სამწლიანი პაუზის მერე შობის ღამეს US5 ჩემს სახლში რომ დავინახე სასწაულების მას მერე დავიჯერე, ისეთი შოკი იყო თავიდან ენაც ჩამივარდა, ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე, ბიჭებს ისე ჩავეხუტე ლამის ძვლები დამემტვრა, როცა ბიჭები ლონდონში იყვნენ ჩვენთვის-ჩემთვის და ცუცასთვის ეს დღესასწაული იყო... ცუციკა და კრისი ძალიან მალე გახდნენ შეყვარებულები, რაც ძალიან გამიკვირდა... ჩემი და რიჩის შეყვარებულობამდე ორწლიანი ურთიერთობა იყო, რეგულარულად ვხვდებოდით ერთმანეთს, ვწერდით, ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებოდით,(არასოდეს მომიყოლია მისთვის ჩემი 13 წლიანი სიყვარულის ამბავი მასთან რომ მაკავშირებდა, ვიძახდი ასეთები ისედაც ბევრი ექნება მოსმენილი მეთქი, უბრალოდ იცოდა რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა ამეების მიუხედავად არასოდეს გვითქვამს მეგობრები ვართო...
ორი წლის მერე, ვალენტინობის ღამეს, გაყინულები გრინ პარკიდან რომ მოვდიოდით სიყვარული ამიხსნა
(-მარუ ხო იცი, მაშინ კლუბში რომ გითხარი ერთი გოგო მომწონს მეთქი, კი არ მმწონს მიყვარს კიდევაც, თან ძალიან...
-ვინაა?-ძალიან ავირიე და გავბარზდი, აზრზე არ ვიყავი თუ ამას ჩემზე ამბობდა
-შენ!...)
კოცნა არ ადვაცადე, სწარფი სიარულით წავედი წინ... ვუთხარი კარგად დაფიქრდი, არ მინდა ერთ დღეს აღმოაჩინო რომ არ გიყვარვარ მეთქი". ბედის ირონიაა, იმ ღამეს როცა მე რიჩმა სიყვარული ამიხსნა, ნუცას კრისმა ცოლობა თხოვა...
ნუცას ქორწილამდე არ მინახავს რიჩი, ანუ ორი თვე. ეკლესიაში რომ დავინახე, ისეთი შეცვლილი და გაზრდილი მეჩვენა, გავიფიქრე ორი თვე კი არა ორი წელია არ მინახავს მეთქი... ლაპარაკი კიდევ ორი კვირით გადაიდო, სანამ ახალდაქორწინებულები ეგვიპტიდან არ დაბუნდნენ... მეორედ სიტყვა მიყვარხარ ლონდონის თვალზე მითხრა--რომანტიკულია!!! უარს რაღა მათქმევინებდა... :) იმ ღამეს ვზეიმობდი - რიჩი ჩემია მეთქი! xD xD
და მას მერე, უკვე ოთხი წელია სულ ჩემია. ძველ სურათებს რომ ვუყურებ, ვხვდები თვალსა და ხელს შუა შემომეზარდა... აღარ გავს იმ გიჟ "RICHIE"-ს პატარა ბავშვის საწყალი გამოხედვით რომ დგებოდა სცენაზე, ფან გოგონებს რომ აწივლებდა და აკივლებდა, ფაქიზი სულის, ძალიან რომანტიული მამაკაცი წევს ჩემს გვერდით, თავი ჩემს მკერდზე უდევს და ჩემს გახშირებულ გულისცემას უსმენს...
წუხელ მძინარე უილიამს რომ უყურებდა ჩაფიქრდა, მე საწოლზე ვიჯექი და საქმეს ჩავკირკიტებდი... უცებ თქვა
-მარ მსოფლიოში ხომ ყველაზე ლამაზი შვილი გვყავს?
თავი დავუქნიე და ვუთხარი
-კი ბუსხ, შენ გგავს და იმიტომ
-არა მარტო მე შეხე, სულ შენი ტუჩები და წარბები აქვს, იცი როგორი ბედნიერი ვარ თქვენ რომ მაყვხართ?!-მოვიდა, გვერდით მომიჯდა და ჩამეხუტა
-თუ დამაცდი რამეში გავერკვე კარგი იქნება... პროცესი ხვალაა და საშინლად ვნერვიულობ
-კარგი თუ ხელს გიშლი წავალ...-მივხვდი რომ ეწყინა
-ბუსხ, მოდი ჩემთან...-გვერდით მივწიე საქაღალდეები და ჩავეხუტე-ჩემი ჭკვიანი ბიჭი..
-ახლა ვალდებულებები მაქვს ბევრი და მაგიტო ვარ ჭკვიანად, თორემ შენ ხომ იცნობ რიჩს? რომელი გირჩევია შენ? ჭკვიანი თუ გიჟი?
ლოყაზე ვაკოცე და ვუთხარი-მე შენ მიყვარხარ!!!



No comments:
Post a Comment