Paჯები

Tuesday, September 7, 2010

childbird part I

შობა და ახალი წელი გერმანიაში ისე სწრაფად დადგა, რომ კალენდრისთვის თვალის შევლებაც კი ვერ მოასწრეს. ბოლო სანთლის 
ანთების შემდეგ თოვა დაიწყო და ორი კვირა არც გადაუღია, მაგრამ არავინ ერიდებოდა  გარეთ გამოსვლას,პირიქით ყველგან მხიარული სახეები შეგხვედბოდათ, პატარა და დიდი სახლები ერთანირად იყო თოვლში ჩაფლული, ცაზე კი იმის მანიშნებელი არავითარი ნიშანი არ იყო რომ მზე ოდესმე იკადრებდა ცაზე გამოჩენას, დიდი სიხარულის მიუხედავად გულში ცოტათი მაინც უჩიოდნენ დიდთოვლობას და მაქნანებით სიარულსაც შეძლებისდაგვარად ერიდებოდნენ...
-სასწაულია! ნახე რას გიჟობს ამინდი!-ფაჯრის მინაზე ცხვირმიჭყლეტილმა ვთქვი და ფიფქებს გავუღიმე-თეკლე, მამიდ, მოდი რა განახო...
ბუხრის წინ, სავარძელში ნუცა იჯდა კალთაში ქერათმიანი პატარა გოგონა ესვა და ეთამაშებოდა, დაძახებაზე ჩამოხტა და ჩემთან მოირბინა
-მაინც ვერ ვხვდები მამიდას რატო ეძახით ერთმანეთს
-რავი, ელეზე რომ ვარ მიჩვეული... ვაი წელი-ფანჯრის რაფაზე დავსვი პატარა 
-თე ნახე როგორ თოვს გარეთ, გინდა ეზოში გავიდეთ?
ბავშვმა დედას გახედა და ძლივსგასაგონად წაიჩურჩულა-ჰო
-აბა, სუ ეხლა, რა დროს გარეთ გასვლაა იყინება ყველაფერი, მოინდომეს ეხლა-შემოგვიბღვირა ნუცამ ორივეს
-გახა დედა, სენ ალა მანი დედა მიკალს მე-მოიბუზა პატარა და ჩამეხუტა
-ჰა ჰა ნუც გაიგონე, შვილი წაგართვი...-ავხითხითდი 
-ისე ხომ რას ამბობ სულ ჩემთან იყო- გაიღიმა ნუცამაც -შეთან არაა დღეც  და ღამეც?!
-დეიდა ნინა გამოუშვით თეკლა გაერთ რა გეხვეწებიიით....-ყელი გამოვიღადრე 
-ჯანდაბას თქვენი თავი, სადაც გინდათ იქ წადით
-თე ხომ გაიგე, მიდი ქურთუკი, ქუდი და ხელთათმანები მოიტანე და წავედით
ბავშვმა მაკოცა და კიბისკენ გაიქცა
-დიდხანს გარეთ არ იყოთ არ გაცივდეთ
-კარგი დედიკო-მოვეხვიე  კისერზე და ვაკოცე
თეკლემაც მალე მოირბინა, რომ ვაცმევდი ბავშვი ჩემს გაბერილ მუცელს ჩაეხუტა
-მანი, პაწია დაიკო ლოდის უნდა მომიკანო?
-ვინ გითხრა რომ დაიკო გეყოლება?
-ლიჩმა და მამიკომ...
-ჩავუწყვიტავ ორივეს ხმას-გაიცინა ნუცამ
-აუ ნი, ორი წლის ბავშვი, ასეთი ლაქლაქა და ასეთი ჭკვინი ჯერ არ მინახავს
-და მერე ვისგან აქვს ნასწავლი თუ არა თქვენგან?!-საქსოვს დაწვდა ნუცა
-გოგო რა ბებერი ქალივით დაჯექი, წამო რა გავერთოთ ცოტა...
-კაი რა,არ მინდა გუნდაობა...
-მაგას არც გთხოვ, წამო „დედ მაროზი“ გავაკეთოთ
-მეზარება მარ რა...
-წამო დედა ლა...-გაიკრიჭა თეკლეც
-სამნი გთხოვთ ხომ ხედავ, წამო რა...-გადავუგდე  ქურთუკი
-თქვენ  ხომ კაცს არ მოასვენებთ-ნუცამ ზოზინით,მაგრამ მაინც ჩაიცვა,მაგიდაზე დადებულ ფოტოაპარატს დაწვდა და კუდში მოგვყვა
გინეკოლოგთან მე და ნუცა წინა დღით ვიყავით, ბოლო ანალიზებზე, ყველაფერი კარგად იყო, რვთის წყალობით, ოთხი-ხუთი დღის მერე გველოდნენ საავადმყოფოში, ამიტომ არ მივაქციე ყურადღება იმ დღეს ატკივებულ მუცელს, თუმცა ეს ჩვეულებრივ ტონუსის ტკივილს არ გავდა, ამიტომაც არავისთვის არაფერი მითქვამს და მეც ვცდილობდი არ შემემჩნია, ყავისფერ, ყვავილებიან უგებს რომ ვიცმევდი შემოსასვლელში, ერთი შეტევა კიდევ მქონდა ძლიერი იყო და ჩავიკეცე
-მარ რა იყო?-შეშფოთებული შემომეშველა ნუცა ადგომაში
-არაფერი ნუც, ფეხის მორტყმა მოუვიდა ძალიან-ნაძალადევად გავიღიმე და საუბარი სხვა თემაზე გადავიტანე-დღესაც გვიან მოვლენ ალბათ...?!
 -როგორც ჩანს, იცი როგორ მინდა დღე ისე დაღამდეს ეგენი რომ სახლში იყვნენ, იზის და ვინსს თავში ქვა უხლიათ სადაც უნდათ იქ იარონ,მაგრამ კრისი და რიჩი უკვე ძალიან მაბრაზებენ,მგონი თეკლას საერთოდ დაავიწყდა მამამისი როგორია
-ეხლა შენ ნახე მამაც მე თუ დამიძახა-გავიცინე,თოვლს დავავლე ხელი,სწრაფად დავამრგვალე და ნუცას გავუქანე
ნუცა გაუგებრად ჩლიფინებდა და თოვლს პირიდან აფურთხებდა
-ტფუ, ტფუ... გოგო შენ რა გადაირიე?მანაც მესროლა გუნდა, თუმცა გაუგებარი მიმართულებით გაფრინდა
-არც გაბედო ნუცა,არ შეიძლება ხო იცი?!...ჰე რა მაგარია მე ბავშვი მაზღვევს-ხელი მოისვა მუცელზე
-ზამთარი, ჯერ ისევ წინაა, ბავშვს რომ „გამოჩეკ“ შუაზე უნდა გაგხიო გეფიცები
   ასეთი დიდი თოვლი ლონდონშიც იშვიათობა იყო ხოლმე, თან სველი თოვლი იყო და გუნდებიც ადვილად კეთდებოდა, თეკლე სიხარულით სულ გადაირია, თოვლის კაცი მასზე გაცილებით დიდი იყო და სულ დაიშოკა „ჩემი მამიკოა, ცივი მამიკოო“. ბოლოს ნუცა სახლში შევიდა, ბუხრიდან ნაკვერჩხლები, სამზარეულოდან დიდი სტაფილო და საკუჭნაოდან დიდი ვედრო მოიტანა, თხუთმეტ წუთში თოვლის კაცი მზად იყო და სიმპატიურადაც გამოიყურებოდა. ბოლო აკორდი, სახელის დარქმევა იყო, ერთ სახელზე ვერ შევთანხმდით და დიდ მუყაოზე მარკერით დავაწერეთ:“რიჩი, კრისი, მამა“ ამით დამთავრდა მისი ნათლობაც, მერე სურათები გადათიღეს და შემცივნულები შევვარდით სახლში, თეკლემ ცოტა მძიმედ გადაიტანა „მამიკოსთან“ განშორება, მაგრამ როცა იგრძნო როგორ თბილოდა სახლში მაშინვე შეწყვიტა ტირილი.
ისევე თოვდა ღამეც, თან ამას ისიც დაემატა რომ შუქები ჩაქვრა... ბუხრის წინ, სავარძლებში ჩაფლულები ცხელ ჩაის ვწრუპავდით, თეკლეს ჩემს კალთაში ეძინა მუცელზე ჩახუტებულს
-ნუც ასეთი ღამე კაი ხანია არ გვქონია... ლონდონი გახსოვს? როცა თოვდა, ღამე „სოჩიკს“ რომ ვყრიდით ხოლმე და ჩაის ჭიქებით ხელში ბუხართან რომ ვისხედით... რა დებილები ვიყავით არა?
-კი, დებილები ვიყავით. დებილები ვიყავით მაშინაც ჩვენი ცხოვრება ამ იდიოტებს რომ დავუკავშირეთ, რათ მინდოდა გათხოვება ქმრის ნახვა მარტო ტელევიზორში შეგვეძლებოდა, ასე ხომ შეყვარებულობის დროსაც ვნახულობდი, თვეში სამჯერ, ზოგჯერ ვერც ვგებულობ რა დროს მოდის ხოლმე
-ღირსები არ იქნებიან ხმა რომ არ გავცეთ?
-მე მართლა არ გავცემ ხმას...
-არც მე!
-ნუც მე რომ წავიდე მარტო ხომ არ შეგეშინდება? რაღაც ვერ ვარ... თან იცი რა გამწარებით მირტყავს ფეხებს? მტკივა მუცელი...რაღაცნაირად- რამოდენიმე წუთის მერე ვთქვი მე
-ხო დაისვენე, თეკლე აქ დააწვინე დივანზე, მაღლა რომ გაეღვიძოს ვაითუ შეეშინდეს
-ნუც იცი მეშინია..
-სიბნელის? სულელო, მოიცა როდის აქეთ გეშინია?-გაიცინა
- სიბნელის კი არა  მშობიარობს... რამე რომ გაუჭირდეს ან ჭირდეს ბავშვს?
-შენ შიგ ხომ არ გაქვს? რა უნდა ჭირდეს? ყოველთვის ცუდზე რატო ფიქრობ? ნარკომენბი ან ავადმყოფები რომ იყოთ მაშინ გექნებოდა სანერვიულო, შენ იმასაც იძახდი ბავშვი რომ არ გამიჩნდესო, მაგრამ ხედავ? ღმერთის წყალობით ბავშვი ჯანმრთელი იქნება და მოეშვი მაგაზე ფიქრს...
-შენც ძალიან კარგად იცი რომ შიგ კაი ხანია რაც მაქვს... მეორეც, რა იცი რა ხდება მშობიარობის დროს... რომ ვერ გავუძლო და მოვკვდე, რიჩს და პატარას ხომ მიმიხედავ?
- დაახვიე ეხლა საწოლში თორემ შემომაკვდები-გამომიქანა ბალიშიმ

No comments:

Post a Comment