Paჯები

Thursday, August 26, 2010

old story part I

რიჩს პირველად რომ შევხვდი 18 წლის ვიყავი, berlin philharmonic-ის სცენაზე ამიყვანა და მე სულელს გული წამივიდა, მერე კულისებში შეხვედრა სულ რაღაც ნახევარ საათს გაგრძელდა და ეს იყო, მეორე დღეს მე და ნუცა ლონდონში წავედით და რიჩს სულ დავავიწყდი, მე კი არა, აბა რა დამავიწყებდა?!
ერთხელ მაღაზიაში რომ შევდიოდი ბიჭი დამეჯახა, ათასი ბოდიში მომიხადა და კაფეში დამპატიჟა, ხვეული თმები ქონდა, აჩეჩილი, დიდი ტუჩები, მაშინვე რომ მიგიზიდავენ ისეთი, აწყლიანებული და გაწითლებული თვალები, თითქოს ქლორიან აუზში ებანავოს, სახეზე კი ძალიან თეთრი იყო, შევხედე თუ არა მაშინვე მივხვდი საიდანღაც მეცნობოდა
-აარონი-გამომიწოდა ხელი, ჩამთბარ კაფეში პატარა მაგიდას რომ მივუსხედით
-მარუ, სასიამოვნოა-გავუწოდე მეც ხელი
-იმედია მაპატიე-გაიხადა დუტის ქურთუკი
-კი, უკვე აღარ მახსოვს...-გავიღიმე
-24-ის ვარ შენ?
-20
-სწავლობ?
-კი, თან ვმუშაობ
-კარგია
საუბარს დიდხანს შევყევით, კედელზე ჩამოკიდულმა საათმა თერთმეტჯერ რომ ჩამოკრა, წასვლა გადავწყვიტე
-გინდა ჩემი მანქანით მიგიყვან-აარონმა ჩემი ქურთუკი მომაწოდა-შორს ცხოვრობ?
-არა  აქვე, სტამფორდზე, მაგრამ ჩემით წავალ, დიდი მადლობა
-კიდევ შევხვდებით?
-თუ მოინდომებ შეიძლება-მაცდურად გავიღიმე
-ხვალ გცალია?
-ჰმ... სამიდან ექვსამდე მარტო
-კარგი მაშინ შევხვდეთ
-სად?
-სადაც იტყვი
-სააბატოსთან, ბოლო ლექცია მანდ მიტარდება და...
-კარგი სამ საათზე მანდ ვარ
ლოყაზე მაკოცა და ტაქსის კარი გამიღო
ერთი სული მქონდა მეორე დღე როდის გათენებოდა, ნუცას ძალიან გაუკვირდა ასე მალე რომ დავთანხმდი ბიჭს შეხვედრაზე, მაგრამ დავარწმუნე, ისეთი ბიჭია ვერც შენ ეტყოდი უარს მეთქი, მართლაც იმ ბიჭის სახეს რომ წარმოვიდგენდი თვალები მებლიტებოდა, ისიც კი ვიფიქრე მას შეეძლო ჩემთვის რიჩი დაევიწყებინა
მეორე დღეს, სააბატოს წინ ღობეზე მიყუდებული რომ დავინახე, გული ლამის გამისკდა, მანაც შორიდანვე დამინახა და ხელი დამიქნია
გუშინდელზე უკეთესად გამოიყუერბოდა, მუქი ჯისნი ეცვა, კედები, ტომი ჰილფინგერის სვიტერი (გულზე მარკა ქონდა ამოქარგული და დამამახსოვრდა:)) და ტყავის ქურთუკი
-ჰეეი, როგორ ჩაიარა დღემ?-გადამკოცნა
-ისე რა, შენმა?
-მე სულ სახლში ვიყავი. წავიდეთ?
-სად?
-გავისეირნოთ სადმე....
-კარგი...
სეირნობა ცოტა გაიჭიმა, თუმცა ძალიან გავერთეთ, ექვსის  ნახევარი იყო  parlament square-ზე რომელიღაც კაფეში რომ შევედით
-მარუ, ის ... შეყვარებული გყავს?
-არა...-ძლივს გადავყლაპე ლუკმა
-არც მე-გაიღიმა
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა,მერე ის იყო აარონმა ჩემთან მოახლოება დაიწყო და ის იყო ცხვირზე მისი შეხება ვიგრძენი ტელეფონმა დამირეკა, ნუცა იყო, ისე გავბრაზდი სახლში რომ მივალ მოვკლავ მეთქი ქართულად ჩავიბურტყუნე
-მარ მეილზე ლინკი გამოგიგზავნე ისეთი ვიღაცა აღმოვაჩინე რასაც არ უნდა აკეთებდე და სადაც არ უნდა იყო მაინც ნახე-და იმწამსვე დამიკიდა ყურმილი
აარონი ისევ თავის ადგილას იჯდა წელში გასწორებული, ძლივსძლივობით ვიპოვე ჩანთაში წიგნებს შორის ჩაჩურთული კომპიუტერი.
ლინკი ფეისბუქის იყო aaron johnson fanpage, სტენდის სურათი გავადიდე და სახტად დავრჩი, ენა ჩამივარდა, სურათიდან ნაცნობი სახე მიყურებდა, საფეთქლებზე ხელები შემოვიწყე და თავი ჩავღუნე
-რა მოხდა?-ეხლა ხმაც ისეთი ახლობელი და ნაცნობი მეჩვენა
-მაპატიე, მაპატიე რა რომ ვერ გიცანი, ბავშვობაში შენზე ვგიჟდებოდი და ეხლა რატომ ვერ გიცანი ვერ ვხვედბი-ვთქვი და კომპიუტერი მისკენ შევატრიალე
ცოტა ხანს უყურა თავის სურათს  და მერე გამიღიმა
-მერე რა დაივიწყე არა უშავს, ჩემთვის მთავარი ისაა რომ არა როგორც აარონ ჯონსონს არამედ ქუჩაში გაცნობილ ბიჭს ისე მიყურებდი, მეც დამნაშავე ვარ მაშინ, იმიტომ რომ ნამდვილი ვიანობა არ გითხარი...
-კარგი არა უშავს, რაც იყო იყო...
-რომ მომწონხარ არა უშავს?
მე მარტო გავიღიმე და გავწითლდი.
სადღაც საათმა დარეკა, ტელეფონს დავხედე ექვსი ხდებოდა
სასწრაფოდ ჩავტენე ჩანთაში კომპიუტერი
-ბოდიში ახლა უნდა წავიდე, სამსახურში მაგვიანდება -გადავკოცნე და გარეთ უკანმოუხედავად გავვარდი, თუმცა ვიტრინიდან ისევ შევიჭყიტე მინას ვაკოცე ხელი დავუქნიე და გაყინულ ქუჩას შევერიე.
მას მერე აარონი აღარ მინახავს, მისი არც ნომერი მქონდა, არც სკაიპი და არც სხვა მსგავსი რაღაცა, თუმცა მისთვის აღარც მეცალა, ეს ყველაფერი ნოემბერში მოხდა, დეკემბერში რიჩი ისევ ვნახე და მას მერე არასოედს მიცდია მისი დავიწყება. ტელევიზორში ან ჟურნალში კი როცა აარონ ჯონსონის სურათს წავაწყდები, რომელიც ახლა ლონდონში ყველაზე სასურველი და სექს სასიძოა, გული სიამაყით მევსება, მას ხომ ოდესღაც მოვწონდი და ნუცა რომ არა შეიძლება უფრო სერიოზულადაც ყოფილიყო საქმე...
რიჩს კი ხშირად გადაუხდია ნუცასთვის მადლობა იმ ზარის გამო.. ეეჰ...

No comments:

Post a Comment