ე, ჰეეე, ძლიერნო ამა ქვეყნისანო. დასჯედ სათხრობად ამბავისა ჩემისა, ანუ რა დრო იყო იგი, მე და რიჩს დაშორებას რომ გვიქადდა.
ეს იყო მანამ, სანამ უილიამი დაიბადებოდა და მას მერე რაც გავთხოვდი. ყველაზე ცუდი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში და ზედმიწევნით მახსოვს ყველაფერი, ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა.
მიზეზის თქმა და გახსენება აღარ მინდა, მაგრამ მოხდა ისე რომ მე და რიჩმა ვიჩხუბეთ, იტოკში დაშორებულები ვიყავით, მე ხაშურში ის ბერლინში. ზუსტად ეს დრო იყო, შემოდგომის მიწურული. მაისის მერე ჯერ კიდევ ვერ მომენელებინა მასთან დაშორება. კი, როგორ არა შემეძლო ყველაფერზე თვალი დამეხუჭა, მაგრამ მასთან ყოველი შეხებისას ის ამბავი უნდა გამხსენებოდა და ეს ყველაზე ნაკლებად მინდოდა.
ასე იყო, თუ ისე, როცა ნუცამ დამირეკა ხაშურში კაფეში ვიჯექი მარტო და ჩაის ვსვავდი
-მარ, როგორ ხარ?-აშკარად აღელვებული იყო
-რომ გითხრა კარგად მეთქი დამიჯერებ? რა იყო რამე მოხდა?
-მე...-ხმა გაუწყდა
-რა იყო, ბავშვს ხომ არ დაემართა რამე?-გული გადამიცივდა, ნუცა მაშინ ორსულად იყო თეკლეზე
-არა მარ, მე არა, რიჩი
-რა რიჩი?
-ავარიაში მოყვა
-კაი, რას ამბობ-შევიცხადე მე
-კი მარ, იცი როგორ არის თურმე დაჩენჩხილი? თავიდან აწყობენ ეხლა, ოპერაციას უკეთებენ. მანქანაც სულ დამტვრეულია.
-საწყალი მანქანა-ვითომ ვიხუმრე, მეგონა მაბამდა, იქ რომ ჩავსულიყავი
-გოგო შენ ვერ ხარ? რა დროს მანქანაა, შეიძლება მოკვდეს არ გესმის?
-მართლა ამბობ?-უკვე ავღელდი
-აბა ამაზე კაიფი შეილება? რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოხვიდე....
ყურმილი დავუკიდე და სახლში გავვარდი. ჩემებს სიტყვა მივუგდე სასწრაფოდ მივივარ ბერლინში მეთქი. ჩანთაში გაუაზრებლად ჩავყარე ნივთები და თბილისში გავვარდი მამაჩემის მანქანით.
არ ვიცი რა დამემართა, ვერ ვაზროვნებდი, უფრო სწორად საქართველოში კი არა ბერლინში საავადმყოფოში ვიყავი ფიქრით. წარმოვიდგენდი საოპერაციოში რიჩს რომ ჯიჯგნიდნენ ექიმები და გული მეკუმშებოდა. ხოდა ბერლინში ყოფნის გამო პოლიციამ გამაჩერა.
-გამარჯობათ ქალბატონო, თქვენი საბუთები თუ შეიძლება-ფანჯარა ჩამოვწიე და მივაწოდე
-საბუთები წესრიგშია, ის თუ იცით რა სიჩქარით მიდიოდით?
უარის ნიშნად თავი გავაქნიე
-150 კილომეტრი საათში სიჩქარით. უნდა დაგაჯარიმოთ
-ვხვდები სწრაფად რომ მოვდიოდი, თანახმა ვარ, ოღონდ სწრაფად გამოწერეთ, რაც შეილება მალე უნდა მოვხვდე აეროპორტში, ჩემი ქმარი კვდება.
-ასე თუ გააგრძელებთ სიარულს ჩემს გარდა კიდევ ბევრი გაგაჩერებთ.
მას მერე რაც დავშორდით სულ ერთხელ ვნახე-კრისი დაბადების დღეზე. ასე არასოდეს ვყოფილვარ მის დაბადების დღეზე სულ ვცდილობდი რიჩს თვალში არ მოვხვედროდი. სასტუმროში დაბრუნებაც ადრიანად გადავწყვიტე. წამოსვლის წინ იყო დერეფანში რომ გამომიჭირა.
-მიდიხარ?-სასმელის სუნით იყო გაჟღენთილი
-მივდივარ!
-ასე, უბრალოდ?
-ხო უბრალოდ. საერთო აღარაფერი გვაქვს
-კი გვაქვს. სიყვარული, ოთახი, საწოლი, მთელი ცხოვრება
-მე არ მაქვს
-მარ, როდის დავკარგეთ ასე ერთმანეთი? არ მჯერა თითქოს გაიზარდე, ბავშვური სითბოც დაკარგე სადღაც, სად არის ის ბავში რომელიც მიყვარს?
-ის ბავშვი სწორედ შენი წყალობით დაიკარგა, მეც კი მიმატოვა-ვუთხარი და კარი გავიჯახუნე.
სულ არ მიცდია სიტუაცია გამერკვია, ჩემთვის ისიც საკმარისი იყო რაც ვნახე, არ მინდოდა ზედმეტი გულის ტკენა. ახლა, ამ გადასახედიდან ისეც ჩანს თითქოს მომწონდა კიდეც ის გაუგებრობა.(მართალია, ცოტა ვერ ვარ)
No comments:
Post a Comment