამოხტნენ და მეზობლის ბავშვებივით აიტუზნენ
-ყველაფერი კარგადაა?-გაიღიმა ჯეიმ
-კი, კი- დაბნეულად თქვა ნუცამ-ხომ კარგად გეძინა?
-თავიდან ხო, მაგრამ მერე იზი ხვრინავდა და თავი მისკდება ეხლა
-პახმელიაზეა ნუც-დაასკვნა მარიმ-შევდივარ შენს მდგომარეობაში, მეც მასე ვიყავი დილით, ეხლავე მოგიტან წამალს
სამზარეულოდან დიდი ჭიქით აშუშხუნებული ბორჯომი მოიტანა. ბიჭმაც სულმოუთქმელად გამოცალა
-აუ, ჩაიტანა, მაგარია, რა არის?
-ბორჯომი, Georgian Mineral Water
-გაგიკვირდებათ და გამიგია, რეკლამებიდან, მაგრამ არ მეგონა ნაბახუსევის წამალი თუ იყო
-ამის მერე გეცოდინება. კარგით, მე სადილს მოვამზადებ, დანარჩენებს ღვიძავთ?
-უმეტესობას კი, ჩამოვლენ ეხლა
-კაი, და რა მოვამზადო?
-მარ სხვების არ ვიცი, მე კი მაგარ ინგლისურ ჩაის დავლევდი დიდი სიამოვნებით
-კარგი, მიღებულია.

 მარის ცოტა ხანში რიჩმა მიაკითხა სამზარეულოში
-დილა მშვიდობისა! შენთან გამომაგზავნა ჯეიმ რაღაც ძალიან მაგარს დაგალევინებსო
მარიმ გაუღიმა-შენც თავი გტკივა? ეხლავე
დაუსხა ჭიქაში ბორჯომი. რიჩმა ცოტა მოსვა
-ვაიმე შუშხუნებს
მარიმ გაიცინა და გულში გაიფიქრა-რა ქეთინოაJ
-ცოტა უხერხულად ვარ პიჟამოებში და ხალათში, მაგრამ გეძინათ და აღარ შემოვედი ოთახში
-დაიკიდე, მერე რა
-ძალიან მაგარი შობა იყო, განსაკუთრებული
-გეთანხმები, მაგრამ ბევრი რაღაც არ მახსოვს, ძალიან მაგარი ღვინო იყო და უცებ დამათრო.
-მე მაქვს უამრავი სუართი და ვიდეო წუხანდელი ღამისგან დარჩენილი
-მართლა? მანახე მერე. რა უნდა გთხოვო, პროვოკაციული სურათების ინტერნეტში დადებას მოერიდე,
-კაი, როგორც იტყვი, ვიდეოები?
-ვიდეოებიც აგრეთვე
-კარგი, გასაგებია,
-გარეთ ისევ თოვს იცი?
-კი, ძალიან  მაგარია, მიყვარს თოვა
-მეც-გაიღიმა
რაღაც უცნაური გოგო იყო მარი, მორცხვი, მაგრამ ამავე დროს საოცრად თამამი, გახსნილი და ჩაკეტილი. რაღაც ქონდა განსხვავებული, რამაც პირველივე დანახვისას მიიზიდა. ალბათ იმან რომ ძალიან ბუნებრივი იყო, გადაპრანჭული ქცევებისა და მიმიკების გარეშე. მაგრამ მან არ იცოდა როგორ ძალისხმევად უჯდებოდა მარის თავის ასე დაჭერა.
-ძალიან საყვარელი ბავშვი ხარ მარ-უცებ თქვა, დაუგეგმავად
მარის გაუკვირდა, გაწითლდა
-მადლობა, კარგია ბავშვად თუ მთვლი
-კი მთლად ბავშვი ხარ, ასაკს აზრი არ აქვს მთავარია სული როგორი გაქვს
-მეც მასე ვთვლი რომ ისევ ბავშვი ვარ, სულიერადაც და გონებრივადაც. არც კი მინდა გაზრდა
-მე ვისურვებდი სულ ასეთი დარჩენილიყავი, ასეთი ბავშვური, მიუხედავად იმისა რომ კარგად არ გიცნობ, მჯერა ძალიან კარგი ადამიანი ხარ
-მადლობა. გთხოვ რიჩ რა ეს ლანგარი სასადილო ოთხში გაიტანე-მიაწოდა ყავის სერვიზით დახუნძლული ლანგარი
-კარგი

No comments:

Post a Comment