სახლში მარტო ვართ მე და რიჩი. უილიამი სამი დღის წინ რიჩმა ვეატონში წაიყვანა მშობლებთან. ზეგ ჩვენც წავალთ. იზი და ვინი კალიფორნიაში არიან, კრისი ნუცა და ბავშვები კიოლნში.
რიჩმა ახლა მოათავა თავისი საქმე და კმაყოფილი ფშვინავს უკვე. მე ბევრი საქმე მაქვს, ზედიზედ ორი სასამართლო ცოტა არაა. მეცოდება რიჩი, საკმარის ყურადღებას ვერ ვაქცევ, ეხლა მაინც სულ მარტო ვართ და სულ მასთან მინდა ვიყო, მაგრამ სახლში ექვს საათზე ადრე ვერ ვბრუნდები და მაშინაც ისეთი გამოფიტული ვარ, ვახშამსაც ძლივს ვაკეთებ.
დღეს პარკში ვიყავით. ხეებს უკვე შეახმათ ფოთლები, სულ ძირსაა მოფენილი. ცარიელი იყო თითქმის პარკი, ყვავების გაუთავებელი ჩხავილი ისმოდა მარტო, ზამთრის მაუწყებელი.
რიჩს შავი პალტო ეცვა, მეც და შლიაპა მეფარა. იოკო ონო და ლენონი გამახსენდა. ვიღაც გამვლელს სურათი გადავაღებინე, ესეც იოკო და ჯონი.
ნაყინი ვჭამეთ, ამ სიცივეში, მაგრამ ისეთი კარგი იყო.
საღამოს ბუხრის წინ ვივახშმეთ, მერე რაღაც ფილმს ვუყურეთ და მერე საძინებელში ჰაიდაა.... :))))) ეხლა ძინავს ჩემს იდიოტს...
ხომ იცით როგორ მიყვარს?!---სიგიჟემდე!
არეთვე.
უილიამი მენატრება. დედას სიხარული. სამი დღეა არ ჩამიხუტებია. დღეს სკაიპში რომ დამანახა ბობიმ(მაზლი) ამეტირა, ხელს მიქნევდა-მომენატრე დედიკოო.
ორი დღეც და ვნახავ.
როდის მოვა პარასკევი....

No comments:
Post a Comment