Paჯები

Monday, November 15, 2010

უსახელო; ნაწილი II


მალე გაიშალა სადღესასწაულო სუფრა. ყველაფერი იდეალურად იყო: შოკოლადმოვლებული პუდინგები, შოკოლადის ნამცხვრები, ტკბილეული, გოზინაყი, ხილი, ყინულებიან სათლებში ჩაწყობილი შამპანურები, ღვინო და კიდევ უამარვი კერძი თუ ნუგბარი. ორ დიდ შანდალში წითელი სანთლები პარპალებდა, აირღუმელში იხვი შიშხინებდა კომშებთან ერთად... და რაც მთავარია მაგიდაზე შვიდი თეფში იდო.
-ნუც, მორჩა და მე წავედი ჩემს ოთახში ვილოცო უნდა და ჩავიცვა. თორმეტის ნახევარია უკვე.
-წადი, მეც ამოვალ ახლავე.
ნუცამ ბუფეტზე მოწყობილ ხატების კუთხეში სანთელი აანთო
-უფალო იესო ქრისტე, დღეს შენ იბადები. გვაპატიე, თუ ცოდვას ჩავდივართ დღეს რომ ვზეიმობთ. მე ასე მგონია ყოველი დღე შენია და ყოველ დღე უნდა ვზემობდეთ, მაგრამ დღეს, დღეს ხომ შობაა, ადრე ჩვენ მართლმადიდებლებიც ხომ 25 დეკემბერს აღვნიშნავდით შობას... რაც არ უნდა იყოს გთხოვ დაგვიფარე ჩვენ, ნუ მოგვაკლებ შენს წყალობას, ღმერთო როგორ მინდა ყველაფერი ძალიან კარგად იყოს, ბედნიერები ვიყოთ, არ მინდა ცრემლები, არც მარის და არც არავის თვალზე. მშვიდი მსოფლიო მინდა, ომები გვეყო, გვეყო კამათი, სიყვარული უნდა ანათებდეს, ხალხს ერთმანეთი უყვარდეს, ბედნიერ სახეებს ვხედავდე მინდა ქუჩაში. მე შენი მჯერა და ვიცი არ მოგვაკლდება შენი წყალობა
გოგონამ პირჯვარი გარდაისახა, ხატების წინაშე თავი დახარა და ხტუნვით გადაჭრა ოთახი.

XI.
ნუცა ქვემოთ რომ ჩამოვიდა მარი უკვე მაგიდასთან დახვდა, საჭმელებით გადავსებულ სუფრას სურათებს უღებდა.
-მარ, მარ რა უნდა გკითხო... ღმერთს რომ ელაპარაკები „შენობით“ მიმართავ?
-კი, რა იყო?
-მასე რატო ხდება?
-მეც მიფიქრია მაგაზე, ღმერთი ხომ ყველაზე ახლობელია ჩვენთვის, მის წინ მოწიწებით ვხრით ყოველთვის თავს და შენ-რატომ უნდა ვუთხრათ? ისე მერე გამახსენე ეგ, მამაოს უნდა ვკითხო
-კარგი... იმ იხვს არ ეყოფა?
-არა ჯერ, 10 წუთიც და.... ვა ნუც რა ლამაზი ხარ-ახლა შეამჩნია მარიმ მეგობრის გარეგნობა- აბა დატრიალდი შეგაფასო
ნუცა ნელა დატრიალდა
-სახე--გაშპაკლული კედელი, ჩვეული ოსტატობა იხატება-10 ქულა;
 კაბა-შავი ატლასი-მშვენიერი მატერიაა, საცეკვაოდ ძალიან გრძელია ოღონდ. არ  ვიცი როგორ შევაფასო კაბა, 10 ქულიანია მაგრამ ჩემი აზრით არ შეეფერება შობის
 წვეულებას. ნუ 8,5;
ფეხზე- ვა ჩუსტიკები?!  ულაპარაკო 10 ქულა;
-გამომივიდა მოდის კრიტიკოსი-ჩაიცინა ნუცამ-აბა ერთი შენ დამენახე
-მე არაფერი განსაკუთრებული, როგორც ყოველთვის
-როგორ არა... კედები-რიბოკი, იასამნისფერი, პრიალა;
  ჯინსი-არმანი- ტანზე მომდგარი, მუქი ლურჯი;
  მაისური-H&M-იგიც იასამნისფერი, სკელეტონის გამოსახულებით;
  ხელთათმანები უთითებო, უფირმო, მუქი ლურჯი;
  შარფი-თეთრი, ბაცი ვარდისფერ-იასამნისფერი კუბიკებით;
  რა ვთქვა ეგ რიჟა თმა ჭედავს თორე ქე ხარ იასამანივით. მხოლოდ ერთი სიტყვა-არაჩვეულებრივია,
-მადლობა, დღეს რაღაც ლმბიერი ხარ თუ მეჩვენება? მე გუნდაობა მინდა...
ზუსტად ამ დროს ჩამოკრა გირებიანმა საათმა.
მარიმ პირველმა მოიფიქრა და დაიღრიალა
-გილოცავ შობას ნუუც! - ყინულებიდან შამპანურის ბოთლი ამოიღო და გახსნა დაუწყო.
ცაზე ფეიერვერკებმა გაიელვა, ნუცამ ჭიქებს ხელი დაავლო და ეზოში გავარდა, მარიც უკან მიყვა.
შუაში კაბადონი გარღვეულიყო და შავი ვარსკვლავიანი ცა მოჩანდა. ჰორიზონტის კიდეები წითლად შეფაკლულიყო, ჯმუხი ღრუბლები ფეიერვერკების ფერად იღებებოდნენ. ხალხი ეზოებში გამოკრეფილიყო და მხიარულობდა.
ნახევარ საათში ჩაქვრა ცა. მარი და ნუცა ეზოში ისხდნენ თოვლიან სკამზე. ნუცა გაჩახჩახებულ, თოვლით გადალესილ ეზოს ვიდეოს უღებდა, მარის ლოყები შეფაკლოდა, თოვლში ჩაფლულ, ნეონის მარხილს მიშტერებოდა და Silent Night’ს დუდღუნებდა.
-ნუც რას იძახდი? ესაა მაგარი შობა? მე და შენ უნდა ვიცეკვოთ მარტო მთელი ღამე, გამოვთვრეთ და ესაა სულ?-მელანქოლია შემოაწვა მარის
-ნუ დაეცემი, სულს ნუ იტანჯავ...
-არ დავცემულვარ, უბრალოდ მომბეზრდა შობის მარტო გატარება, ჯგუფიდან მაინც დაგვეპატიჟა ვინმე ან ჩვენ წავსულიყავით ვინმესთან
-ჯერ ყველაფერი წინაა.-ნუცამ გუნდა გაუქანა მარის
-ეე გოგო, სახე არ აგახიო
-მიდი აბა-გამოაჯავრა გოგონამ
მარიმ ჭიქა ფანჯრის რაფაზე დადგა და ნუცას გაეკიდა. ერთიანად აივსო ეზო მხიარული წივილ-კივილით, თოვლში ჩაგდებული ნუცა უმწეოდ აფართხალებდა ფეხებს. გაოფლილი მარი კიბეზე რომ დაჯდა, რაღაც აშუშხუნდა ფეხებთან და ამას საშინელი ბათქანის ხმა მოყვა. შიშისგან გოგონამ დაიკივლა და ფეხზე წამოხტა.
-ჰა, ჰა, ჰა, შეგეშინდა-ახარხარდა ნუცა
-გაგიხმა თავი... არა, არ შემშინებია
-რა არ შეგშინებია ლამის ჩაისვარე
-მიგახჩობ!-დაიყვირა მარიმ,  საომარი ყიჟინით წავიდა ნუცასკენ და თოვლში ჩააგდო.
-ეგრე ვარდები ხოლმე სულ, ლამის მომკალი რა იყო.-ძლივს ამოყო თავი თოვლის გორიდან ნუცამ
-ლამის ჩავიფსი შიშით და რა ავარდნაზე ლაპარაკობ?! დებილო!
-იდიოტო!
-ორჯერ დებილო!..
-გუდა, გუდა, თოვლის გუნდა, მეთამაშოს ვისაც უნდა...-დაიწყო სიცილი
მარის დუტის ქურთუკს თოვლი მიკვროდა და მარი მართლაც თოვლის გუნდას გავდა. მანაც დაიწყო სიცილი
-ცისარტყელები, ათასფერები, დელია-დელიააა....-მღეროდა ნუცა
-პატარა ქალო ჯერ გავითვალოთ იწილო-ბიწილოოო...-გააგრძელა მარიმ

ჭიშკართან შავი მანქანა გაჩერდა. ვიღაცამ ფანჯრიდან თავი გამოყო და სახლის ნომერს დააკვირდა, მერე კმაყოფილმა თქვა-მოვედით
ჭიშკარმა გაიჭრიალა და ის ვიღაცა, გვარიანად შეფუთნული ეზოში შემოვიდა
გოგონებმა სიმღერა შეწყვიტეს და ინტერესით მიაშტერდნენ მოსულს
-ვინმეს ველოდებით?-გადაულაპარაკა მარიმ
ნუცამ არაფერი უპასუხა, ტანსაცმლის ბერტყვით წავიდა ბილიკისკენ.
უცნობს კიდევ სამნი შემოყვნენ, მერე იყო მანქანის ჩაკეტვის ნაცნობი წრიპინი და მეხუთეც შემოვიდა ეზოში. ერთ-ერთს ხელში მუყაოს ყუთი ეჭირა
-ნუცა, შენ ხარ?-დაუძახა ნუცას პირველმა
-კი მე ვარ,უკვე მეგონა აღარ მოხვიდოდით-ნუცა უკვე მირბოდა ბილიკისკენ,უკან მარი მისდევდა ქურთუკის ფერთხვით
-ხო ჯეის მშობლებთან შევხვდით შობას, მერე როდის ეს სახლი მოვაგენით... რა ლამაზია, სუფთა ინგლისია
ნუცა ამ მოლაპარაკეს მივარდა და ჩაეხუტა, ისე როგორც კარგ ნაცნობს, მერე დანარჩენებსაც
-მარ, გახსოვს ჩვენი ძველი ნაცნობები-შეაგება -კრისი, იზი, ვინსი, ჯეი და შენი ხუნხულა
მარი ცოტა ხანს ხმის ამოუღებლად იდგა, მერე
-გამარჯობა!- თქვა, გაიღიმა და კრისს ჩაეხუტა წიოკით-შემეხეთ ვინმე, შემეხეთ, თორემ თავი სიზმარში მგონია.
ექვსივე შეეხო.
-ეხლა ისევ მარტო ხარ?-შეეკითხა ნუცა
-არა, ეხლა ჩემთან ერთად მთელი მსოფლიოა-რიჩს ჩაეკრა-გაბრაზებული ვიყავი შენზე, მაგრამ დაგინახე თუ არა, მაშინვე გადამიარა.
-რატომ?
-იმიტომ რომ არ შესარულე სიტყვა, ხომ დამპირდი მოგწერო?!
-მართლა ყოფილხარ გასაბრაზებელი-მხარი აუბა მარის ვინსმა
-ისე აქ საიდან?-ისევ გამოშტერებული იყო მარი
-ნუცასგან...მოიცა შენ რა არ იცოდი?-კითხა კრისმა
-არა!-წარბშეკრული მიაჩერდა ნუცას-ეხლა მოგკლა თუ მერე?
-კაი მარ, ამ თეთრ თოვლს ჩემი სისხლით ნუ მორწყავ გთხოვ-ნუცა კრისს ამოეფარა
-გავიყინე, ხომ არ შევიდეთ?-ადგილზე ხტუნვა დაიწყო რიჩმა
-ხო შედით, მე ჭიქებს წამოვიღებ, ღმერთო კიდევ არ მჯერა აქ რომ ხართ.

-რამდენი საჩუქრებია? -იზიმ ნაძვის ხეს მიშტერებოდა
-შენთვისაცაა იზი-თვალი ჩაუკრა ნუცამ
-მომწონს აქაურობა- ბუხართან, დივანში ჩამჯდარი ჯეი სიგარეტს აბოლებდა
მარიმ სამზარეულოდან აშიშხინებული იხვი გამოიტანა
-მაგიდასთან, გთხოვთ!
-მოიცა მარი, ჯერ შენი საჩუქარი გახსენი, სანამ გაგუდულა-უთხრა რიჩმა
-საჩუქარი მე? აბა სადაა?
-აგე-ბუხრის წინ, მაგიდაზე დადგმული ყუთისკენ გაიშვირა ხელი
ყუთში მოწითალო,  სიბნელისგან შეშინებული კნუტი იჯდა.
-ვაიმე რა საყვარელია-მაშინვე ჩაიხუტა მარიმ-მართლა ზუსტად ისეთია როგორიც მინდოდა.
-ხო ვიცი, ნუციმ უთხრა კრისს და...
-მაგარია, მადლობა დიდი.

მერე იყო ბევრი საჭმელი, სასმელი, ლაპარაკი, ცეკვა, სიცილი, ისევ ლაპარაკი, ისევ სასმელი, კიდევ უამრავი ლაპარაკი და დილის ხუთი საათი

No comments:

Post a Comment