Paჯები

Thursday, August 26, 2010

first of all about maru

სახელი-maru
ასაკი-26
ეროვნება-ქართველი
ოჯახური მდგომარეობა-დაოჯახებული (ქმარი და ერთი შვილი[ჯერჯერობით])
საცხოვრებელი ადგილი-ხაშური, london,berlin
 ქუჩაში რომ შემხვდეთ.... მიცნობთ? არ ვიცი შეიძლება, არც ისე მაკლია ყურადრება ქალაქში გამოსვლის დროს, ზოგი მაჩერებს კიდეც და მეკითხება -შენ "იმისი" ცოლი არ ხარო? პასუხი: ოდნავი სიწითლე ლოყებზე და ღიმილი ანუ - დიახ ის ვარ. მიუხედავად იმისა რომ პატარაობაში სულაც არ მინდოდა ცნობილი გავმხდარიყავი (ჩემი დაქალებისგან განსხვავებით) მაინც ვერ ავცდი ამას, ახლაც ნერვებზე ვიწეწები სურათებს რომ მიღებენ ქუჩაში, თუმცა მაინც სასიამოვნოა შენს თავს ჟურნალის ფურცლებზე რომ ხედავ.
თმა მაქვს ჟღალი, მიყვარს ჩემი თმა, ჩემს ქმარსაც უყვარს :), თვალები ყავისფერი მაქვს (მგონი:)), ძალიან ხშირად მიკეთია სათვალე, უმეტესად რეიბანები 70-იანი წლების სტილში,ასეთი უამრავი მაქვს, უფრო სწორად გვაქვს, 30-მდე იქნება, შეიძლება ოპტიკური სათვალებითაც წამაწყდეთ სადმე...
თითქმის ყოველთვის მაცვია ბალეტკები... ჯინსის, შავები ან ფერადები, პერანგები,კედები ან სანდლები,  და შარფი, შარფი ჩემი ერთ-ერთი განუყრელი ატრიბუტია, ზაფხულობითაც კი, ვერასოდეს მნახავთ მაღალქუსლიანებზე, ერთი შემთხვევა იყო, უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე მეცვა ცეკვის დროს ფეხი გადამიბრუნდა და ფეხი ვიღრძე, მას მერე არ მცმია, არასოდეს მქონია გრძელი ფრჩხილები, და არ მსმია პომადა, მე ისევ ბავშვური ვარ, ჭრელი სამკლავურებით, დიდი ზუგზაკით, ან გრძელყურა ჩანთით რომლებზეც ბლომადაა "ზნაჩოკები" ასხმული, ყურში გაჩრილი ყურთსასმენებით და მხარზე აპარატით, ყოველთვის დავდივარ დიდი ნაბიჯებით, თითქოს სადმე მეჩქარებოდეს, ხშირად უთქვამთ-მასეთი სიარული არაა ქალურიო, ჩემთვის სულ ერთია, მე მისწორდება და რიჩისთვისაც არ აქვს მნიშვნელობა რამხელა ნაბიჯებით ვივლი, მთავარია ის მეწევა :)
ჩემი პატარა ჯერ ერთი წლისაა. william ქვია, ქუჩაში ისევ საბავშვო ეტლით დაგვყავს... ძალიან წყნარი ბავშვია, ნუცა იძახის ნაშვილები გყავთ და იმიტომაა წყნარიო-ეს იმიტომ რომ არც მე და არც რიჩს წყნარი ბავშვობა არ გვქონია, მე ყოველთვის მქონდა მუხლისთავი გადახეხილი ან შეხვეული ხელი... ასეთები ეხლაც ხშირია როცა კრიკეტს, ფრენბურთს ან ფეხბურთს ვთამაშობ =]]
ერთი სიტყვით თუ ქუჩაში თინეიჯერულად ჩაცმული"ქალი" შეგხვდათ ეს მე ვარ მარუ კილაძე, თუმცა მაინც დამაკვირდით ხელზე აუცილებლად უნდა მეკეთოს ქორწინების ბეჭედი, თუ არ მიკეთია-ვიღაცა ჩემში შეგეშალათ ;)

No comments:

Post a Comment