Paჯები

Monday, September 27, 2010

ABOUT MARU... AGAIN

ყველა ვინც მიცნობს იცის ვინ ვარ მე.
ყველა ვინც არ მიცნობს შესაძლოა ეხლა გამიცნოს.
ვწერ ჩემზე. ეს არაა ავტობიოგრაფია, ესაა რაღაც მეზე.
მარუ ვარ კილაძე, ეს პირველ რიგში, 24 წლის, დაოჯახებული და ერთშვილიანი.
მეუღლე რიჩი და შვილი უილიამი რომელიც ჯერ 3 თვისაა.
ოდესღაც ვიყავი ძალიან რიჟა, ახლა მხოლოდ ჟღალთმიანი, დედისგან ბოძებული თაფლისფერი თვალები ისევ მაქვს. მხიარული გიჟქალა ხარო მეუბნევიან, რიჩისთვის საყვარელი ქალი ვარ, უილიამისთვის ჯერ მხოლოდ დედა. მეგობრებისთვის კარგი მეგობარი ვარ-ვგონებ. მშობლებისთვის კარგი შვილი ვარ, ცოტა თავქარიანი მაგრამ მაინც საყვარელი, ჩემი დისთვის ბებერი და ვარ, რომელსაც რა ეჩქარებოდა რომ თხოვდებოდა 23 წლისა და ასევე ბებერი ქმარი ყავს.
დედამთილისთის მონატრებული რძალი ვარ, საყვარელი შვილის ცოლი და შვილისშვილის დედა
მამამთილისთვის "ჩემი მარუ" ვარ.
მეზობლებისთვის "უმეზობლო" მეზობელი ვარ;
ჩემი თავისთვის მე ვარ, მეს ძებნაში დაკარგული, უილიამის გაჩენით ნაპოვნი და რიჩის სიყვარულით დამტკბარი;
ისეთი არაფერი ხდება ჩემს ცხოვრებაში. სამი თვის წინ შვილი გავაჩინე და ესაა ბოლო სიახლე;
გუშინ აღმოვაჩინე რომ მეტის კეთება შემიძლია და ამის საშუალება არ მაქ, დრო მიდის და მე უკან ვრჩები. მაგრამ მერე უილიამმა თავისი უკბილო პირი რომ დააღო და გულიანად გამიცინა, მივხვდი რომ ცხოვრებაში ერთადერთი ბედნიეერბა მევე მივანიჭე ჩემს თავს, მისი გაჩენით. ესაა ის რის გამოც ღირდა ჩემი ცხოვრება.
რიჩი მყავს კიდე (ბებერი ქმარი) როცა გავიცანი უკვე ვიცოდი ჩემი ქმარი მხოლოდ ის თუ იქნებოდა და ამ კაცის ძებნაში , მის გასაცნობად ვიარე 18 წელი ამ დედამიწაზე, იმისთვის დავიბადე რომ მერე 2011 წლის ნოემბერში გამეცნო, 2016 წლის 18 ოქტომბერს ცოლად გავყოლოდი და 2018 წლის 25 იანვარს ზუსტად ღამის სამის ნახევარზე ჩემი მუცლიდან გამომძვრალი უილიამის ტირილი გამეგო.
ამის დაწერა მინდოდა.ვინც მიცნობს იმათთვის ახალი არაფერია და ვინც არა, ცოტა რამე მაინც გაიგეს ჩემზე

No comments:

Post a Comment