Paჯები

Monday, September 27, 2010

child-bird part III

რამოდენიმე წუთში ბერლინის გზატკეცილზე ნაცრისფერი ლენდ როვერით მივქროდით. მე ტკივილს უკვე ვეღარ ვუძლებდი, ვეღარც მშვიდად ვსუნთქავდი და ხანდახან ვკიოდი კიდეც.
ნუცა მხრებში ჩამფრენოდა, რიჩს ხელები უკანკალებდა, საავადმყოფოში დარეკა პალატა გაემზადებინათ, მერე მთელი ხმით დაიყვირა მამა ვხდებიო და დაასიგნალა.
წინასწარი მომზადებების მერე, რაღაც სლიკინა მწვანე ხალათი ჩამაცვეს, საკაცეზე დაწვენილი სამშობიარო ბლოკში წამახრიგინეს
რიჩმა-მარ ადვესწრები მეც რა... ცოდო ხარ...
მე თავი გავიგიჟე არა მეთქი
ექიმიც ჩემს მხარეს იყო-წადი დერეფანში სიგარეტი მოწიე ინერვიულე, რა იყო არ მანდობ შენს შვილსო?
რიჩმა-არ ვეწევიო
-მაშინ რაც გინდა ქენი ოღონ თავიდან მომშორდი-ო
რიჩმა ისეთი თვალებით შემომხედა-აბა მარუ მე რა ვქნაო, მაპატიეო.
უკვე მეშინოდა მეთქი მოვკვდები და ვსო, თავზე ცუციკა მედგა, თავთით ანესთეზიოლოგი მეჯდა მართობდა და მამაშვიდებდა, იმან ჩამირთო სიმღერები.
Raunchy თ დაიწყო ყველაფერი...... დაიწყო და რა დაიწყო, შემცივდა, ამაკანკალა, ჩემი ქურთუკი მომენატრა, რიჩს რომ ხელში ეკავა, შემეცოდა ჩემი ბუსხი მარტო იდგა მეგონა გარეთ, მაგრამ მალევე მოსულან თურმე დანარჩენებიც ხუთ ათ წუთში.
მერე რაღაც დროის მანძილზე ტკივილმა ლამის გამაგიჟა ვიღაც მიყვიროდა ღრმად ისუნთქეო მაგრამ არ გამომდიოდა, ნუცას ცალი ხელი ჩემს შუბლზე ედო, კარდიოგრამისკენ იყო მიბრუნებული და სულ ყვიროდა
-ერთი, ორი, სამი აი ეხლაა...
მე რაც ძალა მქონდა ვიჭინთებოდი, თვალებში მიბნელდებოდა, მუშტები ისე მქონდა შეკრული ფრჩხილები კანში ჩამერჭო.
-ერთი, ორი, სამი... წავიდა!
ჩემს მუცელში რაღაცა გამუდმებით მოძრაობდა... უკვე აღარ ვყვიროდი, მთელი ხმით ვტიროდი ცრემლები ღაპა-ღუპით მცვიოდა, ბოლოს მარტო ნუცას ხმა მესმოდა გაბმულად რომ იძახდა
-ერთი, ორი, სამი...
შორიდან გავიგონე ვიღაცამ რომ თქვა -სწრაფად! მისტერ ვილსონს დაუძახეთო
-ოღონდ კაცი არა!-განწირული ხმით დავიყვირე, ყველამ გაკვირვებით შემომხედა
-შენ რა შეიშალე, მაგაზე ფიქრის დროა ეხლა.... ცუდათაა საქმე ქირურგი უნდა ჩაერიოს, თუ არა და პატარა მოკვედბა...-ექიმმა თქვა
შეწინააღმდეგებისბ თავი არც მქონია, ტირილი დავიწყე, მრცხვენოდა, თვალები დავხუჭე ის კაცი რომ არ დამენახა და სიმღერას ავყევი მისი ხმა რომ დამეფარა
-ერთიც და მოვრჩით-იმ კაცის ხმა იყო.
რღაც ჩამწყდა მუცელში, უცებ მოვეშვი, მივხვდი ყველაფერი დამთავრდა, მარტო იმას ვთხოვდი ღმერთს პატარა კარგად იყოს მეთქი.
25 იანვარს ზუსტად ღამის სამის ნახევარზე დაიბადა უილიამ სტრინგინი John Lennon-ის Oh! yoko-ზე.
ინტენსიურში გადავუყვანივარ ექიმს, იქ საშინელი კანკალი დამწეყბია, სულ "დამაფარეთ"-ვიძახდი, ექიმმა გაუვლის ჩვეულებრივი მოვლენააო, რიჩი გადარეულა ჩემ ცოლს ცივა და თქვენ არ აფარებთ საბანსო?.... ხუთი საბანი ერთად დაუფარებია.
საშინელმა მუცლის ტკივილმა გამაღვიძა. გამიკეთეს გამაყუჩებელი, მერე კიდე გამიკეთეს, მეორე დილასაც და პალატაში გადამივანეს. არც ერთი გარვიძებისას რიჩისთვის, მარტო ნუცა ვნახე ერთხელ რომელიც დაბანა-მოწესრიგებაში მომეხმარა. მესამედ დღის ორ საათზე გამეღვიძა, ჩემი ექიმი იყო პალატაში ფრაუ ნანსენი. ბავშვი მაანხეთ მეთქი, ის კიდე უარს მეუბენოდა, მეთქი რამე ხო არ ჭირს და გავჭედე, ლამის იტერიკაში ჩავვარდი.
ნანსენმა ეტლით მიმიყვანა ვიტრინასთან
-აი ამ ოთახშია შენი შვილი, თუ ნახვა გინდა ადექი და შენით შედიო. გამიჩალიჩა რომ ფეხზე ავმდგარიყავი, ავდექი რა თქმა უნდა :) ძაან წვალებით, ისე მეტკინა მუცელი ვტიროდი, მარა მაინც ავდექი და საანხევროდ წელში მოხრილი შევედი და იწვა უილიამი ინკუპატორში, პირში ზონდთ, ამ ზონდით აჭმევდნენ, კინაღამ მოვკვდი რომ დავინახე ჩემი შვილი ასე რომ ვხედავდი საცოდავად მარტო, მუხლებზე დავიჩოქე და მინას ვკოცნიდი, ვიღაც კაცმა ხელზე მაკოცა და მითხრა-ყველაზე მაგარი გოგო ხარო, ჭაღარა იყო სათვალიანი, წვერებით, ლამის მოვკვდი სირცხვილით რომ მითხრა ვინც იყო, მერე უცებ მოვწყდი, კუნთები ისევ მომიდუნდა და გონება დავკარგე.
ამჯერად ტიტების სუნმა გამაღვიძა. მახსოვდა ზამთარი რომ იყო და გამიკვირდა. თვალები გავახილე, ჩემს თავთით კომოდზე, ლარნაკში ტიტების დიდი თაიგული იდო, ჩემი და რიჩის ტელეფონი აიპოდი სალფეტკები და წყალი.. ბუსხუნას ჩემი ხელი ჩაებღუჯა, თავი საწოლზე ედო და ეძინა, ღამის ლამპები აენთოთ, კედელზე დაკიდული საათი თორმეტის ნახევარს აჩვენებდა. ხელი გავითავისუფლე(შეხვეული მქონდა ორივე ხელი)და რიჩს თავზე გადავუსვი. გამოფხიზლდა.
-მარ, მარუს გაიღვიძე?-გამიღიმა და ჩამეხუტა-მომენატრე პატარავ....-თვალებში ჩამაშტერდა-უი არ გჭირს თვალებზე?
-რა, რა მჭირს?
-ჩასისხლიანებული გაქვს სულ
-ხო ეგ მასე უნდა იყოს....პატარა ნახე?ნახე რა საყვარელია? ჩემი პატარა-მივაყარე, ჩავეხუტე და ტირილი დავიწყე
-მარ, მარ დამშვიდდი, ნუ გეშინია ყველაფერი კარგადაა, ჯანმრთელია, ოღონდ ესაა დედის რძე და სითბო აკლია... მე სულ მასთან ვარ ხოლმე.
-ბუსხ ნახე? მე მოგიგე! უილი დაიბადა და არა ელი?
-ხო მომიგე-გაიცინა-გუშინ თეკლე იყო შენს სანახავად, გვერდით დაგიწვა, გკოცნიდა და გეფერებოდა, მერე დაეძინა
-მართლა?! მომენატრა თეკლეც, პატარა მათხოჯი. ნუცა სადაა?
-ეხლახანს წავიდა სახლში ბიჭებს ვახშამს აჭმევს და მერე მოვლენ ყველა, შენ როგორ გრძნობ თავს?
-უცნაურად, ქვემოთ ყველაფერი მტკივა ძუძუები დამებერა, ხელები მტკივა და ისევ სუსტად ვარ.
-ხო აბა სამი დღეა საჭმელი არ გიჭამია, ვეტყვი ექთანს და მოგიტანს, პატარასაც მალე მოგიყვანენ
ხუთ წუთში დაბრუნდა უკან
-არც კოკა-კოლა, არც სენდვიჩებიო... მარ ჩემზე ისევ გაბრაზებული ხარ? გპირდები აღარ გაწყენინებ
-ხო, განმეორდება და მეორე დღესვე მე და უილი ლონდონისკენ დავაწვებით. ეხლა ჩამეხუტე, იცი როგორ მომენატრე?
-მეც მომენატრე
-ვიცეკვოთ?
-რაა? გადაირიე?
-ნწუ, სულაც არა, ხომ გითხარი მომენატრე მეთქი?!
-თუ მაგის თავი გაქვს ოკეი... მისის სტრინგინ თქვენთვის us5 შეასრულებს სიმღერას "One Night With You"
ძლივს ჩამოვბობღდი საწოლიდან, ფლოსტებში წავყე ფეხები და რიჩს ჩამოეკიდე კისერზე
-"I dont wanna put no chains on you, I just wanna be here loving you, Cuz you touch me in the place, One That puts a smile right on my face...
დაიწყო რიჩმა და გულში ჩამიხუტა
-კილაძე მოვიყვანე!-თქვა ექთანმა და უცებ გაჩუმდა, არ მოელოდა ასეთ სცენას, ბავშვთან ერთად კუთხეში, სავარძელში ჩაჯდა და ჩვენთვის ხელი არ შეუშლია
P.S.უი, უილიამი სამშობიაროში ჩემს გვარზე იყო, სანამ მამიკომ დაბადების მოწმობა არ გაუკეთა)
გარეთ ისევ თოვდა, ფანტელები ლამპიონების შუქზე ცეკვავდნენ, პალატაში რიჩი მე მიმღეროდა და ცეკვაში აკომპანიმენტს მიწევდა, ცისფერ ტანსაცმელში გახვეული უილიამი ექთნის ხელში თვალებს კუსავდა, ლარნაკში ჩაედბული ტიტების თაიგული ისევ აფრქვევდა გაზაფხულის სურნელს.... ზამთარი იყო...

მას მერე უილიამი ერთი წამითაც არ დამიტოვია მარტო, სულ ჩახუტებული მყავდა, ხან დებილივით მეტირებოდა რომ ვუყურებდი, იმ დღეებში მივხვდი რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალა, მთლიანად უილიამის გახდა, არავინ და არაფერი მახსოვდა იქ მის მეტი, ერთადერთი რიჩი მენატრებოდა ძალიან და ვგრძნობდი რომ მე ის ყველაზე ბედნიერ კაცად ვაქციე და მართლა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მივხვდი რომ ეს ორი კაცია ჩემი ცხოვრების აზრი. აქამდე რომ მეკითხებოდნენ ბედნიერება რა არისო არ ვიცი მეთქი ვამბობდი, ეხლა კი ზუსტად ვიცი რომ რიჩი და უილიამია ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება

No comments:

Post a Comment