Paჯები

Wednesday, October 7, 2015

მინჰო

მარუ
აწრიპინებულმა მაღვიძარამ აიძულა მძიმედ, მაგრამ მაინც გაეხილა თვალები, საათი 05:30-ს აჩვენებდა, არც ერთი დღე არ აძლევდა მოწყენის უფლებას, ღიმილი ყოველთვის სახეზე უნდა ქონოდა, რომელიც არც ისე უშნო ქონდა, სხვა თუ არაფერი ნახევარი მსოფლიო გიჟდებოდა მასზე.
 “ნეტა ეხლა ვიძინებდე” გაფიქრა და ზლაზვნით წამოდგა.
 ტელეფონის ინდიკატორი მწვანედ ანათებდა, როგორც ჩანს მესენჯერი ჩართული დარჩენოდა.
 უკანასკნელ წერილში ეწერა “კარგი, მივხვდი რომ დაგეძინა, იმედია კარგად გამოიძინებ”
 ოდნავ გაეღიმა, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა  და ორივე ხელით დაიწყო იეროგლიფების წერა “ზუსტად ის დრო იქნება  ახლა შენთან რა დროსაც ჩემთან შენი მესიჯი მოვიდა, ალბათ შენც გძინავს, იმედია მშვიდად. დილამდე!”
 სარკეში მოჭუტული თვალებით ჩაიხედა, აჩეჩილი თმა წინა დღეს გამოყენებულ უამრავ საშუალებას გაეუხეშებინა და წებოვანი გაეხადა. მალე თმა ისევ შესაღები გაუხდებოდა... ლოყებზე ხელების ტყაპუნის მოყვა და საკუთარი თავი შეაგულიანა “ვაჟკაც, დროა შხაპის მისაღებად წახვიდე”
  უკან გამოსულს ტელეფონი ისევ გამწვანებული დახვდა, “ჰმ, ღვიძავს თურმე” ჩაიცინა და სარკეში საკუთარ სხეულს მუშტრის თვალით დაუწყო ყურება, მერე წინა დღით  გამზადებული ტანსაცმელი ჩაიცვა: მომდგარი ჯინსი, ფლანელის კუბოკრული პერანგი და ლურჯი წინდები, მხოლოდ ამის შემდგომ აიღო ტელეფონი
 “არა, არ მძნავს, უკვე გაიღვიძე?”-ეკოთხებოდა გოგონა ათასობით კილომეტრის იქიდან
 “სადაცაა სამსახურში მივალ, დღეს პრეზენტაცია მაქვს”-მუქი ფარდები გადაწია და ფანჯარა გამოაღო, დღის სუსხიანი ჰაერით ფილტვები ჩაიწმინდა, მერე სიგარეტს მოუკიდა
 “ვიცი, მახსოვს, მჯერა რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის, მაგრამ მაინც გისურვებ წარმატებებს, მე საელჩოში მივდივარ გასაუბრებაზე, გუშინ გვიან დამირეკეს”
 -ყოჩაღ სწრაფად მოქმედებ!” ჩაიღიმა ისევ და ღრმა ნაფაზი დაარტყა, თითქოს უნდოდა მალე დაემთავრებინა, რომ ვინმეს არ შემოესწრო, ცალი ხელთ კი ტექსტი აკრიფა “წარმატებებს გისურვებ მეც, გამოიძინე მაშინ, მეც მივედი უკვე სამსახურში”
  საუზმედ დედის მომზადებული ბოსტნეულის სუპი და ბრინჯი ჭამა, მიაყოლა ჟასმინის ჩაი და როცა კომპიუტერის ჩართვა დააპირა კარზე ზარი დარეკეს.
 “დამხმარე იონჯი მოვიდა”-გამოუცხადა დედამ
“ასე მალე? დედი, მერე წესიერად ვეღარ დაგემშიდობები”- ჩია ქალი ჩაიხუტა და ხელში აიტაცა
 “სულელო ბავშვო დამსვი”-სიცილი დაიწყო მან და კისერზე ხელი შემოხვია “ჯობია კარი გააღო და თმები ასე აღარ შეაღებინო” აუჩეჩა თმა და აიძულა ძირს დაესვა  შვილს.
  რამოდენიმე წამში სახლი ხალხით გაივსო, დაცვის ორი ბიჭი, ერთი მეტად სასიამოვნო გარეგნობის, პროდიუსერი და მისი დამხმარე, ვიზაჟისტი გოგო, რომელიც მუშაობის მეორე თვეა გამომწვევად ჩაცმული მოდის სამსახურში და მისი პირადი ვიდეოგადამღები.
 დედამისი ყველას თავისდაკვრით მიესალმა და ყავის მოხარშვა შეთავაზა.
 ამ წამიდან მისი სამუშაო დღე დაიწყო, გაღიმება ამ დილას ნამდვილად უჭირდა, თითქოს მთელი წლის დაღლილობა ერთად დააწვა, ძილიც აკლდა, უკვე მერამდენედ გაიფიქრა - ნეტავ მართლა არქიტექტორულ ფირმაში ვმუშაობდეო.
  “ თმა ხომ არ შეგვეღება” - მოთაფლული ღიმილით ჩაულაპარაკა ვიზაჟისტმა და ფიქრებიდან გამოარკვია.
 “ჯერჯერობით ასე დავტოვოთ” -ბაკები შეისწორა და ცადა ფართოდ გაეღიმა
 “პროდიუსერო ვონ, ახალი არაფერია?”
 “როგორც შეგპირდით ერთი თვის შემდეგ ყველა შეხვედრაზე და მიწვევაზე უარს  ვამბობთ მინჰო-ნიმ, ყველა შვებულებას იღებთ”
 “ძალიან კარგია, კიას შეხვედრის სცენარი მომეცით, გზაში გავეცნობი, იმედია იქ არ მამღერებთ”
 ამასობაში სახლის დიასახლისმა ყავადანი და ჭიქები შემოიტანა.
პირადი ცხოვრების ერთადერთი ხაზი დედა ყავდა ამ წუთას, სხვა დანარჩენი მას არ ეკუთვნოდა, არც სახე რომელიც გაცრეცილიდან ნორმალური ადამიანის  ფერზე მოიყვანეს, არც სისხლისფრად შეღებილი ტუჩები და არც შუბლზე ჩამოშლილი ოდნავსიწითლეშეპარული თმა.
 “თხუთმეტ წუთში გავდივართ, თვითმფრინავი თქვენ არ დაგიცდით, მე ოფისში მივდივარ, ნახვამდის ბატონებო, ხვალ შემოგიერთდებით” -ოდნავ თავის დაკვრით დაემშვიდობა პროდიუსერი ყველას და სახლი დატოვა.


მინჰო
   მაღვიძარაზე მთელი საათით ადრე გაეღვიძა, რა დააძინებდა  როცა წინ ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ელოდა, გარეთ  უკვე გათენებული და ღია ფანჯრებიდან გვიანი გაზაფხული სუნი შემოდიოდა.
 “ვარჯიშსაც მოვასწრებ” -გაიფიქრა და გველივით გამოძვრა ქვეშაგებიდან..
 აბაზანისკენ არც გაუხედია, სარბენი ტანსაცმელი ჩაიცვა, თავისი დისთვის  სასაუზმე მაგიდა გააწყო და ქუჩაში გავიდა.
 დიდი ქალაქის  ხმაურიან მასივში ქონდა ნაქირავები ბინა, რომლის ფულსაც სტაჟირებიდან მიღებული ხელფასით იხდიდა, ნარაჩენ ათეულ ლარებს საკუთარ ანაბარზე რიცხავდა  და თვითონაც არ იცოდა რისთვის ინახავდა, რამოდენიმე ხნის წინ ეს თანხა წარმოუდგენელ ოთხ ციფრამდე გაეზარდა , ხანდახან ეგონა კიდეც ესიზმრებოდა და დახარჯვას ევრ ბედავდა.
  ორი თვის წინ, მას შემდეგ რაც ინტერნეტში ლი ჰიუსინი გაიცნო ვარჯიში დაიწყო, თითქმის სასურველ ფორმაზე დადგა ისევ. რატომღაც ჰიუსინის გამოჩენამ მის ცხოვრებაში ახალი ჰარმონია შეიტანა, ბევრი პირველი ნაბიჯიც გადაადგმევინა და შიშები დააძლევინა. უცხოელი მეგობარი, რომელსაც მხოლოდ ვიდეოზარის დროს ხედავდა, ძალიან გავდა მის საყვარელ მსახიობს, უფრო სწორად იმას ვინც აღმოსავლური კულტურების ერთმანეთისგან გარჩევა აიძულა, შეაყვარა კონკრეტული ქვეყანა და რომლის ზეგავლენითაც ერთ დღეს ჰიუსინს გადაეყარა, ერთ ჩვეულებრივ არქიტექტორს, ურომლისოდაც არც ერთი დღე არ წარმოედგინა.
 ორ საათში უკვე სამსახურში იყო, მაგიდას უჯდა და ზემდგომისათვის გადასაცემ საბუთებს  ახარისხებდა. ჰიუსინი ალბათ უკვე ლანჩზე იყო, პრეზენტაციის წინ და ძალებს იკრებდა, უნდოდა კიდევ ერთხელ ესურვა მისთვის წარმატება, ის კი ალბათ საღამომდე ვერ ნახავდა მიწერილს.
 “მარიამ, უფროსი თავისთან გეძახის” -მხარზე ხელი დაადო შუახნის სათვალეებიანმა ქალმა.
 საბუთები უცებ წამოკრიფა მაგიდიდან და გვერდით ოთახში ჩუმად შეიპარა.
 “დოკუმენტაცია მოგიტანეთ, თან მანამდე გადავხედე და მგონი კანცელარიაში რაღაც შეცდომები გაეპარათ, დავითაშვილის შესაგებელში სხვა და სხვა  მეილებია მითითებული  და რომაიძის სარჩელი საერთოდ იურიდიული დასაბუთების გარეშეა, ასეთი სარჩელი არც უნდა განიხილოს სასამართლომ…”
 “შეგიძლია ცალკე ჩამომიწერო სად რა შეცდომაა, მერე გადავამოწმებ”
 “უკვე ჩამოვწერე!”-ჩაიცინა და ფურცლების დასტაზე წებოვანი ფურცელი დააკრა
 “ყოჩაღ, ყოჩაღ, ისევ ფორმაში ხარ, დღეს რომელზე გინდოდა წასვლა?”
“ხუთზე გასაუბრება მაქვს საელჩოში, ოთხზე მაინც თუ შეგიძლიათ გამიშვათ”
“სადმე მიემგზავრები?”
“სტაჟირების დამთავრების შემდეგ სეულში მინდა, მეგობართან”
“უჰ, დიდი ამბავი ყოფილა”-ტყავის სავარძელში გადაწვა მოსამართლე - “მე კი თქვენს შტატში აყვანას ვაპირებდი”
“რა?” -ყბა ჩამოუვარდა გოგონას - “კი მაგრამ წინათ ამაზე არაფერი გითქვამთ”
“გვინდოდა სიურპრიზი მოგვეწყო, თუ არა სექტემბრამდე მოგიწევთ ცდა”
“ეს დაპირებაა?”
“როგორც ჩანს, პროტოკოლითაა განსაზღვრული შტატების მომატება, მე კი თქვენნაირი ასისტენტი მჭირდება, დანარჩენზე შემდგომ ვისაუბროთ, ეხლა თავისუფალი ხარ”


 

მინჰო
ავტოგრაფების დარიგების შემდეგაც გრძნობდა გულისგამაწვრილებელ მზერას მგზავრებისაგან, ბიზნეს კლასის მგზავრები ჩვეულებრივი ადამიანებივით იქცეოდნენ, აქ ჰაერში ხომ არავინ ზომავდა მათ თავდაუჭერელ ქცევას, თვალებზე საძილე სათვალე ჩამოიფარა და ცადა მთელი ყურადღება მაე-რის გაკეთებულ აუდიოწიგნზე გადაეტანა, რომელიც ალან პოს ყორანს კითხულობდა ინგლისურად.
 ბოლო თვეების განმავლობაში მისი ინგლისური მკვეთრად გაუმჯობესდა, ყველა ამჩნევდა ამას დედამისიც კი მადლობას უხდიდა მაე-რის რომ ის შეძლო, რაც თვითონ ვერ გააკეთა, თავისუფლად უყრებდა უტიტრო ფილმებს, გებულობდა მისი მისამართით დაწერილ  კომენტარებს ფორუმებზე, სოციალურ ქსელებში და ვერც ერთი მეგობარი ვეღარ დასცინებდა . ახლა მისი ჯერი იყო მაერისთვის მადლობა გადაეხადა.
  რაც მასთან ურთიერთობა დაიწყო, დღეში რამოდენიმე საათით მაინც გრძნობდა თავს ნორმალურ ადამიანად, არავინ უყურებდა გიჟური სიყვარულით სავსე თვალებით და ზედმეტი მოწიწებით, გოგონაც და მისი ოჯახიც ძალიან უბრალო ხალხი იყო და დედას და მამასაც ძალიან უყვარდათ მაერის ოჯახთან საათობით საუბარი, დღეს კი მასთან სტუმრად ჩამოსულ გოგონას  არქიტექტორი ჰიუსინის მაგივრად, ცნობილი მსახიობი და  მისთვის ძალიან საყავრელი ადამიანი დახვდებოდა, ალბათ ურთიერთობაც შეიცვლებოდა და მაერი ამ მგზავრებს დაემსგავსებოდა.
 








მარუ

    ჭრიალით გაიღო დიდი რკინის ჭიშკარი და მოვლილი ბაღის შუაში მდგარი სამსართულიანი თანამედროვე დიზაინის სახლით მთელი მომხიბვლელობით წარმოდგა.
 “მოვედით!” აქცენტიანი ინგლისურით გამოაცხადა მძღოლმა
 თანამედროვე ელემენტების სიჭარბის მიუხედავად მაინც მოკრძალებული სახლი იყო კორეელი დიზაინერისთვის, ეზოც თითქოს ვიქტორიანულ სტილში იყო გაწყობილი, ბუჩქებით და სხვა ნარგავებით.
 შავი მანქანა ნელა შეგორდა სახლის ქვემო ნაწილში გამართულ გარაჟში, გაჩერებისთანავე გააღო კარები თეთრ პერანგში და კრემისფერ ქვედაკაბაში  გამოწყობილმა ქალმა და  ჩვეულებდ ნაქცევი “ანიონჰასეიოთი” მიეგება.
 “ქალბატონი ბოდიშს გიხდით, გადაუდებელი საქმის გამო ჩეჯუზე გაფრინდა ქმართან, ახალგაზრდა ბატონი კი მალე დაბრუნდება, მის მოსვლამდე უნდა მოგხედოთ”
 შუა ოკეანის კუნძულზე გაფრენაზე ისე თქვა, თითქოს ქალაქის ბოლოში იყოს გასული საყდლებზე, ისიც კი არ ეგონა მძღოლი და მოახლე თუ ყავდათ სახლში
 მორჩილად დაუთმო თავისი მოძველებური ჩემოდანი ქალს და მის ფეხის ნაბიჯებს შეყვა სახლში.
 როგორც ელოდა, მაღალი ნათელი კედლები დახვდა, რომელიც სიმყუდროვეს აკარგვინედა სახლს, აქვე იყო უამრავი უსარგებლო სუვენირები, რომლითაც ცარიელი თაროები ოდნავ შეევსოთ, დიდი სასტუმრო ოთახიდან უამრავი კარი გადიოდა, ალბათ სამზარეულოში, კაბინეტში ან ამდაგვარ ოთახებში, ზემო სართულზე რძისფერი კიბე ადიოდა, მუქი მეტალის რიკულებით.
  “უარეს კრეატივს მოველოდი” - მუშტრის თვალი მოატარა ცარიელ სახლში  და კიბეზე ავიდა.
 გარკვეული დეტალები სახლისა ჩამოსვლამდე ქონდა ნანახი, ხედი მისი ოთახის საწერი მაგიდიდან, ბიბლიოთეკის მაგიდიდან, მისაღების დივნიდან, მაგრამ ასე ერთიანად მისმა ნახვამ სხვანაირი ემოციები მოგვარა, ერთი დიდი მუზეუმი იყო მისთვის, რომელიც ისტორიის საუკეთესო ნიმუშებს და მოვლენებს ინახავდა, ერთი სული ქონდა როდის ნახავდა თავად მეპატრონეს, დედას, მამას და ოფიციალურად დაიწყებოდა კორეული ზაფხული.
 

მინჰო
უკვე იცოდა სტუმარი სახლში რომ ელოდებოდა, მისდა გასაკვირად  ღელავდა, ისე არა როგორც სცენაზე გასვლის წინ, უფრო სხვანაირად, შობის დილას ბავშვი საჩუქრის გახსნამდე და ან სასამართლოში წარდგენამდე რომ ღელავენ ხოლმე.
“საღამო მშვიდობის ბატონო” კარებში მიეგება ჰეირი
“საღამო მშვიდობის, მაერი სადაა?”
“ქალბატონი ისვენებს, დავუძახო?”
“კი, სასტუმრო ოთახში დაველოდები”.
 მთელი დღის ნამგზავრი იყო, აქამდე სულ გრძნობდა ამას, თუმცა სახლში ფეხის შემოდგმისთანავე სადღაც გაქრა დაღლა, ასე არსად გრძნობდა თავს, არც ერთ ლუქს ნომერში, ან თუნდაც საკუთარ ემ ვილაში, ამიტომაც ატარებდა მთელ თავისუფალ დროს მშობლების სახლში, სანდო-დონში,  მისი ნიჟარა იყო აქაურობა, სადაც შეეძლო ჩაკეტილიყო და უბრალოდ ნამდვილი მინჰო ყოფილიყო.
 სულ ორი საათის ჩამოფრენილი იყო ჩინეთიდან და აეროპორტში გამოჭერილის სურათები უკვე აეტვირთათ ინტერნეტში, გულიანად კი უღიმოდა გარშემომყოფებს და ხელს უქნევდა.
 თეთრი დივნის სახელურზე ჩამოჯდა  და ამრეზით დაუწყო პოსტებს თვალიერება
 “აშშშ.. ყველგან ერთი და იგივე, ყველა ერთი და იგივე, ნეტა თუ არ ბეზრდებათ” ჩაილაპარაკა და ამ დროს გაიგონა კიბეებზე ჩუსტების ტყაპა-ტყუპის ხმა, თუმცა როგორც კი აიხედა მაშინვე შეწყდა...
  გაშეშებული იდგა მესამე კიბეზე, წითური გოგონა, ჯინსის კომბინეზონის ცალი პაჟი მხარზე ჩამოცურებოდა, ხელი პირზე აიეფარებინა და გაურკვეველ ხმებს გამოცემდა, “ეხლა ალბათ მოვკვდები” -ჩაილაპარაკა, მერე მოაჯირზე ხელის გაუშვებლად ჩამოჯდა კიბეზე და თავი ხელებში ჩარგო.
 “გამარჯობა მაერი” - მიესალმა ბიჭი და ფეხზე წამოდგა.
 ფეხზე წამოდგა გოგონაც, თუმცა ეტყობოდა რეალობასთან თვალის გასწორება უჭირდა, ბოლომდე ვერ წვდებოდა მომხდარს.
 “არ მჯერა რომ შენ ხარ” თქვა და გაუბედავად გადმოდგა ნაბიჯები წინ, ოთახის ცენტრამდე “ჰიუსინს არ უთქვმს რომ გიცნობს... მაპატიეთ... თავის კონტროლი დავკარგე, თქვენი აქ ყოფნა იმდენად წარმოუდგენელი და მოულოდნელი იყო... არ ვიცი...”
 “მესმის, ჩემი ბრალია ყველაფერი, არ გაგაფრთხილე.. საქმე ისაა რომ ეგ შენი ვაჟბატონი  ჰიუსინი  გატყუებდა და სინამდვილეში მინჰოა”
  “მგონი მართლა ვკვდები” თქვა და იატაკზე გაწვა “არ ვიცი რა უნდა ვთქვა, უნდა ვიტირო, თუ უნდა ვიცინო... თუ საერთოდ...”
  “საერთოდაც, ერთმანეთი უნდა გავიცნოთ!” გვერდით მიუწვა, ხელები მკერდქვეშ ამოიწყო და გაუღიმა.
  “მეგონა ინფარქტი დამემართებოდა ისე მოულოდნელი იყო, შენი აქ გამოჩენა”
  “ეხლა, ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ? მინდა რომ ისევ ჰიუსინი ვიყო”
 “ამმ... როგორი რთული იქნება წარმოგიდგენია?”
 “შენზე იქნება დამოკიდებული თორემ, ნახავ რომ დიდი განსხვავება არაა მაგ ორ პიროვნებას შორის”
 “არ ვიცი როგორ უნდა მოვახერხო... გაგიჟებას ვარ” სახეზე ხელები აიფარა და ფეხების იატაკზე ბარტყუნს მოყვა
 “გეყო, გეყო... ადე, ვახშამი მზადაა, ვჭამოთ... სხვათა შორის მე ლი მინჰო ვარ”
მარუ
ვიღაცა მთელი ძალით აკაკუნებდა კარზე, არადა ძალიან ადრიანი დილა უნდა ყოფილიყო. ყველაზე მეტად აუტანელი იყო როცა სხვა აღვიძებდა ისიც ადრიანად, ეს ყველაფერი მხოლოდ იმას მოასწავებდა რომ მთელი დღე საშინელ ხასიათზე იქნებოდა.
 “მოვდივარ! რა ჭირი გეტაკათ?” ჩაიბურტყუნა და საწოლიდან გადმოსრიალდა.
 კარის გაღებას თან მოყვა ტელეფონის ჩხაკუნის ხმა და საზეიმოდ წარმოთქმული
“Happy first morning in Korea!”
  აი... ეს გამორჩა მანამდე მხედველობიდან... კორეა... ახლა აქ ალბათ დღის ორი საათი იყო.
 კაცი, ვინც ეს ფრაზა უთხრა იდეაში მისი მეგობარი ჰიუსინი უნდა ყოფილიყო, თუმცა წინა დღით მის ადგილას სულ სხვა, ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი ტიპი დახვდა.
 ფანტაზიის არაჩვეულებრივი უნარით გამოირჩეოდა ბავშვობიდანვე, ასე ცდილობდა მოსაწყენი ცხოვრება გაეფერადებინა, იყო დრო როცა ეს ოცნებები ფურცელზეც გადმოქონდა, თუმცა მალე მობეზრდა, სანაცვლოდ ყოველთვის ოცნებობდა ძილის წინ. ძირითადად ბიჭები იყვნენ მისი ფანტაზიის გმირები, ისეთები, რომლებთანაც რეალობაში ვერაფერს გააწყობდა.
 ასეთი იყო რომანტიული ფილმების გმირი ლი მინჰოც, რომელმაც თავისი იდეალური გმირებით მოხიბლა. გოგონა მასთან რეალობაში დაახლოებასაც ცდილობდა, დაიწყო კორეულის სწავლა, სხვა ფილმების ყურებაც, სიმღერების მოსმენა, შეიტანა განაცხადი კორეის სამთავრობო გრანტისთვის, რომ იქ გაეგრძელებინა სწავლა და ინტერნეტით იქაური ხალხის გაცნობასაც მიჰყო ხელი, ზუსტად ამიტომ გაიცნო ჰიუსინიც, ზუსტად ლი მინჰოს ნახვის სურვილმა ჩამოიყვანა სეულში და ზუსტად ლი მინჰოს ბრალი იყო წინა დღით სასტუმრო ოთახში ჰიუსინის მაგივრად ლი მინჰო რომ დახვდა.
 წამში გააცნობიერა რამდენად არასახარბიელო მდგომარეობაში იყო ასე გაწეწილი თმებით და შეშუპებული თვალებით.
 “მაპატიე, არ ვიცოდი თუ ისევ გეძინა, ამ შუადღით”
 “შუადღით? ეს მე მაპატიე, სულ დამავიწყდა დროის შესახებ”
 “არა უშავს, მე გამეღვიძა ადრიანად, შენნაირი სტუმარი მყავს სახლში” ნერვიულად ჩაიცინა და გაახსენდა ხელში რომ თაიგული ეჭირა “შენია ეს, როგორც მახსოვს ველური ყვავილები მოგწონს”
 “ისევ სიზმარში მგონია თავი... არა უფრო რეკლამაში, გოგო რომ შემთხვევით გაგიცნობს, არ მეგონა ასეთი რაღაცეები რეალობაშიც თუ ხდებოდა” - მიხვდა რომ ძალიან შაბლონურად მოუვიდა ნათქვამი, თითქოს რომელიღაც ფილმიდან კრეფდა ფრაზებს, მერე კიდევ ერთხელ  წარმოიდგინა როგორ მდგომარეობაში იდგა ოთახის კარებს შეხამებული პიჟამათი და ფერადი ყვავილების თაიგულით ხელში და სახეზე ალმური მოედო
 “ხო ხდება” აუცილებლობის გამო ჩაილაპარაკა ბიჭმა და თემა შეცვალა “დღეს რა ვაკეთოთ?”
  არა, არა რეალობა იყო, თან აშკარა, დონგჯაკის რაიონში იმყოფებოდა, სანგდოს სამეზობლოში, ლის ოჯახის ვილაში, რომელსაც ცალი მხრიდან ციცაბო ფერდობი ესაზღვრებოდა, ეზოში გაბარჯღული მწვანე ფიჭვის ხეები იდგა-კორეის სიმბოლოები, ყვავილებს შორის ბილიკები კი თეთრი ქვით იყო მოკირწყლული, ეზოს ბოლოში თეთრი, მუქი აგურისფერი კრამიტით გაწყობილი სახლი იდგა. ექსტრეიერისგან განსხვავებული, აზიური მინიმალიზმის შესაფერისი ქონდა სახლს ინტერიერი, საერთო ოთახების კედლები და ჭერი რძისფრად იყო შეღებილი, მაგიდებზე, თაროებზე და ფანჯრის რაფაზე თითო ოროლა ლარნაკი, ან სხვა სუვენირი იდო, მარტო მარიამის საძინებელი იყო მუქ ფერებში გადაწყვეტილი, სავარაუდოდ დანარჩენი საძინებლებიც ასე იქნებოდა...
 “მაერი, დღეს რა ვაკეთოთ მეთქი?!” სასაცილოდ გადაიხარა, როგორც ფილმებში ჩვევია, ცალი ხელი ზურგზე ქონდა დადებული, მეორე ხელი სახესთან ახლოს გაუქნია რომ გამოეფხიზლებინა
 “ჰა... ა, არ ვიცი ნამდვილად, შენ რას აკეთებ ხოლმე ძირითადად, მეც იმავეს გაკეთება მესიამოვნება”
 “ჰაჰ, არ გესიამოვნება ნამდვილად... დილით ადრე ვიღვიძებ ყოველთვის, მერე მოდის ჩემი დაცვა, დამხმარე, ვიზაჟისტი, რომელიც მიტყიპნის სახეზე ბრენდულ კოსმეტიკას და... საერთოდ, ჩაიცვი, ვისად.. ვისაუზმოთ და თან მოგიყვები”
 “ახლავე ჩამოვალ, მოვწესრიგდე...”
 შხაპის მიღებაზე არც უფიქრია, ამაში დროს ვერ დაკარგავდა, თან ასე ძვირფასს, მოზღვავებული ემოციებისგან ხტუნაობა დაიწყო და წამში გაუელვა პრაქტიკულმა კითხვამ
 “რა უნდა ჩავიცვა?”
  ჰიუსინ ოპამ იმაზე მეტი ფული გამოუგზავნა ვიდრე ელოდა, ორი გზის ბილეთიც იყიდა და საკმაოდ დარჩა ახალი ნივთების შესაძენად, იმდენად რომ საკუთარი დანაზოგისთვის ხელი არც უხლია, გამომგზავრების წინ კი წავიდა და თითქმის სრულად განაახლა გარდერობი. ბოლო ხანების მიხედვით აშკარად ჭირდებოდა ახალი ტანსაცმელი, იმდენად დაიკლო წონაში ძველი ჯინსები ტომარასავით ეკიდა.    ყველაზე ნაკლებად წარმოიდგენდა ამხელა ენთუზიაზმს თუ იპოვიდა საკუთარ თავში, მანამდე ბევრჯერ უცდია დასუსტება, უშედეგოდ. არასოდეს გამოირჩეოდა დიდი მოთმინების უნარით და შემართებით, ალბათ ესეც ოპას დამსახურება იყო, მისი ცხოვრების მოწესრიგებას ზუსტად ჰიუსინს უნდა უმადლოდეს, აზრი შეძინა ყველაფერს, ეს ვერც იმ ბიჭებმა მოახერხეს მანამდე ვისაც შეხვედრია, ვერც ოჯახმა და ვერც ჰალლიუს ვარსკვლავმა მინჰომ.
  გამოტენილი ჩემოდნის მიუხედავად ვერ შეარჩია სამოსი რომელიც საუზმისთვის იქნებოდა შესაფერისი, საკუთარ თავს ეწუწუნებოდა სარეცხ თოკზე დატოვილი სპორტული შარვლისთვის, რომელიც მინჰოს დილის ტანსაცმელს ყველაზე მეტად შეეხამებოდა, იმის მიუხედავად რომ იაფფასიანი იყო, მერე ისევ წინა ღამით სკამის ზურგზე მიფენილი ჯინსის კომბინეზონი აიღო და ჩემოდნის სიღრმიდან ამოღებული ჰოლისტერის ბრენდის  ოდნავ დაკუჭული, თეთრი პერანგი.
  “მაერიიი!” დაიყვირა მინჰომ ქვემოდან
  “მაინც მახინჯი ხარ!” გაბრაზებულმა მიაძახა საკუთარ თავს სარკეში და კეფაზე აქაჩული თმები უხეში მოძრაობით ჩამოიშალა.
 სასადილო ოთახში, გრძელ მინის მაგიდის მხოლოდ ერთი თავი იყო სასადილოდ გამზადებული, მაგიდის თავში  მინჰოს უკვე დაეკავებინა საკუთარი ადგილი, გამართული იჯდა, როგორც... როგორც რომელიმე სერიალში, საერთოდ ყველგან ასე იჯდა ხოლმე და როგორც ჩანს ეს გმირის ხასიათიდან გამომდინარე კი არა, მართლა ასეთი ყოფილა.
  რაღაც ნაცრისფერი შარვალი ეცვა, კოჭთან გრძელი რეზინით დავიწროებული, ზემოდან თეთრი მაისური, ისეთი თეთრი, როგორსაც ტელევიზორში სარეცხის ფხვნილის რეკლამებში აჩვენებენ, მკლავებზე ლურჯი ზოლებით და მარცხენა მკერდზე ჯიბით.
 “სად ხარ გოგო აქამდე, მე შიერი ვკვდები”
 “ბოდიში მინჰო-ში” დაიმორცხვა გოგონამ და მითითებულ სკამზე დაჯდა.
  წინა დღეს სამზარეულოში ივახშმეს მსუბუქად, რაღაც ევროპული სალათებით, შემვარი ხორცით, ბრინჯით და ტაფამწვარით, საჭმელი უმარილო იყო როგორც მოელოდა, თუმცა სოიოს სოუსს იმდენად განსხვავებული გემო მიეცა საჭმლისთვის, როგორიც არასოდეს უგრძვნია, ჩინურ რესტორანში ლანჩის დროსაც კი.
 “მინდა გთხოვო, რომ ეს ნიმ, ში, ა და მსგავსი სუფიქსები საუბრიდან ამოვაგდოთ დედასთან და მამასთან შეგიძლია გამოიყენო მე კი უბრალოდ მინჰო ვარ შენთვის...”
 “მინჰო სანბაე, ასე დაგიძახებ და არ დამიშალო” ოდნავ მკაცრად თქვა და ნერწყვი გადაყლაპა საჭმელების დანახვაზე.
  მხოლოდ ერთხელ ქონდა გასინჯული კორეული საჭმელი. კიმჩი, კიმბაბი და სოკოიანი მაკარონის ჩხირები, რომლებიც საერთო ულუფიდან შევხდა, ისიც  გაციებული იყო, ამასთანავე ხახვიანი, ამჯერად კი მაგიდაზე დაწყობილი კერძები პინტერესტზე ნანახ სურათებს გავდა, თეთრ, მწვანედ მოხატულ ფაიფურის  თეფშებზე იყო დაწყობილი ყველაფერი: ბრინჯიც, კიმჩიც, კვერცხის რულეტიც, კიდევ რაღაც ტომატიანი წვნიანი, შემწვარი ბეკონი და ათასი რაღაც კიდე, ბევრის სახელი არც იცოდა.
 “ეს სანბაე საიდან მოიტანე”
 “ერთ ფილმში, ძალიან სიმპატიურ მეგობარს ეძახდა ერთი გოგო ასე, ხომ უფროს მეგობარს ნიშნავს?”
 “მაგ სიმპატიურ მეგობარს მეც ხო არ ვიცნობ”
 “გავიყიდე!... იცნობ”
 “შენც გაგაცნობ... ჭამა ხომ არ დაგვეწყო?”  პასუხს არ დაელოდა ისე დატაცა ხელი კოვზს და  ბრინჯის ჭამა დაიწყო “შენ გელოდებოდი”
 “ჰუჰ, დრო გამეპარა, უფრო სწორად ჩემს საათზე ჯერ ისევ  შვიდი საათია”
 “ცოტაც და მიეჩვევი დროის სხვაობას, დღეს რა ვაკეთოთ მოიფიქრე?”
 “რასაც შენ აკეთებ მეთქი” კიმჩის მართლა მშობლიური მწნილის გემო ქონდა, რომელსაც ზემოდან აჯიკა უსვია, თუმცა არც ისე მწარე აღმოჩნდა როგორც მოელოდა
 “შვებულებაში ვარ, ვისვენებ და ჩემი სამუშაო დღის გახსენება აღარ მინდა, გინდა დღეს ქალაქს დაგათვალიერებინებ, მაღაზიებში გავიაროთ სანამ დედა და მამა ჩამოვლენ”
 “დღეს ჩამოვლენ? მართლა, ერთი სული მაქვს როდის ვნახავ”
 “მათაც, ცუდ დროს მოუწია მამას წასვლა, რაღაც თავის ბიზნესს ეხება ჩეჯუზე და გუშინ დედაც გაყვა”
 “დღეს რომ ქალაქში გავიდეთ... და შენ თავისუფლად გადაადგილება შეგიძლია ქალაქში?”
 ბიჭმა გულიანად გაიცინა,  ზუსტად ისე, როგორც სურათებში იცინის ხოლმე, თეთრი კბილები გამოუჩნდა და ფოსოები ლოყებზე
 “შენ რა გგონია  ყველგან დამყვება ხალხი?  რომელი სულელი დახარჯავს მთელ დღეს ჩემს დევნაში?
 “რა ვიცი, არც ერთ გაფრენას და ჩამოფრენას არ ტოვებენ, მეც კი ვიცი როდის საიდან მოფრინავ”
 “ეგ პიარ მენეჯერის გათვლილია, სპეციალურად აკეთებენ მაგას, როგორც წესი მშვიდად დავფრინავ ხოლმე და ქალაქშიც გადავადგილდები, მართალია საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერა მაგრამ მაინც საკმაოდ თავისუფლად”
 “ნამდვილად არ მინდა გაგირთულო ცხოვრება, სადმე რომ დაგინახონ და ჩემთან ერთად გადაგიღონ სურათი? მენეჯერთან პრობლემები არ შეგექმნას”
 “ნუ ღელავ, არაფერი მოხდება”
 “ყველაფერს მანახებ რაც მომინდება?” შემპარავი ხმით უთხრა გოგონამ და პასუხს არ დაელოდა ისე მიაყარა “...ნახვა მინდა, კიდევ”


მინჰო
  რატომღაც ეგონა ერთ დღეში მთელი ქალაქის დათვალიერება შეიძლებოდა, მაგრამ ერთი რაიონიდან მეორეში სიარულმა ისე დაღალა, ნამსან პარკში წასვლაზეც კი უარი უთხრა, არადა ეს ღამე იქ წასვლისთვის ყველაზე შესაფერისი იყო, განათებული ქალაქის ყველაზე მაღალი შენობიდან სავსე მთვარე ალბათ საოცარი სანახავი იქნებოდა, თან ჭიქა ღვინოს დალევდნენ წყნარი მუსიკის ფონზე და ზღვის პროდუქტებს მიაყოლებდნენ... ან ხორცს.
  “ეს ბოლო გაჩერება იყოს, დანარჩენი სხვა დროს გავაგრძელოთ” გონებში ათასჯერ გადახარშული ფრაზა როგორც იქნა თქვა და განათებული არხის კიდეზე ჩამომჯდარ გოგონას გვერდზე მიუჯდა “თევზის ღვეზელს შეჭამ?”

 მაერის შეპირდა რომ თავად მოუტანდა რამე საჭმელს, მაგრამ შეეშინდა განგამის ამ ხალხმრავალ ადგილას ვინმეს არ ეცნო და მძღოლი გააგზავნა, მის მოსვლამდე კი იდგა და ფიქრობდა რომ არხის ბოლომდე ფეხით გასეირნება არ შეეძლო.
 შუადღის შემდეგ მთელი ქალაქი მოიარეს ბუკჩონის სასახლით დაწყებული იტევონის ბაზრით დამთავრებული, თან გოგონას რაღაც სია დაჰქონდა, ალბათ ასეთი სათაურით “50 ადგილი რომელიც უნდა ნახო სანამ სეულში ხარ” და შიგ აღნიშვნებს აკეთებდა.
  ახლა თვითონაც აშკარად დაღლილი იჯდა ჩეონიჩეონის არხის პირას და მთვარეს გაყურებდა, სადა ევროპულად ეცვა, მუქი პრინტიანი გრძელი კაბა, ხაკისფერი კუბოკრული კოსტუმი, რომელიც საღამოსთან ერთად დაიმატა, ფეხზე ოქსფორდები და თავზე ჩალისფერი შლიაპა.
  ამასობაში მძღოლმა გადახარშული ზეთით გაჟღენთილი, ჩხირებზე წამოცმული ღვეზელები მოიტანა
“ჯინჰო არ შემოგვიერთდები”
“არა მინჰოში, ხელს არ შეგიშლით, გემრიელად მიირთვით”

“როგორ ოქროსფრად დაბრაწულან, უსირცხვილოდ მეუბნებიან შემჭამეო” თვალი ძლივს მოწყვიტა დაფხვნილ ორცხობილაში ამოვლებულ ღვეზელს და დიდი ლუკმა მოკბიჩა
 მიჰნოს ჩაეცინა, ჩანდა გოგონა სწრაფად ეჩვეოდა მის არსებობას, სრულიად მოულოდნელად ჩაათავა პირველი ჩხირი და ქაღალდის პაკეტიდან მეორეც ამოიღო
 “კარგი, დღეს სახლში წავიდეთ, მაგრამ, რამდენი რამე დაგვრჩა სანახავი შენც ხომ იცი?”
 “მაგალითად?”
“შენ შემპირდი რომ დიუთი ფრიში წამიყვანდი ან..., გუგაკსანის პარკიც უნდა ვნახო, სახლიდან მგონი შორსაა, მაგრამ, გთხოვ, გთხოვ, წავიდეთ”
 “გუგაკსანის პარკში სასეირნოდ ვერ წახვალ,  შევთავაზებ ჩემს მეგობრებს და ერთ დღეს ლაშქრობაზე წავიდეთ”
 “შენს მეგობრებს?”
“აჰამ, ხო გინდა გაცნობა”
“ხო... ნახე რამხელა მთავრეა... და აქაურობა...როგორი ლამაზია... ეს წამი უნდა გაჩერდეს და სულ ასე დარჩეს”
 “გაგიჩერებგინდა? სურათს გადაგიღებ!” ფეხზე წამოხტა და აპარატი მომართა
 “ასე ვიჯდე თუ სხვაგან... თუ დავდგე? რა ვქნა? ლამაზად რომ გამოვიდეს... მთვარეც გამოჩნდეს”
 “პოზირების აზრზე არ ხარ, დღევანდელი სურათების 80 პროცენტი ერთ პოზაში გაქვს გადაღებული... მოდი მაღლა აიხედე და ქუდზე ხელი მოიკიდე”
 ამ ყველაფერს გოგონამ გულიანი სიცილი დააყოლა და დაჭერილი კადრი  მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა, ასეთ წამს თვითონაც სიამოვნებით შეინახავდა სამუდამოდ.
 რამოდენიმე დღე  იყო პირველი ევროპეიდი გოგონა, მზემიუკარებელი კანით,  თანაც წითური, მთელი თავისი ხალებით და ჭორფლით მის სახლში ათევდა ღამეს და პირველად დაიჭირა თავისი თავი იმაზე რომ მოწონდა მისი ქცევები, მორცხვი, თავდაჭერილი, წინასწარ გაწერილი, მაგრამ როცა მაერის ავიწყდებოდა  მისი რაობა ხდებოდა ლაღი, ბუნებრივი, სპონტანური, წლების მანძილზე ასე არცერთ ახალგაცნობილთან არ უგრძვნია თავი, ახლაც ეს გოგო თავდავიწყებაში გადაშვებული ნეონის სინათლეებით განათებული არხის პირას ტრიალებდა და ჰაერში აფრიალებდა კონსერვატიული სტილის კაბას.
 “ჯინ ჰო მოდი ჩვენთან ერთი წუთით” ალოს თქმას არ დაელოდა ისე უთხრა მინჰომ
მძღოლიც წამებში გაჩნდა მასთან
 “კიდევ ერთხელ უნდა გამიწიო სამსახური და სურათი გადაგვიღო, ხომ ლამაზია არა?!” მიუთითა მაერიზე
“გეთანხმებით” გაუცინა მან და თავის ქიცინს მოყვა
 თუ ვინმესთვის შეეძლო ეწოდებინა ცხოვრების თანამგზავრი, ჯინჰო ამისი სრულუფლებიანი პრეტენდენტი იყო, უკვე ხუთი წელი იყო ყველგან თან ახლდა, გამოყავდა უკონტროლო სიტუაციებიდან, მალავდა, იცავდა, ყველაფერზე ეთანხმებოდა, როცა ბრაზდებოდა მასზე გადაქონდა მთელი სიბრაზე და ჯინჰო მიანც მის გვერდით იყო, არასოდეს შეკამათებია, უარი არ უთქვამს დღესაც როცა უმეტესწილად მძღოლის კი არა ფოტოგრაფის როლის შეთავსება უწევდა
 “მაერი, მოდი მე გაჩვენებ სურათი როგორ გადაიღო”  ხელი ჩაკიდა და ორი ნაბიჯით უკან წაიყვანა, ხელი არ გაუშვია ისე გაახედა გვერდულად მთვარისკენ, თავადაც იგივე პოზა მიიღო და ჯინჰოს დაუძახა გადაგვიღეო
 “მორჩა, კარგი გამოვიდა.. მინჰო-ში, ბატონი და ქალბატონი უკვე სახლში არიან ჯობია ვიჩქაროთ რომ ვახშამზე არ დააგვიანოთ”
 “უკვე ამხელა დრო გავიდა? მაერი სახლში წავიდეთ, მშობლები უკვე დაბრუნდნენ”

 საღამოსთვის შესაფერისი სიჩუმე იდგა სახლში, ათი საათი იყო, ახლა ალბათ დედა და მამა ტელევიზორს უსხდნენ და ჩაის სვამდნენ, მამა ბუზღუნებდა როდის დაბრუნდებოდნენ რომ  ვახშამი მალე ეჭამა, დედა კი ნერვიულობდა მშვიდობით მისულიყო ერთადერთი ვაჟი სახლში
 კარების გაღებას თან მოყვა დედამისის ხმა
“მინჰო მოხვედი?”
“მოვედით დედა!” ამასობაში თავადაც გამოჩნდა  ჰოლში, ყოველთვის ლამაზი, ყოველთვის მომღიმარი დედა პულტით ხელში
 “ანიონჰასეიო მაერი, კეთილი იყოს შენი მოსვლა”  გულიანად გაუღიმა და თავი დაუკრა
 “როგორ ხართ
მარუ
  შუადღით გარეთ აუტანლად ცხელოდა ხოლმე და ამ სიცხის წებოვნებას ვერც მანქანის და ვერც სახლის კონდიციონერი ვერ ანეიტრალებდა ისე, როგორც გრილი შხაპი.
 დღეს ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას მორჩნენ, იტაევონის ქუჩაზეც იყვნენ, დიუთი ფრიშიც და ჰიუნდაის სავაჭრო ცენტრშიც, ასეთი თავშეყრის ადგილებში მინჰო სასაცილო ცხვირს იმაგრებდა და დიდ სათვალეს იკეთებდა, მხოლოდ ასე შეიძლებოდა ხალხისთვის თავის არიდება.
 რამოდენიმე წყვილი ფეხსაცმელი და ზედატანი იყიდა მინჰომ, გოგონას მასზე სამჯერ მეტი უყიდა.
 “ამდენი  რაღაც მართლა არ მჭირდება” დამორცხვებული ეუბნეოდა მაერი, ერჩია ამ ძვირი ტანსაცმლის მგივრად  იტაევონში ეყიდა იაფიანი ნივთები, ვიდრე აქ, სოგონ დონში ბრენდულ მაღაზიებში, თუმცა უარის თქმა ამათზეც უჭირდა.
 “სანამ ჩემს გვერდით ხარ, ყველაფერი კარგი უნდა გეცვას, თავი საკუთარ სახლში იგრძენი, თან ნახე ყველგან მინჰოებია, ექსკლუზიური ფასდაკლება მაქვს აქ და თუ ჩემგან არ გინდა საჩუქრის მიღება, გავაკეთებინოთ ლოტეს ბარათი”
 “აი, მაგაზე უარს ვერ გეტყვი, დავინახე რომ ზედ შენი სურათის დატანა შეიძლება, გავაკეთოთ მართლა რა, სამახსოვროდ დამრჩება”
 “გავაკეთოთ, ოღონდ შენ ყველაფერს იყიდი რაც მოგინდება”
 “სანბაე, შენ რა შენს თავზე პირდაპირ ხომ არ მიიღე ჯუნპიო იყავი მეთქი რომ გთხოვე? ყველაფერი შეიძლება მომეწონოს, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიყიდი, რად მინდა ეს გუჩი და პრადა, წამო დიუთი ფრიში, სემირში ან რამე ისეთ მაღაზიაში სადაც პრაქტიკული სამოსი შეიძლება ვიყიდო, თუნდაც ასიქსში ან ნიუ ბალანსში”
  ეხლა ამ მაღაზიების პარკები საძინებელში საწოლზე ეყარა და  გოგონას ერთი სული ქონდა  ყველა სათითაოდ მოეზომა, ქაღალდის პაკეტებს ცალკე გადააწყობდა, ჩემოდნის ფსკერში ჩააწყობდა, როცა ძველ ცხოვრებას დაუბრუნდებოსა საამაყოდ მიანც ექნებოდა ამ ბევისთვის ხელმიუწვდომელ მაღაზიაში ნაყიდი ტანსაცმელი.

როგორც იქნა მოშორდა დუშიდან წვიმასავით წამოსულ წყლის  ჭავლს, თმები გაიწურა და კაბინიდან გამოვიდა,
 საოცარი თავისუფლების გრძნობა  დაეუფლა ოთახში დაგუბებული გრილი ჰაერი კანზე კბენდა და ეკლებს აყრიდა, მაგრამ ეს მხოლოდ სიამოვნებას გვრიდა.
 ტელევიზორი ჩართული დარჩენოდა, რომელიღაც მუსიკალურ არხზე იყო გადართული და ტოპ ჩარტი გადიოდა. წინასწარ გამზადებული ტანსაცმელი ჩაიცვა, სველი თმა კეფაზე კოსად შეიკრა და დასარეცხი ტანსაცმლის მოგროვებას მოყვა.
  მეორე კვირა იყო ჩარტში  იგივე სიმღერები ლიდერობდნენ, ვიღაცამ პლანშეტი მოიგო, შემდეგ რეკლამა დაიწყო და მას შემდეგ ისევ მუშიკალური კლიპები. პირველივე ნაცნობი აღმოჩნდა კანტოს “მალ მან ჰაე”, სიტყვები ზუსტად არ იცოდა, ალბათ კიდევ დიდი ხანი ვერ ისწავლიდა მაგრამ შესაძლებლობის მაქსიმუმით შეეცადა ემღერა.
 ამ დროს კარზე დააკაკუნეს და პასუხს არ დაელოდა ისე შემოვიდა მინჰო სანბე.
 გოგონა, როგორც ჩანს არ ელოდებოდა მას, უცებ შეწყვიტა სიმღერა და გაწითლდა.
 “შენ რა არ გძინავს?”
“არა ვერ დავიძინე”- ჩაფიქრებულმა თქვა ბიჭმა და საწოლის წინ დადგმულ აკუბიტაზე ჩამოჯდა “შენ?”
 “მე შხაპი მივიღე და ახლა ჰეირისთვის ვაგროვებ დასარეცხ ტანსაცმელს...”
“და მღეროდი ხო?” გაიცინა
“ხო, რა მოხდა ჩემი საშინელი ხმით რომ წავუმღერო?!”
“მარტო შენ კი არ გაქვს საშინელი ხმა... მეც და... მოიცა, მოიცა მოვიფიქრე ამ ღამით რაც უნდა ვქნათ, დაისვენე და ღამით ძალიან მაგარ ადგილას წაგიყვან”  მინჰო ფეხზე წამოხტა და ტელეფონში რაღაცის ძებნას მოჰყვა
“სად?”
“საიდუმლოდ დავტოვოთ” ჩაიღიმა და კარი გაიჯახუნა
“ამისი გაურკვევლობები მომკლავს” ჩაილაპარაკა და ტანსაცმლის დაკეცვა განაგრძო

ორი კვირა მიილია აქ ყოფნის, თუმცა მას ეგონა უკვე საუკუნე იყო ამ სახლში ცხოვრობდა, მალე მიეჩვია სახლსაც, ბიძასაც, დეიდასაც და რაც ყველაზე გასაკვირი იყო მინჰოსაც.
დღის მანძილზე სახლში იყვნენ ჭამდნენ, ჭადრაკს ან ერუდიტს თამაშობდნენ და ათას წვრილმანზე საუბრობდნენ, აწყობდნენ მომავალი თვის გეგმებს.
“ბუსანში გირჩევნია წასვლა თუ ჩეჯუზე?”
“სანბე, ისე მეკითხები თითქოს ვიცოდე რომელი ჯობია... სადაც შენ იტყვი”
 “მაშინ ბუსანში წავიდეთ. შემდეგ კვირაში კი ლაშქრობისათვის ადგილი შევარჩიოთ და წავიდეთ, ილვოსაც ვეტყვი თუ დაკავებული არ იყო წამოვა, ყოველთვის ერთად დავდივართ”
“ილვო შენი მეგობარია?”
“ხო, არ იცი?” გაეცინა “მსახიობია ჯუნ ილვო”
“არ მახსენდება”
“გეცოდინება.. მამა ალბათ სოფელში წაგვიყვანს ერთი კვირით, მოგეწონება იქაურობა”
“მომეწონება, დარწმუნებული ვარ”
დღის მეორე ნახევარში ქალაქის დასათვალიერებლად, რესტორანში ან ღამი კლუბში დადიოდნენ, ოჯახთან ერთად ვახშმობდნენ, ხანდახან ჩოკბურთს თამაშობდნენ ან აუზში გრილდებოდნენ. მაერი ძირითადად გასარუჯად ჩადიოდა საცურაო კოსტუმით ეზოში, რადგან ცურვა არ იცოდა.
“ხალხი ოცნებობს თეთრ კანზე, შენ კიდე შავდები? არა არ შავდები, წითლდები!” წინ ჩამოუდგებოდა ხოლმე გაწუწული ბიჭი
“კერძოდ?” ნიშნის მოგებით ჩეკითხებოდა მაერი და  სიცილს დააყრიდა
“გამიცვალე რა კანი, არ შეიძლება?” მუდარას გაურევდა ხმაში მინჰო და ისიც გაიცინებდა

ამასობაშ სარეცხის კალათი ამოავსო, ახალი ტანსაცმელი კარადაში დაკიდა და დაძინების ნაცვლად ტელეფონზე დარეკა
“დე, როგორ ხარ?”
“კარგად მეც, გუშინ ვეღარ დაგირეკე, სხვაგან წავედი, სახლშ თუ მიხვედი დაგირეკავ სკაიპით”
“კარგი, ეხლავე” და კომოდზე დადებულ ლეპტოპს დაწვდა

მინჰო

„ვიწყებთ?“ - მიკროფონი გადაუგდო  ილვომ სანბუმს
„დაგამარცხებ!“
„ვერ დამამარცხებ, ჩემს ხმაზე მტელი კორეა გიჟდება ჰა-ჰა!“
„ეგ საჯდომზე უნდა გეთქვა ჰა -ჰა“ - ნიშნი მოუგო სანბუმმა
„თქვენ ცდებით, ეს მე ვარ ვის საჯდომზე, ხმაზე და საერთოდ ყველაფერზე კორეა გიჟდება“ - გაიცინა მინჰომ და ხელიდან გამოგლიჯა მიკროფონი მეგობარს
„დებილო! მიდი აბა გვაჯობე!“ - თავში ხელი წამოარტყა ილვომ და სურის გვერდით დაჯდა  დივანზე
„მაერი, თუ გინდა შენ დაიწყე“ - გაუწოდა დისტანციური პულტი თანმხლებს ბიჭმა
„არა რას ამბობ ოპა, ქვეყნის მასშტაბით დასაცინი ვიქნები მე რომ ეხლა კორეულად ვიმღერო“
„ცოტა გავმხიარულდეთ, მანამდე ორი ჭიქა ჩაურტყი და დამიჯერე აღარ იდარდებ ენის არცოდნაზე“ - სოჯუს ჭიქა ასწია სურიმ და მაგიდასთან მიიპატიჟა
 ამასობაში მინჰომ პარკ ჯინ-იუნის - არ უნდა დაგვავიწყდეს ამოირჩია, თავსი სცენა ჩააბნელა და სიმღერა დაიწყო
რა თქმა უნდა მისი ნამდვილი ხმა არ იყო ისეთი როგორიც აუდიო ვერსიებშია, გაწმენდილი, შეცდომადამალული, მაგრამ არც ისეთი საშინელი აღმოჩნდა როგორც მაერი მოელოდა. ბიჭ ყველანაირად ცდილობდა კონცენტრირება სიმღერაზე მოეხდინა, რომ ახალი მეგობრის წინ თავი არ მოეჭრა. ისიც ღიმილით უყურებდა, თვალს არ აშორებდა და პირიც არ დაუკარებია შეთავაზებული სასმლისათვის, არათუ საჭმლისათვის. ასეთ მომენტებშუ ყველაზე ნათლად ჩანდა მაერიში თაყვანისმცემელი და არა მეგობარი, აშკარად ჩანდა მთლიანად რომ ვერ გაეთავისებინა მისი მინჰო-ოპპობა და მსახიობი ლი მინ ჰო იყო ისევ.
„მარიამ ახლა მართლა შენი დებიუტის დროა, ნუ შემარცხვენ ამ შტერებთან“ -უთხრა სიმღერის დასრულების შემდეგ „თან გამარჯვებაზე ვართ,, ვინც უმაღლეს ქულას აიღებს  იმას ნებისმიერ სურვილს ვუსრულბთ“
„კი მარა ვერ მოვასწრებ სიტყვების წაკიტხვას, ზეპირად არ ვიცი“
„კარგი რა, პროგრამა ნოტებს აღიქვამს და არა სიტყვებს, დალიე და შეუბერე“ -ჭიქა მიაწოდა ილვომ, მიუჭახუნა და ერთიანად გამოცალა, იგივე გააკეთა მაერიმაც, ტუჩები ხელის ზურგით მოიწმინდა და მაგიდაზე დადებული პულტი მინჰოს მიაწოდა
„ალის-ფიცი ამირჩიე, რაც არის არის!“
 სიტყვებს მართლაც ვერ გამოთქვამდა სწორად, თუმცა ხმა ცუდი არ ქონდა, კარგი პროდიუსერი მისგან ჰალიუს ვარსკვლავსაც გამოიყვანდა, მრეროდა თვალდახუჭული, მთელი განცდით, თითქოს ირგვლივ არავინ იყო, ნოტებს ამაღლებდა და ადაბლებდა შესაბმისად, სიმრერის კუოლმინაციური მომენტის მერე, პაუზის დროს მიკროფონი მოიშორა, ხელი ილვოსკენ გაიშვირა და უთხრა „ ამ დროს შენ მანქანა გეჯახება“ -გაიცინა და უკანასკნელი სტროფიც ჩაიმღერა
„ყოჩაღ მაერი, მართლა კარგად მღერი, თან რა მაღალი შეფასება აირე“ ტაში დაუკრა ილვომ „ჰმ, ჩემი ფილმიც გცოდნია ნახე“
„მაგ ფილმმა ბოლო მომიღო, ძლივს დავამთავრე ძალიან გღძელი იყო, მომღერალი კი შეუდარებელია, სანბაეს ფილმის საუნდტრეკიც აქვს ერთი ნამღერი, ეხლა შენი დროა, მე კი საშიმი უნდა გავსინჯო თურმე ისეთია პირში დნება“
 იმ საღამოს ყველამ იმდენი სიმღერა იმღერა რამდენიც სურდა, თუმცა მაერიზე მაღალი ქულა  სასიმღერო პრაქტიკის მიუხედავად ვერავინ აიღო, საბოლოოდ სურვილიც მას დარჩა, გამოცალეს მრავალი ბოთლი სოჯუ, ლამის სიმთვრალემდე.. არა არა ნამდვილად სიმთვრალემდე, ილვო იუნ ჯონ შინის - განახლებულ მეს ტირილით რომ მღეროდა, ამ დროს  ბუმი და სური და-ძმობის შეფიცვას აპირებდნენ სისხლით, მინჰო დივანზე წამოწოლილიყო, თავი მაერის კალთაში ედო და უფლებას აძლევდა მისი შესაღები თმა ეწვალებინა
„მაერი, მინდა  რომ ჩვენი არდადეგები სამუდამოდ გაგრძელდეს, ისე კარგად ვგრძნობ თავს“ ეუბნეოდა ბიჭი უკანა გზაზე, შინისკენ მიმავალს
„სამწუხაროდ არც ერთი ზღაპარი უსასრულოდ არ გრძელდება, სანამ დრო გვაქვს მანამდე უნდა გამოვიყენოთ ყველა წამი, რომ მერე ამ ყველაფრის გახსენებამაც კი სიმშვიდე მოგგვაროს და დაღლილობა მოგიხსნას“
„მაშინ, მითხარი რას ვაკეთებთ ხვაალ?“ სასაცილოდ, ტუჩების ერთმანეთზე მაგრად დაჭერით გაიღიმა, ისე რომ ლოყებიც ჩაეჩხვლიტა, სახე ახლოს მიიტანა მაერისთან და ლოყა გაუწელა