ჩემს ოთახში შეუჩვეველი სიბნელე და სიწყნარე იყო. ქუჩიდან შემოსული მკრთალი შუქი, სულ ოდანვ აღიავებდა სიშავეს, სამზარეულოდან წამოღებული რამოდენიმე სანთელი ერთდროულად ავანთე, ოთახში სიბნელის ფარდა დაიმსხვრა, ნამსხვრევები ჩრდილებად გაიფანტა კეედლზე.ტკივილები უფრო გამიძლიერდა, თუმცა ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია.
-დაწყნარდი პატაარვ, მამიკო მალე მოვა...და მაშინვე მივახრჩობ ჩვენი მარტო დატოვებისთვის
ტელეფონით ბაჩოს ველაპარაკებოდი შუქი რომ მოვიდა. ცოტა დავმშვიდდი, ამ დროისთვის ტკივილები საგრძნობლად შემაწუხებელი იყო, ბიჭებიც კუდში მოყვნენ შუქს.
-კაი ბაჩ, და ეს ღამე თუ მშვიდად გადავიტანე ხვალ დაგირეკავ, კიდე ვერ მოვიფხანე ენა შენთან ლაპარაკით
-საღამო მშვიდობისა!-თითქმის ერთად თქვს ოთხივემ, მე კიბის თავში ვიდექი და ჩუმად ვიყურებოდი.
ნუცამ მათ არც კი გამოხედა, ჩაი მოხვრიპა და ჟურნალს ჩააშტერდა, თითქოს რამეს კითხულობდა
-უი თეკლეს უკვე დაუძინია?!-გაიღიმა კრისმა და ბავშვს აკოცა-საჭმელი რა გვაქვს? გვშია
-მე კიდევ მეძინება-მეორე სავარძელში ჩაეშვა ვისნი, იმაში რამოდენიმე ხნის წინ მე რომ ვიჯექი
-ნუც არ გესმის?-მიუახლოვდა კრისი უნდა ეკოცნა, მაგრამ იმან სახე მოარიდა-რა გჭირს?
-მარუმ დაიძინა უკვე?-სამზარეულოდან გამოსულმა რიჩმა მადიანად ჩაკბჩა ჩემი გაკეთებული სენდვიჩი-აუფ რა არის ეს? ლამის დაჭკნეს კიტრი შიგ
-მოკეტე და ჭამე, დანახვაც არ გაქვს, უყვარს ძალიანო და გაგიკეთა, ექვსი საათის მერე გელოდება, მითხრა დამპირდა ექვსზე მოვალო-საათს შეხედა-უი, ჯერ ხუთი საათი ყოფილა-და გესლიანად გაიცინა
-ძვირფასო რა გჭირს?რა მოხდა აღარ იტყვი?-ალერსიანი გაკვირვებით კითხა კრისმა
-ვერ ხვედბი რა მჭირს?... მე, ადამიანი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს და ვისი ცოლიც სიამოვნებით გავხდი, სადღაც დავკარგე, და თუ ის დროზე გონს არ მოვიდა და არ დამიბრუნდა მეც და თეკლესაც სამუდამოდ დაგვემშვიდობოს ჯობია-სავარძლიდან წამოდგა ნუცა
-ნუც კაი რა...
-იცი რომ თეკლე უკვე სურათებშიც ვეღარ გცნობს? მხრებს იჩეჩავს ხოლმე... ღმერთო ჩემო, ნუთუ არ გრცხვენია?
-რა ვქნ...
-არავითარი რა ვქნა, ბავშვისთვის ვერასოდეს იცლი, ჩემზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ბოლოს და ბოლოს მე შენი ცოლი ვარ, ც-ო-ლ-ი, და თუ ქმარი გვერდით არ მეყოლა, ასეთი არც ფული მინდა და არც პოპულარობა. ამის დედა ვატირე, არც სირცხვილის გრძნობა არ გაქვთ? კარგად იცოდით შუქი არ იყო, თეკლე პატარაა, მიხედვა უნდა, მარი აგერ დღე-დღეზე ელოდება, მთელი დღეა მუცელი ტკივა, მშობიარობა რომ დაწყებოდა მე მარტო რა მექნა?... რაც გინდა ის ჭამეთ ვმაცივარი თქვენს განკარგულებაშია-ჟურნალი მაგიდაზე დაახეთქა, ფრთხილად აიყვანა თეკლე და კიბისკენ წამოვიდა
-მარიც ძალიანაა გაბარზებული?-წარბშეკრულმა იკითხა რიჩმა
-აბა, გამოიცანი...-მკვახედ უთხრა, მე თვალით მანიშნა-დავაი ოთახშიო და რაც შემეძლო სწრაფი სიარულით მოვუსვი
ოთახში შემოვიდა თუ არა მაშინვე გაიძრო მაისური და კედები, მე სკაიპში გოგოებს ვეჩატავებოდი. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და თავი ჩაღუნა
-შენც გაბრაზებული ხარ მარ?
-ვაიმე არა...-გაურკვევლი ტონით ვუთხარი, ისე რომ თავიც არ მიმიტრიალებია მისკენ.
-კაი რა მეც გამიგე.
-ახლა გაგება და ყუარდრება მე უფრო მჭირდება, ამ მდგომარეობაში რომ არ ვიყო სერიოზულად არ გაგიბრაზდებოდი, პროსტა გაგებუტებოდი, მაგრამ სხვა სიტუაციაა, ვაფშე, რა გემათება უკვე გკიდივარ?
-ეგ სისულელე აღარ გამაგონო მეორედ, ისევ ისე მიყვარხარ, მაგარმ საქმეა ბევრი.-ჩემს გვერდით იყო ჩაცუცქული და ლოყაზე მეფერებოდა
-ხომ შეიძლებოდა მშობიარობა დამწყებოდა?
-მაგრამ ხომ არ დაგწყებია?!
-ნუ მენაგლები... და საერთოდ მომეშვი
უკვე ისე მტკიოდა მუცელი ტუჩების კვნეტა დავიწყე, მერე ინტერვაების თვლა, 10 წუთიდან მალე ხუთზე ჩამოვდა, მე მაინც მეგონა გადამივლიდა. რიჩმა რომ დაინახა სახეზე ფერი აღარ მედო გავარდა და ნუცა გააღვიძა, ზუსტად მისი მოთხოვნით დავრეკეთ ჩემს ექიმთან, ქალი გავაღვიძეთ, იმან წადით საავადმყოფოში მორიგე ექიმმა გაგსინჯოთ და თუ საჭირო გახდა მოვალო. მანამდე ამ მომენტის მეშინოდა, მაგრამ ახლა მართლა რომ მოხდა სრულიად მშვიდად ვიყავი, შხაპი მივიღე და საგულდაგულოდ ავარჩიე ტანსაცმელიც,ამ დროს ტკივილებს შორის ინტერვალი ოთხი წუთი იყო, სკაიპზე დავაწერე მივდივარ მეთქი და ნუცას რომ არ ეკივა ალბათ კიდევ კაი ხაი ვიჯდებოდი კომპთან.ნუცამ ხელი დაავლო ჩემ ჩანთას, რომელშიც სამი კვირის წინ ჩავალაგე საჭირო ნივთები, დისკიც კი სადაც მხიარული სიმღერები ჩავწერე, მითხრეს სამშობიარო ბლოკში აუდიო სისტემაც აქვთო... და გავწიეთ საავადმყოფოსკენ
No comments:
Post a Comment