შეიძლება წელიწადში რამოდენიმეჯერაც წავიდნონ ტურნეში, ეს ჩვენთვის-ჩემთვის და ნუცასთვის-საშინელებაა, სახლში კაცის ხმა აღარ ისმის თუ არ ჩავთვლით უილიამის ტიტინს და გაბის გულისგამაწვრილებელ ტირილს (ჯერ სულ 3 თვისაა), თავიდან მათი წასვლა რაღაც საშინელება იყო ხოლმე, ეხლა ნელ-ნელა შევეჩვიეთ, პლიუსებიც აქვს ამას ხო იცი... ოჯახიდან ოთხი კაცი ერთდროულად ქრება, ანუ არავინ გირევს სახლს, დილაობით არ დგას აბაზანებთან რიგები, არ გიწევს დილით რვა საათზე ადგომა რომ სადილი მოამზადო, შეგიძლია ისიამოვნო სახლში გამეფებული სიჩუმით, დილაობით არ მაღვიძებს რიჩის ხმა კარადიდან
-მარუს ჩემი შარვალი სადაა?-არ გინდა გაიგო რომელ შავალზე ამბობს?!უამრავი აქვს
-მაიკა?
-ვიცი რომ კარადაშია, მაგრამ რა ადგილას?
-აბა სადაა? კაი მე ვიპოვი დაიძინე...
არადა უკვე გამოფხიზლებული ვარ, რამოდენიმე წუთის მერე ტანსაცმლით ხელში დაგაგება თავზე
-მარ დამიუთოვე რა... -თან წარბქვეშიდან მიყურებს და იღიმება...
არ მიწევს დღეში 1000 ჭიქა ყავის მომზადება
არავინ ზის კომპიუტერებთან ჯოისტიკებით ხელში და ფეხბურთს არ თამაშობს, ხან რაღაც გაუგებარ თამაშებს, სადაც ერთმანეთს ხოცავენ და სხვა და სხვა ოთახებიდან შიგ და შიგ ბიჭების განწირული ხმები ისმის -არ მომკლა კრის თორემ გაგიხევ თავს; -შე დებილო, ვინს მიიხედე შენს უკან ვდგავარ...:))))
ტურნეებში ყოფნის დროს ყველაზე სასიამოვნოა მესიჯები, სტატუსები ფეისბუქზე და თვითერზე, შეყვარებულობის დრო მახსენდება
-მიყვარხარ, მეანტრები, ერთი სული მაქვს როდის გნახავ...
-გათენდება, დაღამდება, გათენდება და უკვე შენთან ვარ
მინუსები:
მარტო ძილი მიჭირს, მიუხედავად იმისა რომ უილიამს ჩემთან ვაწვენ ხოლმე, მაინც ჩვენი საწოლი ისეთი დიდი და ცარიელი მეჩვენება...;
საღამოობით ვერ ვსვამთ ხოლმე ჩაის ერთად;
არავინ მეძახის მარუ-ს ისე თბილად როგორც რიჩი
ოღონდ აქ იყოს და ყოველ დილით მეძახოს კარადიდან, ვუუთოო ტასნაცმელი, ვუკეთო ბიჭებს სადილი და 1000 ჭიქა ყავა, ამირიონ სახლი, ითამაშონ გაუგებარი თამაშები, უყურონ ფეხბურთს, ოღონდ აქ იყვნონ, ჩემი ქმარი გვერდით მყავდეს, ჩემთან ერთად დალიოს ჩაი, მელაპარაკოს, მომეფეროს, მაკოცოს, და სულაც არ მინდა არც მესიჯები, არც ტურნეებიდან ჩამოტანილი საჩუქრები, არაფერი არ მინდა ოღონდ აქ იყოს, მომეანტრე რიჩი
დაღამდება, გათენდება და აქაა...


No comments:
Post a Comment