Paჯები

Wednesday, January 26, 2011

უსახელო ნაწილი IV


XIV.
„ისევ თოვს... მართლა მიკვირს, ძალიან, თანაც ულამაზესად თოვს, თეთრი, ფუმფულა ფიფქები ბამბასავით ედება მიწას, ჩვენ ისევ ინგლისში ვართ. მე ფანჯრის რაფაზე ვზივარ, ვიყურები დაორთქლილ მინებშჲ, ვუყურებ როგორ ბარდნის, მარი პუფში ზის ბუხრის წინ, კოკა-კოლას სვავს  და რაღაცას წერს. მას მერე რაც US5 ჩვენთან იყო, ანუ შობის მერე მარი ძალიან შეიცვალა, მართლა არ ვიცი რა ილაპარაკეს შობის დილას მარიმ და რიჩმა სამზარეულოში, მაგრამ ცხადია ისეთი რაღაც მოხდა რამაც მარი ძალიან შეცვალა. არ ვიცი... ნუთუ აკოცა....  No! No! Incredible!  ხო რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ აღარ ტირის ხოლმე ისე ინტენსიურად როგორც ადრე... აუ, რა ხასიათი ქონდა იცით...  ბიჭებს დაინახავდა თუ არა ეგრევე ბღაოდა... ეხლა სულ იღიმის (აი ასე(კარგმოგონებაგახსენებული სმაილი)) ვეხუტუნე ამას...
                                                  25. 01.... ნუცი“
 .  . . .. . . . . . . . .. . . . .. . . . . . . . . . .

XIV.
„2014 წელი 25 მაისი.
ცოტაც და მესამე კურსსაც დავამთავრებთ. სულაც არ მინდა, მომენატრება მთელი უნივერსიტეტი. აუდიტორიის კედლები, ლექტორები, ჯგუფელები...
აპრილში ისეთი ყვითელი ნისლი ჩამოწვებოდა ხოლმე აქ გარეთ ვერ გახვიდოდი, ერთხელ დავიკარგე კდევაც.
ახლა მაისია. რა ლამაზი იქნება საქართველო, შეფოთლილი ხეები,  ქარისგან გალოკილი ქუჩები... ჩემი ქალაქიიი.... მივხვდი როგორ მომენატრა. იმას კი არ მიაწეროთ ეს მელანქოლიაო და რაღაც.... მარა, მგონი მასეა, ჰა, ჰა. მენატრება და რა ვქნა?! ყველაფერს თავისი დრო აქვს და საფიქრილი... ეხლა ამაზე ფიქრის დროა.
იცი როგორ მენატრება ბავშვობა?!  ლამაზი ფერები, სულ სხვანაირი გართობა. თითქოს თვალი დავახამხამე და უკვე დიდი ვარ. ამ მაისმა რაღაც სენტიმენტები გააღვიძა ჩემში, ამისი მიზეზი ისიცაა რომ მე ჩემი რიჩი მინდა, აღარ მაკმაყოფილებს წერილები მეილზე, ყველა ინტერნეტ ჩართვაში ჩემი მოხსენიება...ძალიან ემოციური გავხდი, ვფიქრობ რამდენიმე წელიწადში შეიძლება გავგიჟდე კიდეც. არასოდეს მეგონა, სიყვარული ასე თუ აგიჟებდა, თურმე ასეა-მე გადამრია... როცა გიყვარს, სიცოცხლე გიხარია, სულ  გინდა ‘ის’ გვერდით გყავდეს, მე კი ჩემი ‘ის’ ერთი წელია არ მინახია, მგონი მალე ვნახავ, იმიტომ რომ, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს ნუცას  ხვალ პაემანი აქვს.... კრისთან...
რა ბედი აქვს იმ ოხერს... იმედია ბიჭებიც მოდიან, ჯერ გაურკვეველია.
ზაფხულში თავიდან აქ ვიმუშავებთ, მერე ვაპირებთ ზღვაზე წავიდეთ, ანგუსი რომ გადაიღეს იმ ქალაქში. რთველისთვის მშობლიურ საქართველოში.
უფ, მანამდე დიდი დროა,უახლოეს მომავალში გამოცდები გვაქვს და ვემზადებით...
+ დღეს რიჩოს ველაპარაკე სკაიპით        - გავიგე პაემნის ამბავი და რაღაცნაირად       
                                                                           შემშურდა ნუცასი, მეც მინდა რიჩთან
                                                                           პაემანი, არადა ამის მაგივრად სახლში
                                                                           უნდა ვიჯდე და ჟაბლის ვეფერო.“


XV.
მთელი საღამო უხასიათოდ იყო მარი, გავივლიო დაუბარა ნუცას და სასეირნოდ წავიდა. გზაში წვიმამ დაუშვა და რომელიღაც ბარს შეეფარა. ლუდის დალევა გადაწყვიტა. ერთ კათხას კიდე ბევრი მიყვა, და შუაღამისას, წვიმაში გვარიანად მთვრალი მარი ქუჩაში მიაბოტებდა.
ნუცას უკვე ეძინა. ჩაბნელებულ სახლში ხელისცეცებით მიიკვლევდა გზას, ვერ მოიფიქრა შუქი აენთო და დაეტაკა კიდეც კარების ჩარჩოს
-ეე, ბიჭო ვერ იხედები სად მიდიხარ?-ჩაიბურტყუნა.

..............................................

დილა ღრუბლიანი გათენდა, თუმცა არ წვიმდა. ნუცამ რომ გაიღვიძა უკვე თერთმეტი საათი იყო. გულმა მაშინვე ბაგა-ბუგი დაუწყო. ჩამოუდიოდა გულის სწორი და პირველ საათზე აეროპორტში უნდა დახვედროდა. გოგონა გაიზმორა და ნელა, ზლაზვნით წამოდგა.
-მარი, მარი გღვიძავს?-შეუვარდა ოთახში
მარის თავი ბალიშის ქვეშ შეეყო, ტანსაცმლიანად ეძინა, მარტო კედები ჩანდა საბნიდან.
-არ დგები?-საწოლზე დახტა ნუცა-მარიიიი... მარუუუ... მარუნიააა....
მარი არც შერხეულა.
-ადე რა მალე!-ხმას აუწია გოგონამ და მარიმ ისევ რომ არ გასცა პასუხი თავი დაანება.
პიჟამით შელასლასდა სამზარეულოში და ყავის სადუღარა ჩართო. თვალები აუციმციმდა ის რომ გაახსენდა, რაც საღამოს მოელოდა.
-ახლა ალბათ უკვე მოფრინავენ-ჩაილაპარაკა და ჩაეფლო მოგონებებში.
მადუღარა გამეტებით აკივლდა, აშიშინდა, გაგიჟდა, გადაირია, დაშრა. ნუცა კი კედლის ერთ წერტილს მიშტერებოდა და ვერც გრძნობდა ოთახში დამდგარ ბუღს.
ბოლოს  მოისაზრა და გამორთო.

.............................

პირველის ნახევარზე ისევ შევარდა მარის ოთახში.
-აუფ, ამას ისევ ძინავს... მარი! მარი ადექი დროა
-ჰმმმ...
-ადე იდიოტო-აკივლდა და ბალიში ჩაარტყა გამწარებით
მარი წამში წამოხტა
-ჰა, ჰა, რა ხდება, რა დაგიშავეთ რას მირტყავთ-თვალებს აცეცებდა აქეთ-იქით
-რა დაგემართა გოგო სახეზე
-აუ რა დებილი ხარ, მეთქი რა ხდება
-სახეზე რა გჭირს?
-რა, რა მჭირს?
-დალურჯებული გაქვს. იჩხუბე?
-არ ვიცი არ მახსოვს, იცი რა მთვრალი ვიყავი.... მგონი ვიღაცას დავეტაკე და ავუხირდი
-კაი ადე წავედით
-სად?
-აეროპორტში
-არ მოვდივარ!-წყნარად თქვა და ბალიში წაიფარა თავზე
-გიჟი ხო არ ხარ? რასაა რომ არ მოდიხარ, რა პასუხი გავცე მე იმათ
-თავი დამანებე რა, არ მოვდივარ და მორჩა
ამის მერე ბევრი იყვირა ნუცამ, რომ მარი მისი დაქალი აღარ იყო, რომ თუ არ ადგებოდა ხმას აღარ გაცემდა და ა.შ. მაგრამ მარის უკვე ეძინა
-აუუუ, რა წავა მარტო, დამპალი, ჩაცმულობაც კი არ შემიფასა.
გარეთ წვრილად ცრიდა და ნუცამაც მაშინვე ბუზღუნი დაიწყო
-ესღა მაკლდა, ამისთვს გავისწორე თმები?-და კაპიუშონი წამოიფარა.
სირბილით გაიარა ტროტუარი და ტაქსი გააჩერა
-გამარჯობათ! ცენტრალურ აეროპოტში გთხოვთ
მანქანა დაიძრა. ნუცა მანქანის სველი მინებიდან აკვირდებოდა აფუთფუთებულ ქალაქს. გული კი უფრო და უფრო უცემდა რაც აეროპორტს უახლოვდებოდა.
-ნეტა რას აკეთებს ეხლა ჩემი სულელი. სულ რიჩთან შეხვედრა უნდა და როცა ესეთი მომენტი ხელში ჩაუვარდება მაშინვე უკან იხევს, ვერ გავიგე მარისი. ნეტა ბიჭები როგორ უნდა ვნახო ბიჭები ალბათ შუა აეროპორტში დგანან ფანებით გარშემორტყმული.
აი, ტაქსი გაჩერდა და ნუცი ფიქრებიდან გამოერკვა. ფული გადაუხადა მძღოლს და სწრაფი ნაბიჯით შევიდა  აეროპორტში. მაშინვე გაახსენდა დღე, როცა აქ ჩამოვიდენნ, როგორ უხაროდათ, რა მაგარი იყო.
დიდხანს ძებნა არ დაჭირვებია, ხალხთა ნაკადი დაინახა რომლებიც პოსტერებით ხელში ახლადჩამფორენილი ბიჭებისაკენ გარბოდნენ. ნუცი ბიჭებს მიუახლოვდა, კრისმაც რომ დაინახა მისკენ წავიდა თუმცა ბრბომ მასთან მიახლოების საშუალება არ მისცა. ნუცი არ ნებდებოდა. ხო და, მიაღწია კიდეც, მთელი ძალით ჩაეხუტა ათასობით კამერის წინ. მერე აეროპორტიდან რომ გამოვიდნენ ყურში რაღაც ჩაჩურჩულა, კრისი ბიჭებს მიუბრუნდა, ნუციმ კი ჩაიბურტყუნა
-ვაი, მარი ალბათ მომკლავს.

ნუცა დიდი ხნის წასული იყო მარიმ რომ გაიღვიძა, მარტოობა რამდენიმე წუთის მერე შეიგრძნო, გაიზმორა და აბაზანაში შევარდა, თვალი მართლა გალურჯებული ქონდა და გვარიანად ტკიოდა კიდეც. მშვენიერი, მზიანი დღე იყო, ეზოში, ბალახზე, ნამი ისევ ბრწყინავდა, ირგვლივ  ბილიკის გასწვრივ ჩამწკრივებული შავი კუნელის ბუჩქების სურნელება იდგა.
-აუ, ვარჯიში მინდა, სირბილი- ჩაილაპარაკა მარიმ და კიბეებზე ჩაირბინა, თუმცა სირბილის დრო აღარ იყო, პირველ საათზე უკვე ყველა სამსახურში იქნებოდა წასული, მაინც მალე გადაიფიქრა, ტელევიზორმა შეითრია, უკვე კარგად მოძველებული ფილმი გადიოდა, ზაკ ეფრონის მონაწილეობით. ფილმს პოპკორნი დაემატა და მარი პიჟამებით იჯდა დივანზე და სევდიანი თვალებით მიჩერებოდა ეკრანს. ბოლომდე ყურება არ დაცალდა, ჭიშკრის სუსტი ჭრიალი და კარზე ზარის ხმა გაისმა.
-არ დაგაცდიან სიმშვიდეში ყოფნას!-მაგიდაზე დადო მინის პოპკორნით გატენილი ჯამი და კარისკენ გაიქცა
-თქვენი პიცა მის!-პიცის სამი ყუთი გამოუწოდა თავჩაღუნულმა და კეპჩამოფხატულმა ბიჭმა.
ხმა ეცნო, მაგრამ ახლა იმან უფრო შეაწუხა რომ პიცა ნამდვილად არ შეუკვეთია... ან არ ახსოვდა..
-ალბათ გეშლებათ, მე პიცა არ...-ბიჭმა თავი აწია-ვაიმე, რიჩი- და ზედ შეახტა(თითქმის:) )-ღმერთო როგორ მომენატრე
-მეც მომენატრე-მსუბუქად მოიშორა მარის სხეული- შენზე გაბრაზებული ვარ
-ჩემზე?
-ხო! რატო არ მოხვედი აეროპორტში?
-ა, მაგიტო?ხო ვიცი, მაგრამ ისე ცუდად ვიყავი თავი ძლივს ავწიე. გუშინ ბევრი მომივიდა დალევა და...
-თვალზე რა გჭირს?
-რა ვიცი აბა... როგორც მახსოვს ვიღაცას ვეჩხუბე, მაგრამ ბიჭი ასე არ გამწირავდა არა? ჰა ჰა... კაი შემოდი, რა კარებში ჩავდექით...


No comments:

Post a Comment